მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.7
0.0097
flag
AZN 1.5258
-0.0001
flag
CNY 38.869
-0.0022
flag
EUR 2.8649
-0.0144
flag
GBP 3.4287
-0.0144
flag
KZT 58.3
-0.0019
flag
TRY 0.0515
-0.0001
flag
USD 2.5934
-0.0001
news banner

ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა, რომ 2029 წელს საქართველოს რკინიგზამ და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის საპორტო ინფრასტრუქტურამ უზრუნველყოს არსებული ტვირთების გამტარუნარიანობის გაორმაგება და მიაღწიოს 30 მილიონ ტონას - მარიამ ქვრივიშვილი

news image
mbc image

„რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სექტორში - ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში. მოხარულები ვართ, რომ გატარებულმა რეფორმებმა, მოდერნიზაციამ, ისევე როგორც დიგიტალიზაციამ ამ სექტორში უკვე მოგვცა ხელშესახები შედეგი და ჩვენ უკვე გვაქვს რეკორდული შედეგები უშუალოდ თითოეულ ნავსადგურში და ტერმინალში გადამუშავებული ტვირთნაკადის თვალსაზრისით, რამაც მიმდინარე წელს უკვე 24%-ით გადააჭარბა გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს" - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა კონფერენციაზე „ბიზნესგარემო საქართველოში, დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, დადებითი დინამიკა ასევე თვალსაჩინოა საქართველოს რკინიგზაში - უკვე 12%-ით გაიზარდა საქართველოს რკინიგზის მიერ გადატანილი ტვირთების მოცულობა, რაც 12 წლის ისტორიული მაქსიმუმია.

„საქართველოს ტრანსპორტის სექტორში სახელმწიფომ მიიღო სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომ მოახდინოს საკმაოდ დიდი მოცულობის თანხების ინვესტიციების განხორციელება. 7 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება სტრატეგიული სატრანსპორტო სექტორის განვითარებაში, თუმცა, ამ ეტაპისთვის მინდა, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილო საქართველოს რკინიგზის შემდგომ და მიმდინარე მოდერნიზაციაზე", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში უპრეცედენტო გადაწყვეტილება, როდესაც სახელმწიფო მომდევნო სამი წლის განმავლობაში დაახლოებით 2 მილიარდი ლარის ინვესტიციას განახორციელებს, რათა სრულად განახლდეს და გაფართოვდეს საქართველოს რკინიგზის მოძრავი შემადგენლობა.

„რას ემსახურება 2 მილიარდი ლარი - გარდა იმ მნიშვნელოვანი სტრატეგიული აქტივობისა თუ პროექტებისა, რაც განხორციელდება, მთავარი ამოცანა არის, რომ საქართველოს რკინიგზამ დამატებით შეიძინოს 50 ახალი ლოკომოტივი, 10 სამგზავრო მატარებელი და 2000-მდე სატვირთო ვაგონი. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი უკვე დაწყებულია - 400-ზე მეტი ვაგონი უკვე შევიძინეთ საქართველოს რკინიგზაში და გვაქვს მიმდინარე აქტიური ტენდერი 10 სამგზავრო მატარებლის და 50 ლოკომოტივის შეძენისთვის. ეს, რა თქმა უნდა, თვისობრივად გაზრდის და გააძლიერებს საქართველოს რკინიგზას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა, რომ 2029 წელს საქართველოს რკინიგზამ და, ზოგადად, ჩვენი ქვეყნის საპორტო ინფრასტრუქტურამ უზრუნველყოს არსებული ტვირთების გამტარუნარიანობის გაორმაგება და მიაღწიოს 30 მილიონ ტონას", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ლარის კურსი არის სტაბილური, მყარი და ყველა მიმართულებით ეროვნული ბანკი მუშაობს წარმატებით, ვავსებთ ძალიან დიდი მოცულობით სავალუტო რეზერვებს, 8 მილიარდს გადააჭარბა სავალუტო რეზერვების მოცულობამ, ეს ყველაფერი არის ეროვნული ბანკისა და მისი პრეზიდენტის დამსახურება - ირაკლი კობახიძე

16.11.2026.12:32

ლარის კურსი არის სტაბილური, მყარი და ყველა მიმართულებით ეროვნული ბანკი მუშაობს წარმატებით, ვავსებთ ძალიან დიდი მოცულობით სავალუტო რეზერვებს, 8 მილიარდს გადააჭარბა სავალუტო რეზერვების მოცულობამ, ეს ყველაფერი არის ეროვნული ბანკის და მისი პრეზიდენტის დამსახურება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე - „ბიზნესგარემო საქართველოში, დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და აღნიშნა, რომ მიუხედავად სერიოზული გლობალური გამოწვევებისა, სტაბილურობის უზრუნველყოფა მაინც მოხერხდა.

„ვისარგებლებ შემთხვევით და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გადავუხდი მადლობას ძალიან წარმატებული, ეფექტიანი პოლიტიკისთვის, ინფლაციური პროცესების სწორად წარმართვისთვის. მიუხედავად იმისა, რომ იყო სერიოზული გლობალური გამოწვევები, ჩვენ მოვახერხეთ ამ კუთხით სტაბილურობის უზრუნველყოფა. ლარის კურსი არის სტაბილური, მყარი და ყველა მიმართულებით ეროვნული ბანკი მუშაობს წარმატებით, ვავსებთ ძალიან დიდი მოცულობით სავალუტო რეზერვებს, 8 მილიარდს გადააჭარბა სავალუტო რეზერვების მოცულობამ. ეს ყველაფერი არის ეროვნული ბანკის და მისი პრეზიდენტის დამსახურება და მადლობა მას ამისათვის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა