მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.7
0.0006
flag
AZN 1.5281
-0.0002
flag
CNY 38.921
0.0012
flag
EUR 2.9137
-0.0026
flag
GBP 3.4762
-0.0022
flag
KZT 57.99
-0.001
flag
TRY 0.0523
-0.0001
flag
USD 2.5973
-0.0003
news banner

ჩვენ ახალ ავიამიმართულებებს ვამატებთ, მიზანი აუთვისებელი ბაზრების ათვისება და მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვაა - ლევან მოსეშვილი

news image
mbc image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” გუნდი აქტიურად მუშაობს ახალი საერთაშორისო მიმართულებების დამატებაზე, მათ შორის იმ ბაზრებზე, სადაც საქართველოდან ისტორიაში პირდაპირი ფრენები არ ყოფილა ან მხოლოდ პერიოდულად ხორციელდებოდა,” - ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ახალი ტურისტული მარშრუტების განვითარება ქვეყანაში მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოსაზიდად ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გადაწყვეტილებაა. ამის მაგალითად მან ბოლო პერიოდში საქართველოს ბაზარზე შემოსული სკანდინავიური ავიაკომპანია დაასახელა.

„სკანდინავიის ქვეყნებიდან პირდაპირი ფრენების შესრულება საქართველოს დედაქალაქის მიმართულებით წარმატებით ხორციელდება. ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და სანდო ავიაგადამზიდი სკანდინავიურ ქვეყნებში Norwegian Airlines-ი კვირაში ორი სიხშირით ფრენებს თბილისსა და კოპენჰაგენს შორის ასრულებს - განაცხადა მოსეშვილმა.

მისი თქმით, ეს ახალი ტურისტული მარშრუტი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგან ქვეყანა დაკავშირებული უნდა იყოს არა მხოლოდ აზიის მსხვილ ბაზრებთან, არამედ ევროპის ახალ და აუთვისებელ მიმართულებებთანაც.

„ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს, რომ ახალი მიმართულებები დავამატოთ ისეთი აუთვისებელი ბაზრებიდან, საიდანაც საქართველოს ისტორიაში არ გვქონია ფრენა, ან იყო მხოლოდ პერიოდულად. გვინდა, რომ ასეთი ქვეყნებიდან რეგულარული ხასიათის ფრენები შესრულდეს“, - აღნიშნა მოსეშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ახალი პარტნიორების მოძიებისა და ავიაკომპანიებთან თანამშრომლობის მიზნით საქართველო მონაწილეობს საერთაშორისო საავიაციო ღონისძიებებში, მათ შორის Routes Europe, Routes Asia და Routes World-ის ფორმატებში, სადაც პოტენციურ პარტნიორებთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ლევან მოსეშვილის განცხადებით, აღნიშნულ პლატფორმებზე ავიაკომპანიებს საქართველოს შესაძლებლობებს, ტურისტულ პოტენციალსა და ბაზრის განვითარების პერსპექტივებს აცნობენ.

„ვაწარმოებთ მოლაპარაკებას სხვადასხვა პლატფორმაზე, ვიყენებთ წარმატებით ისეთ მასშტაბურ ღონისძიებებს, როგორიც არის Routes Europe, Routes Asia, Routes World, სადაც ჩვენს პოტენციურ პარტნიორებთან გვაქვს არაერთი შეხვედრა, შეთავაზებები, საქართველოს მთელი ხიბლის წარდგენა მათთვის: რატომ უნდა იფრინონ ავიაკომპანიებმა საქართველოში, რატომ უნდა ჩამოიყვანონ ტურისტები და მგზავრები“, - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა.

მისივე თქმით, მსგავსი მოლაპარაკებები რიგ შემთხვევაში წარმატებით სრულდება და Norwegian Airlines-ის საქართველოს ბაზარზე შემოსვლაც სწორედ ერთ-ერთი ასეთი პროცესის შედეგია, რომელიც საერთაშორისო ღონისძიებებზე დაწყებული კონტაქტებიდან დეტალურ მოლაპარაკებებამდე მივიდა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ჩვენი მიზანია ისეთი გადახდის სისტემის არსებობა, რომელზეც თავად გვექნება კონტროლი და რომელიც ჩვენი იურისდიქციის ფარგლებში იქნება მოქცეული - ECB-ის პრეზიდენტი ციფრული ევროს პროექტზე

22.10.2026.22:08

ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი ციფრული ევროს დანიშნულებასა და გადახდის სისტემების მომავალზე საუბრობს. მისი განმარტებით, ციფრული ევრო ყოველდღიური ფინანსური ტრანზაქციების, მათ შორის ელექტრონული კომერციისა და სავაჭრო ობიექტებში გადახდების განხორციელებისთვის იქნება განკუთვნილი. ლაგარდი ასევე ყურადღებას ამახვილებს ევროში დენომინირებული სტეიბლკოინების როლზე ტრანსსასაზღვრო გადახდებში და ხაზს უსვამს ტრანზაქციების ღირებულების შეფასების მნიშვნელობას. ,,ციფრული ევრო გადახდების განსახორციელებლად არის განკუთვნილი. როდესაც ერთმანეთთან ფინანსური ანგარიშსწორება გვჭირდება, ამის ორგანიზება ციფრული ევროს საშუალებით შეგვიძლია. მაგალითად, თუ მე თქვენი ვალი მაქვს ან თქვენ გაქვთ ჩემი ვალი, ანგარიშსწორებას ციფრული ევროთი განვახორციელებთ. ამისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ მობილური ტელეფონი ან ბარათი.

სწორედ ეს არის ციფრული ევროს მთავარი დანიშნულება, რაც მოიცავს ელექტრონულ კომერციას, სავაჭრო ობიექტებში გადახდებსა და სხვა ტიპის ტრანზაქციებს.

რაც შეეხება ევროში დენომინირებულ სტეიბლკოინებს, ვფიქრობ, მათი გამოყენება მიზანშეწონილია ისეთი ტრანსსასაზღვრო გადახდებისთვის, რომლებშიც ტრანზაქციის ერთი მხარე ევროზონის ფარგლებშია, ხოლო მეორე მის ფარგლებს გარეთ. მიმაჩნია, რომ ციფრული ევრო უნდა არსებობდეს როგორც საცალო, ისე საბითუმო ფორმით, რათა შევძლოთ გადახდების ორგანიზება როგორც მოქალაქეებსა და სავაჭრო ობიექტებს, ისე ბანკებს შორის. ეს უნდა განხორციელდეს ისე, რომ გარე იურისდიქციებმა ან სხვა გარე მონაწილეებმა ვერ შეძლონ, მაგალითად, მომსახურების მიწოდების შეფერხება ან შეზღუდვა.

ჩვენი მიზანი არ არის ამ მოთამაშეების ბაზრიდან განდევნა ან მათთან კონკურენციაში უპირატესობის მოპოვება. პირველ რიგში, ისინი ამისთვის მეტისმეტად მსხვილი მოთამაშეები არიან. მეორე მხრივ, კონკურენციის შესაძლებლობა ყველას უნდა ჰქონდეს.

ჩვენი მიზანია ისეთი გადახდის სისტემის არსებობა, რომელზეც თავად გვექნება კონტროლი და რომელიც ჩვენი იურისდიქციის ფარგლებში იქნება მოქცეული”, - აცხადებს ECB-ის პრეზიდენტი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა