მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7275.6
0.0078
flag
AZN 1.5769
-0.0007
flag
CNY 39.5
0.0012
flag
EUR 3.1374
-0.003
flag
GBP 3.6215
-0.003
flag
KZT 56.55
-0.0056
flag
TRY 0.059
0
flag
USD 2.6802
-0.0016
news banner

ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლება ხელს შეუწყობს სავაჭრო ბარიერების შემცირებას და თანამშრომლობის მექანიზმებში მოქნილობის უზრუნველყოფას - გენადი არველაძე

news image
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ საქართველო-ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ერთობლივი კომისიის მეორე სხდომაში მიიღო მონაწილეობა, რომლის ფარგლებშიც ასევე ჩატარდა აღნიშნული შეთანხმების განახლებაზე პირველი კონსულტაცია. სხდომა ჩინეთში, ქალაქ პეკინში გაიმართა.  
ერთობლივ კომისიას საქართველოს მხრიდან თავმჯდომარეობდა გენადი არველაძე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან კი - კომერციის ვიცე-მინისტრი იან ტუნგი.  
შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ჩინეთის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. 
„საქართველო მზადაა გააძლიეროს თანამშრომლობა ჩინეთთან მრავალ სფეროში, მათ შორის ვაჭრობაში. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ უკვე შეასრულა გადამწყვეტი როლი ვაჭრობის ხელშეწყობაში, ბიზნეს კავშირების გაძლიერებასა და ახალი  შესაძლებლობების შექმნაში. 2024 წლის მონაცემებით, საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 1,916 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წელთან შედარებით 17%-იანი ზრდაა. ჩინეთი რჩება საქართველოს ერთ-ერთ წამყვან სავაჭრო პარტნიორად, მე-4 ადგილს იკავებს და საქართველოს მთლიან სავაჭრო ბრუნვაში 8,1%-იანი წილი უკავია," - განაცხადა გენადი არველაძემ სხდომაზე. 
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ცვლილებები შეთანხმებაში ხელს შეუწყობს სავაჭრო ბარიერების შემცირებას და თანამშრომლობის მექანიზმებში მოქნილობის უზრუნველყოფას. მისი თქმით, შეთანხმების მოდერნიზაცია შესაძლოა განხორციელდეს ელექტრონული ვაჭრობის, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების, სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომების და ინვესტიციების ხელშეწყობის მიმართულებით.
სხდომაზე მხარეებმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფართოებაზე მოლაპარაკების მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულების მოლოდინი დააფიქსირეს. ასევე ხაზი გაესვა, რომ  შეთანხმების გაფართოება უფრო მოქნილს გახდის შესაბამის მექანიზმებს აღნიშნული მიმართულებებით, მათ შორის, მხარეებმა მუშაობა დაიწყეს ცხოველური წარმოშობის საექსპორტო პროდუქტების ჩინეთის ბაზარზე დაშვების პროცედურების გამარტივებასთან დაკავშირებით.
საქართველოსა და ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება 2018 წელს ამოქმედდა და მიმართულია ორმხრივი სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავებისა და გაძლიერებისკენ. 
კომისიის სხდომაზე ასევე დაესწრნენ საქართველოს საგარეო საქმეთა, იუსტიციის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებისა და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები.

 

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოს მიერ ინიცირებული შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული პროექტია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ რეგიონისა და ევროკავშირისთვის - მარიამ ქვრივიშვილი

14.05.2026.19:43

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საბერძნეთის დედაქალაქში გამართულ ენერგეტიკულ პანელზე დისკუსიის მიმდინარეობისას ენერგეტიკული დაკავშირებადობის, ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობასა და ამ კუთხით შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის როლზე ისაუბრა. მარიამ ქვრივიშვილი ენერგეტიკული სამიტის ფარგლებში გამართული პანელის Delivering 2030 – Leadership commitments for the energy transition ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი იყო.

„ეს არის საქართველოს მიერ ინიცირებული ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული პროექტი არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის,  არამედ რეგიონისთვის. 1300 მგვტ-ის სიმძლავრის წყალქვეშა კაბელი პირდაპირ დააკავშირებს საქართველოს ევროკავშირის ბაზართან. ვისაუბრეთ თანამშრომლობაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნების ძალისხმევის გაერთიანება ერთმანეთის გასაძლიერებლად, დასაკავშირებლად და სავაჭრო ურთიერთობებში მხარდასაჭერად. ენერგეტიკული სექტორი ძალიან კარგი ინსტრუმენტია ძალების გასაერთიანებლად, უფრო ფართო დარგებისა და ეკონომიკების კიდევ უფრო მეტად გასაზრდელად" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. 

მინისტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია პროექტის  ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა, კაბელის მშენებლობა უნდა დაიწყოს მომდევნო ორი-სამი წლის განმავლობაში, პროექტის გაშვება კი დაგეგმილია 2031-2032 წლებისთვის. მარიამ ქვრივიშვილის  შეფასებით, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი  შესანიშნავად ერწყმის „მწვანე ენერგიის დერეფანს," რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანის ერთობლივი პროექტია და რეგიონის ფარგლებს სცდება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა