მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.1
-0.0006
flag
AZN 1.5283
-0.0001
flag
CNY 38.909
0.0002
flag
EUR 2.9163
0.0036
flag
GBP 3.4784
0.0124
flag
KZT 58.09
0.0038
flag
TRY 0.0524
0
flag
USD 2.5976
-0.0002
news banner

ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ენერგეტიკის სექტორში მხარდაჭერის სქემების და ინსტრუმენტების მნიშვნელოვან გადახედვაზე იმისათვის, რომ ვუპასუხოთ ბიზნესის იმ საჭიროებებს, რომლებიც დღეს დგას - ირაკლი ნადარეიშვილი

news image
mbc image

,,ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ენერგეტიკის სექტორში მხარდაჭერის სქემების და ინსტრუმენტების მნიშვნელოვან გადახედვაზე იმისათვის, რომ ვუპასუხოთ ბიზნესის იმ საჭიროებებს, რომლებიც დღეს დგას" - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციაზე (GEDC) საუბრისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა გადაცემაში "იმედიLIVE" განაცხადა.

მისივე თქმით, ახალი მიმართულებებიდან საკვანძო ადგილი ენერგეტიკის სექტორს უკავია.

„როდესაც ვსაუბრობთ ახალ სექტორებზე, გამოვყოფდი ენერგეტიკას. როდესაც ჩვენი ამოცანა არის ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება იმ ტემპით, როგორი ტემპითაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში იზრდებოდა, ენერგეტიკული დამოუკიდებლობა, ენერგეტიკის იმ სიმძლავრეების უზრუნველყოფა, რაც ეკონომიკურ ზრდას სჭირდება, არის ნომერ პირველი პრიორიტეტი", - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მთელი რიგი ინსტრუმენტები და სიახლეები, მათ შორის მიკროსესხები, რომელიც ცოტა ხნის წინ გაეშვა და ძალიან მაღალი პოპულარობით და ეფექტურობით გამოირჩევა, კიდევ უფრო გაფართოვდება. მისივე თქმით, კორპორაციისთვის მცირე ბიზნესის ხელშეწყობა კვლავ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ჩვენ დავინახეთ ძალიან მკაფიოდ საჭიროება ბიზნესის კეთების კომპეტენციის, განსაკუთრებით რეგიონებში და შევქმენით ცენტრები - ირაკლი ნადარეიშვილი

22.10.2026.09:48

„ჩვენ დავინახეთ ძალიან მკაფიოდ საჭიროება ბიზნესის კეთების კომპეტენციის, განსაკუთრებით რეგიონებში და შევქმენით ცენტრები, სადაც არა მხოლოდ ინფორმაციის მიწოდება ხდება, არამედ, რეალურად, თავი მოვუყარეთ საუკეთესო, კერძო სექტორის საკონსულტაციო კომპონენტს, რომელსაც მცირე და საშუალო ბიზნესთან ვაკავშირებთ იმისათვის, რომ მაგალითად, ბიზნესმა მოახდინოს გაციფრულება, მიიღოს კონსულტაცია და რეალური მხარდაჭერა მარკეტინგის, ბრენდინგის, გაყიდვების მიმართულებით", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა გადაცემა „იმედიLIVE"-ში განაცხადა.

ირაკლი ნადარეიშვილმა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის მიზნებსა და გეგმებზე ისაუბრა, მან ხაზი გაუსვა ბიზნესის საჭიროებებსა და მოთხოვნებს სხვადასხვა მიმართულებით და ამ კუთხით სახელმწიფოს მხარდაჭერის მნიშვნელობას.

„გაციფრულება არის ძალიან მოთხოვნადი მომსახურება, რომელსაც ჩვენ ვაწვდით. ამ შემთხვევაში კორპორაცია და ბიზნეს სივრცეები კონსულტანტების მცირე და საშუალო ბიზნესთან დაკავშირებას ახდენს, რომლებიც აწვდიან მათ იმ კომპეტენციას, რომელიც მნიშვნელოვანია", - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ექსპორტის მხარდაჭერის ინსტრუმენტებზე, რაც, მისი განმარტებით, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია არა მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესის, არამედ, ზოგადად ეკონომიკის განვითარების მიმართულებით.

ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, მეწარმეთა მხარდაჭერის მიზნით მთელი რიგი ახალი ინსტრუმენტებია შემუშავებული, დაინერგა და მიმდინარე წლის განმავლობაში ძალიან აქტიურ ფაზაში შევა. მისი განმარტებით, ეს შეეხება ფართო სპექტრს - როგორც სექტორების, ასევე ბიზნესების და არა მხოლოდ მცირე და საშუალო სექტორის მიმართულებით.

„მეწარმეობა არ არის მარტივი გადაწყვეტილება, არის ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც აქვს იდეა, შეიძლება გარკვეული რესურსიც ჰქონდეს, თუმცა გადაწყვეტილების მიღება ხშირად არ არის მარტივი. ცენტრების ამოცანაა სწორედ, რომ დაეხმაროს, მათ შორის, პირველი ნაბიჯების გადადგმაში. მაგალითად, არის ასეთი სერვისი - ჩვენ ვეხმარებით მეწარმეს ბიზნესგეგმის შედგენაში, ყველა რისკის გათვლაში, ფინანსურ მოდელირებაში, ბანკთან, პოტენციურ მომხმარებლებთან და კლიენტებთან ურთიერთობაში, რაც, რა თქმა უნდა, მათთვის აადვილებს პირველი ნაბიჯების გადადგმას", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა