ჩვენ გვაქვს დიდი პერსპექტივა, გავხდეთ პროფიციტული, თვითკმარი, განვითარებადი და საბოლოოდ განვითარებული ქვეყანა და ამისთვის ყველა ნაბიჯს ვდგამთ - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
ჩვენ გვაქვს დიდი პერსპექტივა, გავხდეთ პროფიციტული, თვითკმარი, განვითარებადი და საბოლოოდ განვითარებული ქვეყანა და ამისთვის ყველა ნაბიჯს ვდგამთ, - ამის შესახებ, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„ადგილობრივი ექსპორტის განვითარება ნიშნავს იმ პროდუქციის წარმოების ზრდას, რომელიც კონკურენტუნარიანია და მზადაა სხვა ბაზრებზე გასასვლელად და როცა ადგილობრივი ექსპორტი მნიშვნელოვნად იზრდება არა თუ ორნიშნა მაჩვენებლით, არამედ ძალიან მაღალი მაჩვენებლებით ეს ბუნებრივია პირდაპირ ნიშან სვეტია იმისა როგორც გითხარით რომ ჩვენ გვაქვს დიდი პერსპექტივა რომ გავხდეთ პროფიციტული ეკონომიკა, თვითკმარი, განვითარებადი და არმატო განვითარებადი, არამედ განვითარებული ქვეყანა და ჩვენ ამისათვის ყველა ნაბიჯს ვდგამთ “, - აცხადებს მიხეილ დუნდუა.
სხვა სიახლეები
2026 წლის აგვისტოში ჰიდროგენერაცია 4.9%-ით გაიზარდა და 1.0 ტვტ.სთ შეადგინა | Galt & Taggart
02.10.2026.11:00
Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,ელექტროენერგიის ბაზარი საქართველოში - აგვისტო 2026” - ს აქვყენებს. პუბლიკაციაში მიმოხილულია სექტორში არსებული ძირითადი ტენდენციები და სამომავლო პერპექტივები.
,,საექსპორტო სეზონი დასრულდა და აგვისტოდან დაიწყო იმპორტ-დამოკიდებული პერიოდი - 2026 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა, ძირითადად შედარებით გრილი ზაფხულის ფონზე. აღრიცხულ კლებაზე მიკრო სიმძლავრის სადგურების გამომუშავებამაც იმოქმედა, რომელიც სტატისტიკაში მოხმარებას აკლდება. ჩვენი შეფასებით, ამ გამომუშავების გათვალისწინებით, 2026 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 1.7%-ით შემცირდებოდა, ოფიციალურად აღრიცხული 3.6%-ის ნაცვლად. 2026 წლის აგვისტოში თბოსადგურების წილმა ჯამურ მიწოდებაში 23.8% შეადგინა, ხოლო მათი გამომუშავება წლიურად 0.2%-ით შემცირდა. თბოსადგურების ჩართვა საჭირო გახდა მოხმარებასა და განახლებად გენერაციას შორის სხვაობის შესავსებად, „იმერეთის“ ხაზის გადატვირთვის რისკის შესამცირებლად და სისტემისთვის აუცილებელი რეზერვების უზრუნველსაყოფად. 2026 წლის 8 თვის შეჯამება: საექსპორტო სეზონმა გამოკვეთა საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების საჭიროება. 2026 წლის საექსპორტო სეზონი მაისი-ივლისით შემოიფარგლა. თურქეთში ელექტროენერგიის დაბალმა ფასებმა და სუსტმა მოთხოვნამ გამოიწვია საქართველოდან ექსპორტის რაოდენობის და შესაბამისად საექსპორტო შემოსავლების შემცირება (-53.8% წ/წ, 10.7 მლნ აშშ დოლარი). ამასთან, საქართველოში საჭირო გახდა ჭარბი ჰიდროგენერაციის ტექნიკური შეზღუდვა (ჩვენი შეფასებით, დაახლოებით 0.5 ტვტ.სთ, რაც 8 თვის ჯამური განახლებადი გენერაციის 6.1%-ია). ზაფხულის შედეგები საინვესტიციო კლიმატის სისტემის საჭიროებებზე მორგების აუცილებლობას აჩვენებს. ჩვენი აზრით, ახალი პროექტების მხარდაჭერისას, მეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს გამომუშავების სეზონურობასა და სისტემის საიმედოობაში მათ წვლილს, რაც CFD-ის პირობებსა და ტარიფებშიც უნდა აისახოს”, - აღნიშნულია ანგარიშში.