მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რომ ქვეყანა ენერგოდამოუკიდებელი და ნეტო-ექსპორტიორი გახდეს - ლევან დავითაშვილი

news image
mbc image

„ენერგეტიკის სფეროს კურატორი მე ვიქნები. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ამაზე მაღალი ლეგიტიმაცია ენერგეტიკის სფეროს ვერ ექნებოდა. როდესაც პირადად, ამ შემთხვევაში, ქვეყნის პირველი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ხელმძღვანელობს დარგს, ესეც არის დემონსტრირება იმისა, რომ ენერგეტიკის სფერო ჩვენთვის ძალიან პრიორიტეტულია," - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. 

როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა განაცხადა, საქართველოს მთავრობის გაცხადებული პოლიტიკაა ენერგეტიკის სფეროს პრიორიტეტულობა და ენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალური განვითარება. „ამ შემთხვევაში, ჩვენი სამინისტრო იქნება ამაზე პასუხისმგებელი. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმ მიზნის მისაღწევად, რომ ქვეყანა ენერგოდამოუკიდებელი და ნეტო-ექსპორტიორი გახდეს და ის მნიშვნელოვანი ძვრები, რომლებიც ბოლო წლებში დაიძრა, არა თუ შენელდეს, არამედ კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით გაგრძელდეს და იმ მიზნებს მივაღწიოთ, რაც დასახული გვაქვს," - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. მისი თქმით, რაც შეეხება ცალკე უწყების არსებობის საჭიროებას, იმ შემთხვევაში, თუ სწორად ხდება დარგის მართვა, ამაზე მეტი შედეგის მიღწევა ენერგეტიკისთვის შეუძლებელია, როდესაც ის არის ძალიან ძლიერი სამინისტროს ნაწილი. „ეს ამარტივებს კოორდინაციას სხვადასხვა უწყებასთან. ამა თუ იმ სექტორის განვითარებას სჭირდება ბევრი მომიჯნავე სფეროსთან კოორდინაცია, იქნება ეს სახელმწიფო ქონების განკარგვის საკითხები და ა.შ., ეს ყველაფერი საჭიროებს ძლიერ პორტფელში ყოფნას," - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. 

„ჩვენი გადაწყვეტილება ცალსახაა, რომ ენერგეტიკას კიდევ უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევთ. ისეთი კონსოლიდირებული სამინისტროები, როგორიცაა ეკონომიკის სამინისტრო, როგორც წესი, იძლევა საშუალებას, რომ ამა თუ იმ სფეროსთვის იყოს მეტი რესურსი, მეტი კოორდინაცია და ეს ყველაფერი არის მოქნილობის საფუძველი, რომ სფერო უფრო წარმატებით განვითარდეს,"  - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა