მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7185
-0.0094
flag
AZN 1.5259
0.0002
flag
CNY 38.891
0.001
flag
EUR 2.8793
-0.0102
flag
GBP 3.4431
-0.012
flag
KZT 58.49
0.0023
flag
TRY 0.0516
0
flag
USD 2.5935
0.0002
news banner

ჩვენ განსაკუთრებული თანამშრომლობა გვაქვს ყაზახეთთან ტრანსპორტის, ტურიზმის, ასევე შუა დერეფნის თვალსაზრისით და აღნიშნულ ვიზიტს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს - მარიამ ქვრივიშვილი

news image
mbc image

"ჩვენ განსაკუთრებული თანამშრომლობა გვაქვს ყაზახეთთან ტრანსპორტის, ტურიზმის, მათ შორის, შუა დერეფნის კონტექსტში, ასევე ვაჭრობის თვალსაზრისით", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ყაზახეთში ვიზიტის შეფასებისას.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, აღნიშნულ ვიზიტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის, ისევე როგორც ყაზახეთის რესპუბლიკასთან არსებული მეგობრული ურთიერთობების გაძლიერების თვალსაზრისით.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია არაერთ მნიშვნელოვან შეხვედრას გამართავს ყაზახეთის ხელისუფლების პირველ პირებთან.

„ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი ვიზიტი იქნება, მათ შორის შედგება მრავალი ორმხრივი შეხვედრა - ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების, ისევე როგორც ყაზახეთის პრეზიდენტთან. ჩვენ ასევე გვექნება ორმხრივი შეხვედრები ჩვენს კოლეგებთან, რომლის ფარგლებშიც ვისაუბრებთ, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავება", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრი ყაზახეთთან თანამშრომლობის კუთხით განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ორი ქვეყნის როლზე შუა დერეფნის კონტექსტში.

„მინდა, განსაკუთრებულად გამოვყო ჩვენი ორი ქვეყნის როლი შუა დერეფნის კონტექსტში, რამდენადაც უკვე ძალიან მზარდია ტვირთნაკადი უშუალოდ შუა დერეფანში. ჩვენ განსაკუთრებულად მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ყაზახეთთან და, ამდენად, საერთო ინიციატივებით ვხედავთ, რომ, ფაქტობრივად, ყოველთვე ეს ინიციატივები უკვე რეალურ შედეგებში ისახება. ვფიქრობთ, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებთ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში შემდგომ თანამშრომლობაზე", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდება მემორანდუმები ტურიზმისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებში.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები დაკავშირებადობის კუთხით, ამისათვის ძალიან მსხვილი ინვესტიციები იდება ინფრასტრუქტურაში - პრემიერი

12.11.2026.22:42

ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები დაკავშირებადობის კუთხით, ამისათვის ძალიან მსხვილი ინვესტიციები იდება ინფრასტრუქტურაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მომდევნო წლების განმავლობაში ჯამში 7 მილიარდის ინვესტიციების ჩადებაა დაგეგმილი ინფრასტრუქტურაში, რაც საქართველოს როლს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს გახდის.

„ამ კუთხით საქართველოს როლი ძალიან მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო დღევანდელ ვითარებაში რჩება ერთადერთ სახმელეთო კარიბჭედ, რომელიც აკავშირებს ევროპას აღმოსავლეთის სივრცესთან. გამომდინარე იქიდან, რომ ევროპა და რუსეთი ერთმანეთისგან არის იზოლირებული, არის მიმდინარე კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში, სამხრეთ კავკასია და, რა თქმა უნდა, საქართველოს გავლით წარმოებს ეს პროცესი, რჩება ევროპისთვის უმნიშვნელოვანეს სივრცედ, რომლის გავლითაც მას შეუძლია განავითაროს საკუთარი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები აღმოსავლეთის სივრცესთან. საქართველო 7 ქვეყანას აკავშირებს შავ ზღვასთან და შესაბამისად, დასავლეთის სივრცესთან. ეს არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი. ასევე, ჩვენი გავლით მიეწოდება ევროპას, როგორც ბუნებრივი აირი, ასევე ნავთობი და ამ კუთხითაც საქართველოს როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები დაკავშირებადობის კუთხით, ამისათვის ძალიან მსხვილი ინვესტიციები იდება ინფრასტრუქტურაში. მომდევნო წლების განმავლობაში ჯამში 7 მილიარდის ინვესტიციების ჩადება გვაქვს დაგეგმილი ინფრასტრუქტურაში, რაც საქართველოს როლს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს გახდის. ანაკლიის პორტი, საგზაო ინფრასტრუქტურა, სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, აეროპორტები - ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საქართველომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ევროპისთვის დაკავშირებადობის კუთხით. რა თქმა უნდა, ამაზე ვსაუბრობთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და მგონი ყველასთვის ცხადი უნდა იყოს ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის და მომავალში რამდენად კიდევ უფრო მნიშვნელოვანი შეიძლება გახდეს საქართველოს როლი ევროპისთვის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა