ჩვენ უნდა მივცეთ ფართო ასპარეზი ტექნოლოგიებს, მათ შორის ხელოვნურ ინტელექტს, შესაბამისი რეგულაციებით - საქპატენტის თავმჯდომარე
მთელს მსოფლიოში ყველა აღიარებს, რომ საკანონმდებლო რეგულაციები არ შეესაბამება არსებულ გამოწვევებს, - აცხადებს საქპატენტის ხელმძღვანელი, რომელმაც რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ხელოვნურ ინტელექტზე და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
მისი თქმით, დღეისათვის ხელოვნურ ინტელექტი ყველაზე მეტად აშშ-სა და ჩინეთშია განვითარებული.
„ჩინეთსაც აქვს რეგულაციები და ამერიკის შეერთებულ შტატებსაც, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს არის მორგებული თუ რა ტიპის სამუშაოებს ეწევიან ხელოვნურ ინტელექტით. რაც შეეხება ქართულ მოდელს, ჩვენს შემთხვევაში, ცალსახად ვამბობთ, რომ ინტელექტუალური საკუთრება არის ის რაც ადამიანმა შექმნა. ჯერ-ჯერობით ჩვენი კანონმდებლობა ამ გზას ადგას. მიმდინარეობს უკვე მუშაობა, პირველ რიგში საავტორო უფლებების ნაწილში, ასევე ბუნებრივია ინტელექტუალური საკუთრების სხვა სფეროში ჯერ-ჯერობით ინიციატივებსა და წინადადებებზე, რომელმაც შემდგომ რა თქმა უნდა უნდა მიიღოს საკანონმდებლო პროექტის სახე. მაგრამ ამისთვის პირველ რიგში ჩვენ ვატარებთ მოკვლევას, როგორც ბაზრის შიგნით რა ხდება, რა დონის არის გამოყენება და ვსწავლობთ ამერიკის შეერთებული შტატების, ჩინეთის მაგალითებს იმისთვის, რომ როდესაც ჩვენ ამისთვის მზად ვიქნებით, რომ საკანონმდებლო რეგულაციები დავაწესოთ, მინიმუმ ეს იყოს თანამედროვე სტანდარტების შესაფერისი და აუცილებლად ჩვენი ქვეყნის რეალობაზე მორგებული. ჩვენ ერთის მხრივ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა უხეში ჩარევისგან, მათ შორის, ინტელექტუალური საკუთრების და მეორე მხრივ, უნდა დავიცვათ პროგრესი, რომ ჩვენს ქვეყანას სჭირდება მუდმივად ტექნოლოგიური განვითარება, ჩვენთვის ძვირფასია ინტელექტუალური საკუთრება. ჩვენ არაერთხელ ვახსენებთ ხოლმე, რომ საქართველოს პრიორიტეტია ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა, ანუ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ეკონომიკა და ამ თვალსაზრისით საქართველოს არ აქვს უფლება, რომ ის იყოს შემზღუდავი მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის. ჩვენ უნდა მივცეთ ფართო ასპარეზი ტექნოლოგიებს, მათ შორის ფართო ასპარეზი ხელოვნურ ინტელექტს მხოლოდ შესაბამისი რეგულაციებით, რომ ის ემსახურებოდეს ტექნოლოგებს და ეკონომიკის განვითარებას, ასევე განათლების სამეცნიერო დარგების განვითარებას. ქართული სახელმწიფო, რომელმაც განსაკუთრებულად იცის ინტელექტის ფასი და ინტელექტუალური საკუთრების ფასი და შემოქმედების ფასი, ჩვენ არ ვართ ბუნებრივი რესურსებით, ნავთობითა და გაზით მდიდარი ქვეყანა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველამ უნდა ვიცოდეთ რომ ნავთობსა და გაზზე უფრო მნიშვნელოვანი რესურსი ადამიანის ინტელექტია. ამაზე დიდი რესურსი არ არსებობს და ჩვენ ვთვლით, საქართველოს ხელისუფლების მიდგომაა, რომ ხელი უნდა შევუწყოთ ადამიანის განვითარებას, მის ინტელექტის განვითარებას, ინტელექტუალურ შემოქმედებას და ამიტომ საქართველო აშენებს ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკას და სწორედ ამაზე იქნება მორგებული ის რეგულაციები, რომელსაც საქართველოს მთავრობა, საქართველოს პარლამენტი შეიმუშავებს. იმისთვის რომ ჩვენ გვჭირდება პროგრესი, მეტი განათლებული ადამიანი, უფრო მეტი ტექნოლოგიები, უფრო ძლიერი ეკონომიკა, რომელიც დივერსიფიცირებული იქნება“, - აღნიშნავს გიორგაძე.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826