მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.8
-0.005
flag
AZN 1.537
-0.0033
flag
CNY 38.931
-0.0026
flag
EUR 3.0364
-0.0002
flag
GBP 3.5359
0.005
flag
KZT 57.34
0.0005
flag
TRY 0.0539
-0.0003
flag
USD 2.6126
-0.0054
news banner

ჩვენ მზად ვართ, პარტნიორ ქვეყნებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და კერძო სექტორთან ერთად ვიმუშაოთ, რათა შუა დერეფანი იყოს ერთი, უწყვეტი, ეფექტიანი და საიმედო მარშრუტი - მარიამ ქვრივიშვილი

news image
mbc image

„საპორტო სექტორის მაჩვენებლები პიკურ ზღვარს აღწევს, თუმცა სანავსადგურე პროცესების ოპტიმიზაციისა და მართვის მოდელების გაუმჯობესების ფონზე, ნავსადგურები გაზრდილ ტვირთნაკადებს ეფექტურად უმკლავდებიან", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ბათუმში საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.

მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სახელმწიფო აქტიურად თანამშრომლობს კერძო სექტორთან სანავსადგურე სექტორის შესაძლებლობების სრულად ათვისების მიზნით.

„საქართველოს საზღვაო შესაძლებლობების განვითარების ერთ-ერთი მთავარი პროექტია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური.

ანაკლიას ე.წ. ლენდლორდ მოდელით ვავითარებთ - რაც აბალანსებს სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ინტერესებს და ქმნის ფართო რეგიონული და საერთაშორისო მონაწილეობის შესაძლებლობას",- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის თქმით, პორტი ოპერირებას 2029 წელს დაიწყებს, საწყისი წლიური გამტარუნარიანობით - არანაკლებ 600 ათასი TEU და დაახლოებით 10 მილიონი ტონა მშრალი ტვირთი. პროექტში სახელმწიფო 700 მილიონ აშშ დოლარს დააბანდებს, კერძო სექტორის ინვესტიციებით კი ეს ციფრი 1.1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

„ინფრასტრუქტურა მხოლოდ ერთი კომპონენტია. შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია შეთანხმებული განრიგები, გამარტივებული პროცედურები და თავსებადი ციფრული სისტემები. ჩვენ მზად ვართ, პარტნიორ ქვეყნებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და კერძო სექტორთან ერთად ვიმუშაოთ, რათა შუა დერეფანი იყოს ერთი, უწყვეტი, ეფექტიანი და საიმედო მარშრუტი.

ჩვენი საზღვაო სექტორის ერთ-ერთი მთავარი რესურსი ადამიანური კაპიტალია. დღეს 21 000-ზე მეტი სერტიფიცირებული ქართველი მეზღვაური გვყავს, მაშინ როცა 2012 წელს მათი რაოდენობა დაახლოებით 8 000 იყო. მათი წვლილი საქართველოს ეკონომიკაში დაახლოებით 1 მილიარდ ლარს შეადგენს",- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისივე თქმით, ამ ზრდის ერთ-ერთი საფუძველი 2012 წლიდან მთავრობის მიერ საზღვაო განათლებაში განხორციელებული 50 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციაა.

„დღეს ქართველ მეზღვაურებს აღიარებს მსოფლიოს 75 წამყვანი საზღვაო დროშა, მათ შორის ევროკავშირი", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image მიმდინარე წლის პირველ 7 თვეში, გასულ წელთან შედარებით, 24%-ით არის გაზრდილი ტვირთბრუნვა ჩვენს ნავსადგურებში, რაც ჩვენი პოლიტიკის ეფექტიანობაზე მეტყველებს - პრემიერი

07.09.2026.12:38

გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე წლის პირველ 7 თვეში 24 %-ით არის გაზრდილი ტვირთბრუნვა ჩვენს ნავსადგურებში, შესაბამისად, ეს ყველაფერი მეტყველებს ჩვენი პოლიტიკის ეფექტიანობაზე, ჩვენ მაქსიმალურად ვზრუნავთ შესაბამისი კავშირების გაძლიერებაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.

მისივე თქმით, მომდევნო წლებში დაგეგმილია 7 მლრდ დოლარის ინვესტიციების განხორციელება საპორტო და სხვა ინფრასტრუქტურაში, რათა არსებული პოტენციალი სრულად იქნას ათვისებული.

„გამოწვევა ძალიან ბევრია, თუმცა ამ ფონზე, ჩვენ მაინც ვინარჩუნებთ დადებით დინამიკას, გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე წლის პირველ 7 თვეში არის 24 %-ით გაზრდილი ტვირთბრუნვა ჩვენს ნავსადგურებში. შესაბამისად, ეს ყველაფერი მეტყველებს ჩვენი პოლიტიკის ეფექტიანობაზე. ჩვენ მაქსიმალურად ვზრუნავთ შესაბამისი კავშირების გაძლიერებაზე, ამ ყველაფერს აქვს, ბუნებრივია, თავისი პოლიტიკური კონტექსტი. მხოლოდ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, მე მქონდა სამი სხვადასხვა სახელმწიფო ვიზიტი ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ორი შუააზიელი პრეზიდენტი იყო ჩამოსული საქართველოში. გვაქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობები აზერბაიჯანთან, სომხეთთან. ჩვენ ვაკავშირებთ შვიდ ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყანას შავ ზღვასთან და შესაბამისად დასავლეთის სივრცესთან. აქედან გამომდინარე, შესაბამისი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაფართოება არის ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტი. ასევე, ჩინეთთან თანამშრომლობას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ კუთხით. ჩვენ გვაკავშირებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ძალიან ბევრ ქვეყანასთან. ამ ყველაფრით ძალიან კარგად სარგებლობს ჩვენი ქვეყანა, იზრდება ზოგადად შუა დერეფანში ტვირთბრუნვა, მათ შორის პორტებში იზრდება ტვირთბრუნვა. ძალიან დადებითი დინამიკაა, შვიდჯერ არის დაახლოებით ტვირთნაკადი გაზრდილი 2020 წლის შემდეგ შუა დერეფანში და ამით ძალიან კარგად სარგებლობს ჩვენი ქვეყანა და, ბუნებრივია, მომავალშიც არ უნდა მოვაკლოთ ძალისხმევა. ჩვენი საგარეო პოლიტიკა მთლიანად მიმართულია იმისკენ, რომ მაქსიმალურად ვისარგებლოთ ჩვენი სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობით. ჩვენ ბუნებრივად ვაკავშირებთ ერთმანეთთან ევროპას და აზიას, აღმოსავლეთს და დასავლეთს. მთავარია, ყურადღება არ მოვადუნოთ, არის არაერთი გამოწვევა, ამას რომ თავი დავანებოთ, რეგიონში არის მიმდინარე ომი. მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი პოტენციალის ათვისებაზე. ამისათვის არის დაგეგმილი 7 მლრდ დოლარის ინვესტიციების განხორციელება მომდევნო წლების განმავლობაში საპორტო და სხვა ინფრასტრუქტურაში. ეს არის, სწორედ, ჩვენი პოლიტიკის მთავარი ამოცანა - რომ არსებული პოტენციალი სრულად ავითვისოთ,"- აღნიშნა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა