ჩვენ ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს ბიზნესთან - ვცდილობთ, ბიუროკრატია მაქსიმალურად მოქნილი გახდეს, რათა ბიზნესის კეთება მათთვის კომფორტული იყოს | რევაზ სოხაძე
ჩვენ ყოვლედღიური ურთიერთობა გავქვს ბინზესთან - ვცდილობთ ბიუროკრატია მაქსიმალურად მოქნილი გახდეს რადგან მათთვის კომფორტული იყოს ბიზნესის კეთება, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ განაცხადა.
„იგრძნობოდა, რომ ჩვენს გულწრფელ დამოკიდებულებაზე და საუბრებზე ბიზნესის ნაწილს ჰქონდა ცოტა სკეპტიკური დამოკიდებულება, ცოტა ეჭვის თვალით უყურებდნენ, თუნდაც იგივე ხარისხზე როდესაც დავიწყეთ საუბარი, ვგრძნობდი, რომ იგრძნობა ის, რომ ახალი მინისტრია, ახალი რაღაც პოზიციაა, გავა დრო და მილევად რეჟიმში გადავა.
ჩვენ მართლაც ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს. ჩვენ ჩვენი მხრივ ვცდილობთ, რომ ბიუროკრატია მაქსიმალურად მოქნილი გახდეს, რომ მათთვის კომფორტული იყოს ბიზნესის კეთება. ბუნებრივია, იარსებებს და არსებობს საკითხები, რაშიც ჩვენ ვერ შევთანხმდებით, იმიტომ, რომ ბიზნესი ორიენტირებულია, რომ რაც შეიძლება მეტი მოგება ნახოს, ჩვენ ორიენტირებული ვართ, რომ რაც შეიძლება მაგარი ინფრასტრუქტურა ავაშენოთ, მაგრამ რაც შეიძლება ხარჯთეფექტურები ვიყოთ. ამიტომ ბუნებრივია, რომ იარსებებს საკითხები, რომლებზეც ჩვენი თანხმობა ვერ მოხდება, მაგრამ ეს აბსოლუტურად ჯანსაღი პროცესი არის. ესეც უნდა იყოს, მაგრამ არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, სადაც ჩვენ ვთანხმდებით და მთავრობა ყველა იმ ნაბიჯს დგამს, რომ ნებისმიერ ბიზნესმენს თანაბარ პირობებში, სამართლიანი თამაშის წესებით შეეძლოს ამ სექტორში საქმის კეთება და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სწრაფი ზრდა.
პირველი მაგალითი გვაქვს. მე მინდა ღიად ვთქვა, რადგანაც უკვე მოეწერა კონტრაქტს ხელი: ჩვენ საგზაო ინფრასტრუქტურაში ტენდერების პირობები შევცვალეთ, იქ მივეცით სამოქალაქო მშენებლობაში გამოცდილების მქონე კომპანიებსაც მონაწილეობის მიღება და პირველი შემთხვევა არის, როდესაც გომბორის გზის რეაბილიტაცია მოიგო კომპანია „ანაგმა“, რომელსაც აქამდე საგზაო ინფრასტრუქტურაში არ უმოღვაწია. სამშენებლო კომპანიაა. მე მინდა იმედი გამოვთქვა, რომ წარმატებული პროექტი იქნება ეს მისთვის და წარმატებულად განახორციელებს.
ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, განხორციელების პროცესში არანაირ კომპრომისს ადგილი არ ექნება და, მაქსიმალურად, ისევე როგორც ყველა სხვა კონტრაქტში, ჩვენი მოთხოვნა იქნება ხარისხი და დრო, მაგრამ მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ეს ერთი მაგალითი სხვებისთვისაც იქნება გადამდები. ჩვენ გვჭირდება ახალი მოთამაშეები, ახალი კომპანიები და, საბოლოო ჯამში, ჯანსაღი სექტორი.
ასევე, სამოქალაქო მშენებლობის კუთხითაც გამოჩნდნენ ახალი კომპანიები, რომლებიც სახელმწიფო ტენდერებში საერთოდ არ ღებულობდნენ მონაწილეობას, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მათ დაინახეს, რომ აქ შესაძლებელია. ნდობა სახელმწიფო ტენდერების მიმართ გაიზარდა და ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა, რა თქმა უნდა, ბუნებრივია, არსებობს კიდევ პრობლემები და ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს პრობლემები რაც შეიძლება მალე მოვაგვაროთ", - აცხადებს რევაზ სოხაძე.
სხვა სიახლეები
სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 6%-ით გაიზარდა | საქსტატი
30.10.2026.11:04
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2026 წლის სექტემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი 7.4 პროცენტით განისაზღვრა.
2026 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სამთომოპოვებითი მრეწველობა, ვაჭრობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობების სექტორებში.