მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7172
-0.0088
flag
AZN 1.5298
-0.0007
flag
CNY 38.855
0.0037
flag
EUR 2.9154
0.0054
flag
GBP 3.4415
0.0073
flag
KZT 57.3
-0.0048
flag
TRY 0.0527
-0.0002
flag
USD 2.6005
-0.0014
news banner

ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ინტერესი, რომ საქართველო გახდეს ჩინეთი- ყირგიზეთი-უზბეკეთის ახალი სატრანსპორტო მარშრუტის განუყოფელი ნაწილი და კვლავ განაგრძოს შეასრულოს მთავარი როლი, დააკავშიროს ქვეყნები ევროპისა და სხვა ბაზრებს | მარიამ ქვრივიშვილი

news image
mbc image

„მინდა გამოვყო ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ინიციატივა, რომელზეც საქართველომ გააკეთა აქცენტი - ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ინტერესი, რომ საქართველო გახდეს ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის ახალი სატრანსპორტო მარშრუტის განუყოფელი ნაწილი და საქართველომ კვლავ განაგრძოს, შეასრულოს მთავარი როლი, დააკავშიროს ქვეყნები ევროპისა და სხვა ბაზრებს", - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, საქართველო-უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის ფარგლებში მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს სატრანსპორტო და ლოგისტიკურ საკითხებზე და დაკავშირებადობაზე.

„ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ გვექნება ძალიან ხელშესახები შედეგები, განსაკუთრებით იმ კონტექსტში, რომ ძალიან დიდ ინვესტიციებს ვახორციელებთ უშუალოდ სატრანსპორტო და ლოგისტიკური ქსელის განვითარების კუთხით. რკინიგზაში ხდება უპრეცედენტო მოცულობის ინვესტიციები, მისი მოდერნიზაცია იმისთვის, რომ საქართველომ მისი არსებული ტვირთნაკადის გამტარობა 15 მილიონი ტონიდან 2029 წლამდე 29 მილიონამდე ტონამდე გაზარდოს" - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image რეგიონული სტარტაპებისთვის საქართველო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზიდულობის წერტილი გახდა - ირაკლი ნადარეიშვილი

12.10.2026.16:11

„ქართული ეროვნული სტარტაპ ეკოსისტემა გამოირჩევა თავისი მდგრადობით და მიმზიდველობით, მათ შორის რეგიონის ჭრილში", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა.

მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცოდნაზე და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია და მის ფარგლებში ბოლო დაახლოებით 10 წლის განმავლობაში მთავრობა ძალიან აქტიურად ახორციელებს როგორც პოლიტიკის, ასევე პრაქტიკულ ნაწილში სტარტაპების მხარდაჭერას, ტექნოლოგიური სექტორის განვითარებას, გლობალური ტექ კომპანიების მოზიდვას და სხვა.

„ყველა ის ღონისძიება, ყველა ის ინიციატივა, რომელიც დაკავშირებული იყო სტარტაპის სტატუსის შემოღებასთან, მასთან დაკავშირებული მთელი რიგი საგადასახადო შეღავათები, საგრანტო პროგრამები, რომელთაც სახელმწიფო წლების განმავლობაში ახორციელებს, ასევე ჩვენს ქვეყანაში შემოსული უმსხვილესი აქსელერატორები და ვენჩურული კაპიტალი განაპირობებს იმას, რომ რეგიონული სტარტაპებისთვის საქართველო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზიდულობის წერტილი გახდა", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ამასთან, ირაკლი ნადარეიშვილის შეფასებით, შედეგად, დღეს სახეზეა ტალანტის და სტარტაპების ძალიან პოზიტიური მიგრაცია რეგიონიდან საქართველოში.

„საქართველოდან რეალურად მათ ძალიან ეფექტურად ეხსნებათ წვდომა დასავლურ კაპიტალზე, საერთაშორისო ქსელებზე, მომხმარებლებზე და ასე შემდეგ", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა