ჩვენ შემოვიტანეთ „რიბეითის“ (ფასდათმობის) ცნება ამ ბაზარზე, გვქონდა გარკვეული სირთულეები მომწოდებლებთან, რადგან მათი კონტროლი ბაზარზე, შემცირდა - ის არ იწვევს პროდუქციის გაძვირებას l „კარფურის“ გენერალური დირექტორი
ჩვენ შემოვიტანეთ „რიბეითის“ ცნება ამ ბაზარზე. როდესაც ჩვენ შემოვედით ბაზარზე, ორგანიზებული ბაზრის წილი იყო 15%. მთელი ჩვენი ძალისხმევა მიმართული იყო იმისკენ, რომ მომწოდებლებისგან მიგვეღო იმ ფასად საქონელი, რომ შემდგომ, მინიმალური ფასნამატით, მომხმარებლისთვის ჩვენ მიგვეწოდებინა პროდუქცია მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ფასად, - განაცხადა „კარფურის“ გენერალურმა დირექტორმა, დავით ქარქაშაძემ, პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე.
მისი განცხადებით, ამ პროცესის მიმდინარეობისას, დისტრიბუტორებთან ჰქონდათ გარკვეული სირთულეები, ვინაიდან, მათი კონტროლი ბაზარზე შემცირდა.
„იმ პერიოდში, როცა ეს პროცესი დავიწყეთ, გვქონდა გარკვეული სირთულეები მომწოდებლებთან, დისტრიბუტორებთან, იმ თვალსაზრისით, რომ ის კონტროლი, რომელიც მათ ჰქონდათ ბაზარზე, შემცირდა იმდენად, რამდენადაც, ერთი მხრივ, იყო არაორგანიზებული ბაზარი, სადაც, არანაირი პრომოები, აქციების და პროდუქციის არანაირი ორგანიზებულობა, გარკვეულწილად ლეგალურობა და ტრანსფარენტულობა არ იყო. მეორე მხრივ, ჩვენ შევთავაზეთ, რომ ეს ბიზნესი გაგვეხადა ტრანსფარენტული და მაქსიმალურად ხელმისაწვდომი მომხმარებლისთვის,“ - აღნიშნა დავით ქარქაშაძემ.
მისივე თქმით, „რიბეითი“ არ იწვევს პროდუქციის გაძვირებას, ვინაიდან, ეს არის საცალო ქსელის ოპერატორისთვის შესაძლებლობა, რომ შეძლოს ფასის ოპტიმიზაცია.
„ის „რიბეითები“, რომლებსაც ხშირად ახსენებთ, არ იწვევს პროდუქციის გაძვირებას. ეს „რიბეითები“ არის „რითეილისთვის“, რომ „რითეილემა“ მაქსიმალურად შეძლოს მისი საშუალებით ფასის ოპტიმიზაცია და თაროზე იმ ფასის დასმა პრომოების, აქციების დროს - და გარკვეულწილად არსებობს პროდუქციის კატეგორია, რომელიც მუდმივად დაბალ ფასშია და მე უკვე აღვნიშნე ისინი, საუბარია ულტრა-სენსიტიურ და სენსიტიურ პროდუქციაზე, მათ აქციებიც კი არ ეხება, იმდენად დაბალია მათი საწყისიო ღირებულება თაროზე, მათი ქვემოთ ჩასვლის საშუალება „რითეილეს“ უკვე აღარ აქვს,“ - განაცხადა ქარქაშაძემ.
დღის ტოპ 10 სიახლე
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივიას მარკეტში ბიბლუსის, XS Toys-ისა და პეპელას ვაუჩერები დაემატა
სხვა სიახლეები
Georgia Capital-ის მიერ ,,გორმედის“ შეძენით ჯგუფის სამედიცინო ქსელს 80,000 პაციენტი დაემატა - დეტალები
24.04.2026.22:02
2025 წელი მრავალი თვალსაზრისით რეკორდული აღმოჩნდა Georgia Capital-ისთვის: კერძო პორტფელის კომპანიებში აგრეგირებულმა EBITDA-მ 19.3%-ით მოიმატა; ჩვენი და პორტფელის კომპანია Lion Finance Group გამოირჩეოდა ბალანსის ძლიერი ზრდით და 28.4%-იანი ROAE-ით, რამაც წლის განმავლობაში მისი აქციის ფასის 97.5%-იანი ზრდა განაპირობა - აცხადებს Georgia Capital-ის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი გილაური.
,,ახლო აღმოსავლეთში განვითარებულმა მოვლენებმა და ახალმა გაურკვევლობებმა კიდევ ერთხელ გამოკვეთა მზარდი გლობალური რისკები, რომლებთანაც ყველა მენეჯმენტის გუნდს უწევს ადაპტაცია. აღნიშნული გამოწვევებისა და გაურკვევლობების გათვალისწინებით, ჩვენ გავაგრძელებთ ბალანსის მაქსიმალურად კონსერვატიულ მართვას. მტკიცედ მჯერა, რომ ყველაზე ძლიერი კომპანიები და ლიდერული გუნდები სწორედ გამოწვევებისა და გაურკვევლობის პერიოდში ახდენენ საკუთარი შესაძლებლობების მკაფიო დემონსტრირებას. ჩვენი გუნდების მიერ 2025 წლის განმავლობაში და 2026 წლის პირველ თვეებში ნაჩვენები ხარისხი და ერთგულება ამ პრინციპის ნათელი დადასტურებაა”, - ამბობს ირაკლი გილაური.
Georgia Capital-ის აღმასრულებელ დირექტორი ასევე ყურადღებას ამახვილებს ჯგუფის მიერ Gormed-ის შეძენასა და სამომავლო პერსპექტივაზე.
,,ძლიერი ოპერაციული შედეგების პარალელურად, ჯგუფმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია - გრაფიკზე ადრე დაასრულა 2024 წლის მაისში გამოცხადებული 300 მილიონი ლარის კაპიტალის დაბრუნების პროგრამა. ამან დირექტორთა საბჭოს საშუალება მისცა, 2025 წლის აგვისტოში დაეწყო დამატებითი 700 მილიონი ლარის პროგრამა. წყლის მომარაგების ბიზნესში ფუთ ოპციონის გამოყენებამ და ჯანდაცვის სერვისების ბიზნესის მიერ Gormed LLC-ის (ცენტრალურ საქართველოში სამი საავადმყოფოსა და კლინიკის რეგიონული ქსელი) შეძენამ კიდევ უფრო გააძლიერა ჩვენი შედეგები. ეს წარმატებები კვლავ ეფუძნებოდა ჩვენს სამ ძირითად საყრდენს: ძლიერ კორპორაციულ მართვას, მენეჯმენტთან ხელმისაწვდომობას და კაპიტალზე წვდომას. საავადმყოფოსა და კლინიკის რეგიონული ქსელის შეძენით, დაახლოებით 80,000 პაციენტი დაემატა ჩვენს რეგიონულ და საზოგადოებრივ საავადმყოფოებს. Gormed-ის ინტეგრაცია გააძლიერებს შემოსავლების ზრდას, უზრუნველყოფს ეფექტიანობის ზრდას და გააუმჯობესებს მომგებიანობას ოპერაციული ლევერიჯის მეშვეობით.
ჩვენი მსხვილი პორტფელის თითოეულ ბიზნესში უკვე სტაბილურად ვიღებთ ორნიშნა სამართლიანი ღირებულების ზრდას, თანაც ვინარჩუნებთ მეწარმეობრივ დისციპლინას და არ ვიღებთ ზედმეტ ოპერაციულ ან საბალანსო რისკებს. ჩვენი მიზანია კაპიტალზე ნაკლებად დამოკიდებული სტრატეგიის განხორციელება, კონსერვატიული ბალანსებითა და წამყვანი საბაზრო პოზიციებით შედარებით დაცულ სექტორებში.
ჩვენი საბაზრო პოზიციები Lion Finance Group-ს 41.0%-იანი წილი დეპოზიტების ბაზარზე საქართველოში; საცალო (აფთიაქების) ბიზნესის 34%-იანი წილი; სადაზღვევო ბიზნესის 34% P&C და 33% სამედიცინო დაზღვევის ბაზარზე; და ჯანდაცვის სერვისების ბიზნესის 15%-ზე მეტი წილი საავადმყოფო საწოლებში საქართველო-ში - გვაძლევს ძლიერ პოზიციონირებას და უზრუნველყოფს მდგრად ზრდასა და მიმზიდველ, სტაბილურ შემოსავლებს.
მაკროეკონომიკური თვალსაზრისით, საქართველო-მ 2025 წელს შეინარჩუნა ძლიერი ეკონომიკური იმპულსი, რაც ემყარება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში არსებულ მყარ ზრდას, რომლის განმავლობაშიც ერთ სულ მოსახლეზე მშპ პრაქტიკულად გაორმაგდა. საკრედიტო გაფართოება დარჩა ჯანსაღ დონეზე.
საქართველოს საგარეო პოზიცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა”, - აცხადებს Georgia Capital-ის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი გილაური.