მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7172.4
-0.0072
flag
AZN 1.5344
-0.0001
flag
CNY 38.879
0.0013
flag
EUR 3.0084
-0.0013
flag
GBP 3.5126
-0.0029
flag
KZT 58.63
0.0036
flag
TRY 0.0536
0
flag
USD 2.6081
-0.0004
news banner

ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა, რომლის თანახმად, 2,5-ჯერ უნდა გაიზარდოს გენერაცია საქართველოში 2036 წლამდე, მისი განხორციელება არის სავსებით რეალური და ამისათვის მთლიანად ჩვენი გუნდი ძალისხმევას არ დააკლებს | ირაკლი კობახიძე

news image
mbc image

ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა, ამბიციური გეგმის თანახმად, 2,5-ჯერ უნდა გაიზარდოს გენერაცია საქართველოში 2036 წლამდე. ეს არის ამბიციური გეგმა, თუმცა მისი განხორციელება არის სავსებით რეალური და ამისათვის მთლიანად ჩვენი გუნდი ძალისხმევას არ დააკლებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღეს საქართველოს ჰყავს მაღალკვალიფიციური, თანამედროვე გამოწვევებზე ორიენტებული ენერგეტიკოსები, რომლებიც აგრძელებენ იმ დიდი საინჟინრო და პროფესიული ტრადიციის განვითარებას, რომელიც საქართველოში ათწლეულების მანძილზე ყალიბდებოდა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ეკონომიკის სამინისტროს ახალ ხელმძღვანელობას, ქალბატონ მინისტრს, მარიამ ქვრივიშვილს, მის გუნდს, ქალბატონ ინგა ფხალაძეს, რომელიც არის ენერგეტიკის კურატორი. ეკონომიკის სამინისტროში თითოეული სახელმწიფო საწარმოს ხელმძღვანელს, რომელიც ფუნქციონირებს ენერგეტიკის სფეროში. თითოეული თქვენგანის ძალისხმევის შედეგია ეს ცვლილებები, რომლებიც ჩვენ უკვე მივიღეთ ამ პერიოდის განმავლობაში და რომელიც საფუძველს ჩაუყრის ენერგეტიკის განვითარების ახალ ეტაპს ჩვენს ქვეყანაში.

ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ადამიანურ კაპიტალს. პროფესიონალების ცოდნა არის ჩვენი წარსული წარმატების და ჩვენი სამომავლო წარმატების უმთავრესი გარანტი. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ დღეს საქართველოს ჰყავს მაღალკვალიფიციური, თანამედროვე გამოწვევებზე ორიენტებული ენერგეტიკოსები, რომლებიც აგრძელებენ იმ დიდი საინჟინრო და პროფესიული ტრადიციის განვითარებას, რომელიც საქართველოში ათწლეულების მანძილზე ყალიბდებოდა. ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმ იმისათვის, რომ მაქსიმალურად გონივრულად და რაციონალურად იყოს გამოყენებული ჩვენი რესურსები, ჩვენი პოტენციალი. გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ მოვიძიოთ ახალი ინვესტიციები ენერგეტიკის სფეროში, გავაძლიეროთ ინფრასტრუქტურა და ხელი შევუწყოთ თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას ამ სფეროში. ასევე გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ მაქსიმალურად დავაფასოთ ჩვენი ღირსეული პროფესიონალები, თითოეული ის ადამიანი, რომელიც ემსახურება ენერგეტიკის სისტემას და ენერგეტიკის სისტემის განვითარებას საქართველოში. მადლობას გადაგიხდით თითოეულ ენერგეტიკოსს თქვენი პროფესიული საქმიანობისთვის, თქვენი ღირსეული საქმიანობისთვის, თქვენი პროფესიონალიზმისთვის, თქვენი თავდადებისთვის. თითოეული თქვენგანის ძალისხმევაზე დგას ენერგეტიკის სფეროში ჩვენი ქვეყნის მიღწევები. გილოცავთ პროფესიულ დღეს და გისურვებთ წარმატებას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველო კიდევ უფრო ამყარებს საკუთარ პოზიციას, როგორც კასპიის ენერგორესურსების ევროპისკენ ტრანსპორტირების საიმედო მარშრუტი - მარიამ ქვრივიშვილი

17.09.2026.12:20

„ჩვენი ამოცანაა, საქართველო გახდეს ენერგიის მწარმოებელი, გამტარი და დამაკავშირებელი სახელმწიფო. ქვეყანა, რომელიც კასპიის რეგიონს, შავ ზღვასა და ევროპას ერთ ენერგეტიკულ სივრცეში აკავშირებს", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოსთვის ერთ-ერთ ყველაზე სტრატეგიულ პროექტზე - შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემ ხაზზე.

„წელს პროექტს ევროკავშირის ორმხრივი ინტერესის პროექტის სტატუსი მიენიჭა. წლის ბოლომდე გამოცხადდება ტენდერი შავი ზღვის ფსკერის კვლევაზე. მაგრამ ჩვენი ხედვა მხოლოდ ერთ კაბელს არ ეხება. ჩვენ ვმუშაობთ უფრო დიდ სურათზე, ვმუშაობთ „მწვანე დერეფნის პროექტზე" - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ამ პროცესში ქვეყანა აძლიერებს თანამშრომლობას აზერბაიჯანთან, თურქეთთან, ბულგარეთთან და რუმინეთთან. მისი თქმით, სწორედ ეს არის საქართველოს ახალი ენერგეტიკული როლი.

„ამავე სტრატეგიის ნაწილია ნავთობისა და გაზის სექტორიც. აზერბაიჯანის მთავრობასთან მრავალთვიანი მოლაპარაკებების შედეგად, მიმდინარე წელს, მივაღწიეთ შეთანხმებას „ბაქო-სუფსის" ნავთობსადენის სრული დატვირთვით ამოქმედებაზე. ეს არის ეკონომიკური სარგებელიც და სტრატეგიული ფუნქციაც. საქართველო კიდევ უფრო ამყარებს საკუთარ პოზიციას, როგორც კასპიის ენერგორესურსების ევროპისკენ ტრანსპორტირების საიმედო მარშრუტი" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა