ჩვენ ძალიან მჭიდრო, მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა ჩინეთთან, რომელიც აისახა ლოგიკურად სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმებაში - მარიამ ქვრივიშვილი
„ჩვენ ძალიან მჭიდრო, მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა ჩინეთთან, რომელიც აისახა ლოგიკურად სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმებაში, ასევე უკვე ხელშესახებად აისახა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაში, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა.
„ვიტოვებთ ძალიან დიდ სურვილს და ოპტიმიზმს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში, ჩვენ სხვა სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეგობარ სახელმწიფოებთან ერთად ვიხილოთ ჩინური მხარე, როგორც პარტნიორი და სწორედ ეს იქნება ყველაზე სწორი პოლიტიკა, სადაც საქართველო უზრუნველყოფს, რომ პორტი იქნება ქართული, მაგრამ ჩვენ გვეყოლებიან პარტნიორები ოპერატორების სახით არაერთი სახელმწიფოდან ან არაერთი სახელმწიფოს კერძო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს ტვირთების მოტანას, უზრუნველყოფს უშუალოდ სატერმინალო ინფრასტრუქტურის მოწყობას და შემდგომში ოპერირებას" - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
სხვა სიახლეები
ლენდლორდის" მოდელით ოპერირებადი პორტები არის ბელგიაში, სინგაპურში, აშშ-ში, გერმანიაში, საფრანგეთში და ასე შემდეგ - პარტნიორებისთვის და პოტენციური პარტნიორებისთვის ეს იქნება აბსოლუტურად ნორმალური ოპერირების გარემო - მარიამ ქვრივიშვილი
06.07.2026.18:53
„ძალიან დიდია დაინტერესება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისადმი, რაც ძალიან მისასალმებელია, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, სადაც მინისტრმა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რომლის თანახმადაც, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური აშენება მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აპრობირებული ე.წ. „ლენდლორდის" მოდელით მოხდება.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ყველა ხედავს და წამყვანმა კომპანიებმა კარგად იციან, თუ რა მოდელით ოპერირებენ წარმატებული პორტები.
„ჩვენ მიერ არჩეული ახალი მოდელი, ეგრეთ წოდებული „ლენდლორდის" მოდელი, ეს არის საუკეთესო მოდელი, რომელიც საერთაშორისოდ აპრობირებულია. ასეთი მოდელით ოპერირებადი პორტები არის ბელგიაში, სინგაპურში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიაში, საფრანგეთში და ასე შემდეგ. ამდენად, პარტნიორებისთვის და პოტენციური პარტნიორებისთვის ეს იქნება აბსოლუტურად ნორმალური ოპერირების გარემო. ჩვენ ვხედავთ, რომ გაზრდილია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისადმი ინტერესი უშუალოდ შუა დერეფანში ჩართული ქვეყნებიდან, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, აზერბაიჯანიდან და, რა თქმა უნდა, ჩინეთიდან.
ჩინეთი ყოველწლიურად აგენერირებს საკმაოდ დიდი მოცულობების ტვირთს, რა თქმა უნდა, მთავარი ტვირთნაკადი მოდის ჩინეთიდან, შემდგომ უკვე ყაზახეთიდან და ამდენად, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება და აქვს იმას, რომ ჩვენ ვიხილოთ ჩინელი ოპერატორი ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში". - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.