მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7166.7
-0.0011
flag
AZN 1.5327
0
flag
CNY 38.861
0.0047
flag
EUR 2.9552
-0.008
flag
GBP 3.4478
-0.0063
flag
KZT 59.32
0.0014
flag
TRY 0.0532
0
flag
USD 2.6051
-0.0004
news banner

ჩვენ გვაქვს 10-წლიანი ძალიან მკაფიო ხედვა და გეგმა, თუ როგორ უნდა განვითარდეს სატრანსპორტო სისტემა და აქ ერთ-ერთი მთავარი ადგილი უკავია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს | თამარ იოსელიანი

news image
mbc image

„ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ის შესაძლებლობები, რომელსაც ზოგადად დაკავშირებადობა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი და შესაბამისი მიმართულებები ქმნის. ეს ნიშნავს უფრო მეტ ბიზნესს, მეტ ტურისტს, განვითარებულ ეკონომიკას, უფრო მეტ აქტივობას რეგიონში და, შესაბამისად, უფრო მჭიდრო კავშირებს როგორც ევროპასთან, ასევე მთელ მსოფლიოსთან", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.

როგორც მინისტრის მოადგილემ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის დაბადების დღისა და Wizz Air-ის ბაზის დაარსებიდან 10 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოსვლისას აღნიშნა, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება აქტიურად მუშაობს ქუთაისიდან ახალი მიმართულებების დამატების კუთხით.

თამარ იოსელიანმა აქცენტი გააკეთა მთლიანად ქვეყანაში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობაზე.

„საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი არის, რომ განავითაროს ძირითადი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. ჩვენ გვაქვს 10-წლიანი ძალიან მკაფიო ხედვა და გეგმა, თუ როგორ უნდა განვითარდეს სატრანსპორტო სისტემა და აქ, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი ადგილი უკავია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს. ძალიან მალე დასრულდება სამუშაოები და ჩვენ წლის ბოლომდე ერთად აღვნიშნავთ ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის გახსნას", - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, უმნიშვნელოვანესია, რომ ახალი ინფრასტრუქტურა დიდი ზომის ბორტების მიღების საშუალებას იძლევა, რისი შესაძლებლობაც დღეს ქვეყანაში არ არის. თამარ იოსელიანმა ასევე ისაუბრა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის გაფართოების პროექტზე.

„ჩვენი მიზანია, რომ დღეს თუ ვემსახურებით 2,5 მილიონ მგზავრს, მომავალში მოვემსახუროთ დაახლოებით 5 მილიონს. წლევანდელი წელი გამორჩეული იყო, რადგან დავაყენეთ არაერთი ციფრული სისტემა, რომლებმაც ბევრად უფრო კომფორტული გარემო შექმნა მგზავრებისთვის. ჩვენს პარტნიორებთან ერთად ბიზნეს ლაუნჯიც გავხსენით, რათა ჩვენს მომხმარებელს სხვადასხვა სერვისები შევთავაზოთ", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ჩვენ დერეფანს განვიხილავთ როგორც ერთიან სისტემას, რომელიც უნდა გავხადოთ კონკურენტუნარიანი, საიმედო, სწრაფი და შესაბამისად ამ მიმართულებით ეფექტიანი - თამარ იოსელიანი მსოფლიო ბანკის კვლევაზე

29.09.2026.18:40

„მსოფლიო ბანკის ახალი კვლევა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს შუა დერეფნის მზარდ როლს და მის ეკონომიკურ პოტენციალს", -ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანმა მსოფლიო ბანკის ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მინისტრის მოადგილე აცხადებს, რიგი ღონისძიებებით და ინფრასტრუქტურული პროექტებით 2040 წლამდე მოსალოდნელია ტვირთბრუნვის გაზრდა დაახლოებით 4-ჯერ და ასევე ტვირთის გადაზიდვის დროის შემცირება დაახლოებით 2/3-ით.

„მნიშვნელოვანია ის ეკონომიკური ეფექტი, რაც მოსალოდნელია აღნიშნული ღონისძიებების გატარების საფუძველზე. კვლევის თანახმად, მშპ რეგიონში დაახლოებით 3.3%-ით გაიზრდება, ასევე შეიქმნება დაახლოებით 2 მილიონი სამუშაო ადგილი. ამ ყველაფერს საქართველო პასუხობს მწყობრი და თანმიმდევრული ხედვით, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყნის სატრანსპორტო სისტემა", - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურის განვითარება ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია.

„2032 წლამდე ჩვენ ვგეგმავთ დაახლოებით 7 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ძირითად სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში, რაც მოიცავს როგორც ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს, რკინიგზის ისტორიულ მოდერნიზებას და ასევე საერთაშორისო აეროპორტების განვითარებას. ძალიან მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ ჩვენ ამ ყველაფერს ვუყურებთ დიდ სურათში, რაც გულისხმობს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას, რადგან დერეფანს განვიხილავთ როგორც ერთიან სისტემას, რომელიც უნდა გავხადოთ კონკურენტუნარიანი, საიმედო, სწრაფი და შესაბამისად ამ მიმართულებით ეფექტიანი", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

მსოფლიო ბანკის ახალი ანგარიშის მიხედვით, 2040 წლისთვის შუა დერეფნის გამტარუნარიანობა შესაძლოა გაოთხმაგდეს, ხოლო მგზავრობის სავარაუდო ხანგრძლივობა ორი მესამედით შემცირდეს. ანგარიშის მიხედვით, ასეთი სარგებლის მიღება დერეფნის ცხრა ქვეყანაში - სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში, ყაზახეთში, ყირგიზეთის რესპუბლიკაში, ტაჯიკეთში, თურქეთში, თურქმენეთსა და უზბეკეთში იქნება შესაძლებელი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა