მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7174.9
-0.0034
flag
AZN 1.5354
-0.0002
flag
CNY 38.917
-0.0018
flag
EUR 3.0342
-0.0022
flag
GBP 3.5336
-0.0014
flag
KZT 58.29
0.0088
flag
TRY 0.0538
0
flag
USD 2.6101
-0.0003
news banner

ჩვენ ძალიან აქტიური მიმდინარე სამშენებლო ფაზა გვაქვს ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

news image
mbc image

ჩვენ ძალიან აქტიური მიმდინარე სამშენებლო ფაზა გვაქვს ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში , - აღნიშნულის შესახებ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში განაცხადა. 

„ობიექტური კითხვებია რამდენადაც პორტის განვითარება არ არის მხოლოდ საპროტო ინფრასტრუქტურის განვითარება როგორც მოგეხსენებათ, პირველ რიგში ვიტყოდი რომ ჩვენ ძალიან აქტიური სამშენებლო მიმდინარე ფაზა გვაქვს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში. ჩვენ გვაქვს 2 მიმდინარე პარალელური პროცესი ეს გახლავთ ტალღმტეხის მშენებლობა, ისევე როგორც დაღრმავებითი სამუშაოები. თქვენ სწორად აღნიშნეთ რომ პირველი გემის კვალდაკვალ ჩვენ უკვე მივიღეთ მეორე გემი, რომელიც აქტიურად უზრუნველყოფს დაღრმავებითი სამუშაოების წარმოებას ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში, ასევე ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს ტალღმტეხის სამშენებლო პროცესი და დღეს შემიძლია რომ თამამად ვთქვა რომ ანაკლიაში მიმდინარე ძალიან აქტიური სამშენებლო სამუშაოები არის სრულ თანხვედრაში ჩვენს დაწესებულ გეგმა- გრაფიკთან. ბუნებრივია რომ პორტის ფუნდამენტური ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან ერთად უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს დროულად გამოაცხადოს სამშენებლო ტენდერი მისასვლელ გზასა და სარკინიგზო გზის მიმართულებით. ჩვენ დღეს უკვე ალბათ პირველად საჯაროდ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ჩვენ დავასრულეთ მოლაპარაკებები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან საფინანსო ორგანიზაციებს ვგულისხმობ და ამავდროულად, საქართველოს რკინიგზამ დაასრულა პროექტირება მისასვლელი რკინიგზის გზის და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად მზად ვიქნებით იმისთვის რომ მომდევნო თვეში ანუ ოქტომბრის თვის ბოლომდე გამოვაცხადოთ რკინიგზის მისასვლელი გზის სამშენებლო ტენდერი, რაც იქნება უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის უკვე განვითარების შემდეგ ფაზაზე გადასაყვანად და ეს მათ შორის არის კიდევ ერთ-ერთი ნათელი დამონსტრირება თუ რამდენად სისტემურად უდგება სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტების განვითარებას. ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული დასახული გეგმა თანმდევი დროის გრაფიკით რასაც ზედმიწევნით მივყვებით ყველა შესაბამისი უწყება რა თქმა უნდა ეკონომიკის სამინისტრო. ჩვენთვის მთავარ ამოცანას წარმოადგენს რომ 2029 წელს ანაკლის ღრმაწყლოვანმა პორტმა მიიღოს პირველი გემი და რა თქმა უნდა ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. მნიშვნელოვანია რომ ამის კვალდაკვალ სახელმწიფომ უკვე დაიწყო განახლება გენერალური გეგმის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის რამეთუ, როგორც მოგეხსენებათ რამდენიმე თვის წინ სახელმწიფომ საჯაროდ განაცხადა, რომ ის ცვლის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ოპერირების მოდელს. ეს იყო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გარდმტეხი გადაწყვეტილებაა ხელისუფლების მხრიდან და ჩვენ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს ოპერირებას გავუკეთებთ საერთაშორისოდ აპრობირებული ეგრეთ წოდებული ლენდ ლორდ მოდელით. რას ნიშნავს ეს მოდელი, ეს ნიშნავს იმას რომ პირველი ანაკლიის ღრმაწყლოვანი, პორტი იქნება სახელმწიფოს მფლობელობაში ეს იქნება ქართული პორტი, მაგრამ არსებული მოდელით ჩვენ გვექნება შესაძლებლობა რომ ოპერირებაში შემოვიყვანოთ რამდენიმე ტერმინალში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორ ქვეყნებში არსებული წარმატებული და გამოცდილი ოპერატორები. ამას ექნება ჩვენი ქვეყნისთვის და არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის ზოგადად, რეგიონალურ კონტექსტშიც შეგვიძლია ამას შევხედოთ ამ პროექტს და ასევე შუა დერეფნის კონტექსტშიც ექნება უდიდესი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის და ყველა ჩართული ჩვენი პარტნიორი მხარისთვის. ამდენად, ვხედავთ რომ შეცვლილმა მოდელმა აი ამ გადაწყვეტილებამ, რაც ჩვენ მივიღეთ რამდენიმე თვის წინ უკვე ძალიან დადებითი შედეგი გამოიღო. დღეს შემიძლია თამამად ვთქვა რომ ძალიან დიდი დაინტერესება არსებობს ანაკლისის ღრმაწყლოვანი პორტის მიმართ. ჩვენი პარტნიორი ქვეყნების საერთაშორისო კომპანიების გამოცდილი გადამზიდავი კომპანიებისა და პორტების ოპერატორების და ტერმინალის ოპერატორების მხრიდან და ჩვენი ალბათ შეიძლება დღეს ითქვას, რომ მთავარი ამოცანა რაც იყო არის ის რომ ანაკლია, როგორც სტრატეგიული ობიექტი უნდა დარჩენილიყო სახელმწიფოს მფლობელობაში, თუმცა ანაკლიაში ჩვენ უნდა მოგვეხდინა საერთაშორისო ინტერესების გაერთიანება და სწორედ ეს არის, რასაც ემსახურება ეს მოდელი. ჩვენ დარწმუნებულები ვართ რომ უახლოეს პერიოდში უკვე განახლებული გენ-გეგმის კვალდაკვალ გვექნება ხელშესახები შედეგები, რასაც პერიოდულად ბუნებრივია საზოგადოებას გავაცნობთ“, - აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image სავალუტო ბაზარზე სიჭარბეს სხვა შემოდინებებიც უწყობს ხელს - მათ შორისაა საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ექსპორტის ზრდა, ფულადი გზავნილები და ტურიზმიდან შემოსავლების აღდგენა | TBC Capital

11.09.2026.11:01

სასაქონლო პროდუქტები გამოშვებასა და ექსპორტს კვლავ ზრდის, თუმცა რეალურ ეკონომიკაზე გავლენა შედარებით ზომიერია.

სასაქონლო პროდუქტების გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე, პირველის მსგავსადმეორე კვარტალშიც მნიშვნელოვანი იყო. ნავთობპროდუქტებისა და ლითონების წარმოება - რომელსაც, ნაწილობრივ, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ესკალაციის შემდგომ გაზრდილი საერთაშორისო ფასები უწყობს ხელს - ბიზნეს სექტორის გამოშვებისა და საქონლის ექსპორტის ზრდის ძირითად ფაქტორად რჩება. თუმცა, ჯამურად ეკონომიკაზე გავლენა გაცილებით ზომიერია: შემოსავლის დიდი ნაწილი შუალედური პროდუქციის შეძენას ხმარდება, ხოლო პარალელურად გაძვირებული იმპორტი დამატებით საექსპორტო შემოსავალს დიდწილად აბალანსებს. ამავე დროს, მსოფლიო ბაზრებზე ნავთობისა და, გარკვეულწილად, სურსათის მაღალი ფასები იმპორტულ ინფლაციაში აისახება, ლარის გამყარების მიუხედავად.

უფრო დეტალურად, საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის პირველ ნახევარში ბიზნეს სექტორის გამოშვება მიმდინარე ფასებში წლიურად 11.5%-ით გაიზარდა. გასული წლისგან განსხვავებით, როდესაც წამყვან როლს ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი ასრულებდა, ამჯერად ყველაზე მსხვილი კონტრიბუცია მრეწველობაზე მოდიოდა (4.8 პროცენტული პუნქტი, ანუ ჯამური ზრდის 41%), შემდგომ კი - ვაჭრობისა და ტრანსპორტირების სექტორებზე (1.7-1.7 პროცენტული პუნქტი). საპირისპიროდ, შემცირდა გამოშვება მშენებლობის სექტორში, რაც ძირითადად საავტომობილო გზების სამუშაოების კლებას უკავშირდება.

თავად მრეწველობის ზრდის 90%-ზე მეტი ნავთობპროდუქტებისა და ძირითადი ლითონების (ძირითადად, ფეროშენადნობები) წარმოებაზე, აგრეთვე ლითონის მადნების მოპოვებაზე (ძირითადად, ოქრო და, შესაძლოა, სპილენძი) მოდიოდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ნავთობპროდუქტების წარმოება, რომელიც 2025 წლის პირველი ნახევრის 81 მილიონი ლარიდან 1.4 მილიარდ ლარამდე გაიზარდა და ნავთობპროდუქტების ექსპორტს უკავშირდება. მსგავსი სურათი იკვეთება საგარეო ვაჭრობის მონაცემებშიც: აღნიშნული პროდუქტების წილი საქონლის ექსპორტში იანვარ-ივლისში, წინა წლის 12%-დან, 29%-მდე გაიზარდა, ხოლო ჯამური ღირებულება წლიურად თითქმის გასამმაგებულია.

თუმცა, სასაქონლო პროდუქტების წარმოების ეკონომიკურ ზრდაზე გავლენა უფრო ზომიერია. პირველ კვარტალში ეკონომიკის მთლიანი გამოშვების ზრდის დაახლოებით მესამედი მრეწველობაზე მოდიოდა, რეალურ ეკონომიკურ ზრდაში კი მისი წილი მხოლოდ 3.4%-ს შეადგენდა. ამის მიზეზი წარმოების თავისებურებაა: შემოსავლის დიდი ნაწილი შუალედური, მათ შორის იმპორტირებული, ნედლეულისა და სხვა მასალების შეძენას ხმარდება. შედეგად, დიდი მოცულობის გამოშვება იმავე მასშტაბის დამატებული ღირებულების შექმნას არ ნიშნავს. ამასთან, ზრდის ნაწილი ფასების მატების ეფექტს ასახავს. მოსალოდნელია, რომ მსგავსი სურათი შენარჩუნდება მეორე კვარტალშიც, რომლის ეკონომიკური ზრდის დეტალური მონაცემები მიმდინარე თვეში გამოქვეყნდება.

მეორე მხრივ, სასაქონლო პროდუქციის ექსპორტი სავალუტო შემოდინებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. ნავთობპროდუქტებისა და ლითონების ექსპორტზე იანვარ-ივლისში მთლიანი ექსპორტის ზრდის 100%-ზე მეტი მოდიოდა, რამაც სრულად დააბალანსა ავტომობილების რეექსპორტის კლება. თუმცა, ამავდროულად გასათვალისწინებელია იმპორტის გაძვირებაც, დიდწილად ნავთობზე გაზრდილი ფასების შედეგად. ამდენად, წმინდა შემოდინებებზე ეფექტი გაცილებით უფრო ზომიერია. კერძოდ, თიბისი კაპიტალის შეფასებით, სასაქონლო ფასების მატებამ იანვარ-ივლისის სავაჭრო ბალანსი, დაახლოებით, 10-დან 100 მილიონ აშშ დოლარამდე გააუმჯობესა, თუმცა შედეგები ძალზე მგრძნობიარეა ალტერნატიულ სცენარში გამოყენებული საფასო დაშვებების მიმართ.

ამავდროულად,  სავალუტო ბაზარზე სიჭარბეს სხვა შემოდინებებიც უწყობს ხელს. მათ შორისაა საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ექსპორტის ზრდა, ფულადი გზავნილები და ტურიზმიდან შემოსავლების აღდგენა. დამატებითი მხარდამჭერი ფაქტორია უცხოელი ინვესტორების მიერ საქართველოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების კვლავ გააქტიურებული შესყიდვებიც. ამ ფონზე, აგვისტოს ბოლოს სებ-ის მთლიანმა სავალუტო რეზერვებმა 8.1 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც წლის დასაწყისთან შედარებით თითქმის 2 მილიარდით მეტია და საერთაშორისო სავალუტო ფონდის შესაბამისობის ნორმის 128.2%-ს შეადგენს. აგვისტოს მატების ნაწილი მონეტარული ოქროს გაძვირებამ განაპირობა, თუმცა წლის დასაწყისიდან რეზერვების ზრდა უმთავრესად სებ-ის სავალუტო შესყიდვებს უკავშირდება.

რასაკვირველია, აღსანიშნავია სასაქონლო ფასების მატების ეფექტი ინფლაციაზეც. თებერვლის შემდეგ იმპორტის ფასები ექსპორტის ფასებზე მცირედით სწრაფად გაიზარდა, რაც, ლარის გამყარების მიუხედავად, იმპორტული ინფლაციის აჩქარებაშიც აისახა. აგვისტოში წლიური ინფლაცია თითქმის არ შეცვლილა და 5.6%-ს გაუტოლდა. საწვავის გაძვირების ფონზე, ფასები მეტად გაიზარდა თვიურ ჭრილში, ჩვენი მოლოდინების შესაბამისად. თიბისი კაპიტალის შეფასებით, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ესკალაციის შემდეგ წლიური ინფლაციის ზრდა მთლიანად იმპორტირებულ პროდუქციაზე მოდის, რაც, შესაძლოა, ამ ეტაპზე შეზღუდულ ე.წ. მეორე რაუნდის ეფექტებზე მიუთითებდეს. იმპორტირებული ინფლაციის მთავარი წყარო, თავის მხრივ, ბენზინი და დიზელია, ხოლო შედარებით ნაკლებია სურსათის წვლილი.

9 სექტემბერს სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25%-ზე შეინარჩუნა, რაც ჩვენს მოლოდინებთან თანხვედრაშია. თუმცა, როგორც  წინა მიმოხილვაშიც აღინიშნა, პოლიტიკის გამკაცრების არგუმენტებიც საკმაოდ ძლიერია. მკითხველს შევახსენებთ, რომ ინფლაციური ზეწოლის გაძლიერება, განსაკუთრებით კი - იმპორტული ინფლაციის, სხვა თანაბარ პირობებში ლარის მოკლევადიან პროგნოზზე გამყარების მიმართულებით მოქმედებს. თუმცა, ამ ეტაპზე, მოსალოდნელია, რომ მოკლევადიან პერიოდში პრიორიტეტად სავალუტო რეზერვების დაგროვება დარჩება. ამ ფონზე, საბაზო სცენარი ლარის გაცვლით კურსს კვლავ არსებულ ნიშნულთან ახლოს მოიაზრებს. თუმცა, როგორც წინა მიმოხილვაშიც იყო მითითებული, მიმდინარე ტენდენციები უფრო ძლიერი ლარის სცენარისკენ იხრება. რაც შეეხება სასაქონლო პროდუქტებს, საგარეო ვითარების დამატებითი მნიშვნელოვანი გაუარესების გარეშე, სავალუტო შემოდინებების მხრივ შესამჩნევი დანაკლისი მოსალოდნელი არ არისრაც საპირისპირო მიმართულებით მოქმედ ფაქტორებს უკავშირდება, რომლებიც ბევრ - თუმცა არა ყველა - სცენარში ერთმანეთს დიდწილად აბალანსებს.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე:

https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007702-macro-update-georgia 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა