ჩვენ მივესალმებით ქსელების ინიციატივას, მათ გაითვალისწინეს რეკომენდაცია და შეიქმნა კალათა, რომელშიც დაახლოებით 15 კატეგორიის პროდუქტი შედის - აღნიშნულ პროდუქტებზე მომხმარებლებს ყოველდღიურად ექნებათ საუკეთესო ფასი l შოთა ბერკაშვილი
ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტოს კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი მიესალმება სასურსათო ქსელების გადაწყვეტილებას, შეიქმნას კალათა, რომლის ფარგლებშიც დაახლოებით 15 კატეგორიის პროდუქტზე მომხმარებელს შემცირებულ ფასებს შესთავაზებენ.
„ფასების შემსწავლელი კომისიის ფარგლებში ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც ჩვენ მოკლევადიან პერიოდში გავეცით, იყო ბერძნული და ფრანგული მოდელის საფუძველზე. ეს მოდელი ითვალისწინებს საბაზისო პროდუქტების საოჯახო კალათის შექმნას. ჩვენ მივესალმებით ქსელების ინიციატივას, მათ გაითვალისწინეს აღნიშნული რეკომენდაცია და შეიქმნა კალათა, რომელშიც დაახლოებით 15 კატეგორიის პროდუქტი შედის. აღნიშნულ პროდუქტებზე მომხმარებლებს ყოველდღიურად ექნებათ საუკეთესო ფასი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ესენი გახლავთ საბაზისო პროდუქტები“, - განაცხადა შოთა ბერკაშვილმა.
ქსელურ მარკეტებში, ფასდაკლებული პროდუქტების „სასურსათო კალათის“ კუთხეები მოეწყო - მომხმარებელს 15 სახის პროდუქტის შეძენა ფასდაკლებით შეუძლია.
სხვა სიახლეები
Business Insider Georgia-ს ეკონომიკური კალენდარი | 8 - 12 ივნისი
08.06.2026.01:52
რა ეკონომიკურ სიახლეებს გაეცნობით მიმდინარე კვირის განმავლობაში | Business Insider Georgia 8 - 12 ივნისის კალენდარს გიზიარებთ:
საქსტატის კალენდარი
9 ივნისი | მონეტარული სისტემის, ფინანსური ბაზრის და ფისკალური სტატისტიკის მაჩვენებლები (2026 წლის I კვარტალი)
9 ივნისი | პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (2026 წლის I კვარტალი, წინასწარი)
10 ივნისი | სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსი (2026 წლის მაისი)
12 ივნისი | მუზეუმების სტატისტიკური გამოკვლევა (2025 წელი)
12 ივნისი | თეატრების სტატისტიკური გამოკვლევა (2025 წელი)
სებ-ის კალენდარი
10 ივნისი | ცენტრალური ბანკის მიმოხილვა