ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ საბანკო სექტორში ხელი შევუწყოთ კონკურენციას | ნათია თურნავა
ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ საბანკო სექტორში ხელი შევუწყოთ კონკურენციას",-ამის შესახებ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ განაცხადა პარლამენტში გამოსვლისას.
ცნობისთვის, დღეს ქვეყნის კანონმდებლების წინაშე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა წარდგა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან კანონმდებლებს არაერთ საკითხზე ჰქონდათ კითხვები, თუმცა განსაკუთრებით აქცენტი გაკეთდა საქართველოს ეროვნულ ბანკსა და საერთაშორისო კომპანია „ტეზერას“ შორის სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხებზე, რეზერვების დაგროვების პოლიტიკაზე, ინფლაციის ტენდენციაზე, არსებული კონფლიქტის პოტენციურ გავლენაზე.
სხვა სიახლეები
ჩვენ ენერგეტიკის სექტორშიც განსაკუთრებულ როლს ვთამაშობთ, როდესაც საქართველო სტრატეგიული ინფრასტრუქტურით - იქნება ეს მილსადენები, გაზისა თუ ნავთობის, ისევე როგორც ელექტროგადამცემი ქსელები, ევროპას აზიასთან აკავშირებს | მარიამ ქვრივიშვილი
21.11.2026.12:34
„ჩვენ სულ რამდენიმე დღის წინ ხელი მოვაწერეთ რეგიონულ ახალ შეთანხმებას, რომელიც გულისხმობს საქართველოს, ბულგარეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობას სახმელეთო ელექტროგადამცემი ქსელების შემდგომი განვითარების თვალსაზრისით, იმისთვის, რომ აზერბაიჯანში და საქართველოში გენერირებული ელექტროენერგიის შემდგომი ექსპორტი მოხდეს თურქეთში და ევროკავშირის ქვეყნებში", - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ვარშავაში განაცხადა, სადაც „პარტნიორობა ტრანსატლანტიკური ენერგეტიკული თანამშრომლობისთვის" (P-TEC) რიგით მეშვიდე მინისტრიალში მიიღო მონაწილეობა.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველო რეგიონულ ენერგეტიკულ პროექტებში აქტიურად მონაწილეობს.
„საქართველო განაგრძობს, იყოს ერთ-ერთი თანაპარტნიორი და თანამონაწილე და შემქმნელი მნიშვნელოვანი რეგიონული პროექტისა - მწვანე ენერგეტიკული პროექტი და კაბელი, რომელიც, თავის მხრივ, აერთიანებს აზერბაიჯანს, საქართველოს, უნგრეთსა და რუმინეთს. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ქართული ელექტროენერგიის ექსპორტი აღნიშნული პროექტითაც განვახორციელოთ ევროკავშირის ბაზარზე", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ამასთან, როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, მინისტერიალის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს სტრატეგიულ როლზე და მდებარეობაზე, მათ შორის ენერგეტიკული დაკავშირებადობის თვალსაზრისით.
„ჩვენი ქვეყანა ისტორიულად უზრუნველყოფს, დააკავშიროს ევროპა და აზია. ამ კონტექსტში, ჩვენ ენერგეტიკის სექტორშიც განსაკუთრებულ როლს ვთამაშობთ, როდესაც საქართველო სტრატეგიული ინფრასტრუქტურით - იქნება ეს მილსადენები, გაზისა თუ ნავთობის, ისევე როგორც ელექტროგადამცემი ქსელები, ევროპას აზიასთან აკავშირებს", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.