მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ჩვენ ვაშენებთ ცოდნაზე ორიენტირებულ ეკონომიკას და ვფიქრობ, Web Summit ეფექტური პლატფორმაა ერთმანეთთან გამოცდილების გასაზიარებლად - ლევან დავითაშვილი

news image
mbc image

„კერძო სექტორთან ერთად აქტიურად მიმდინარეობს ციფრული ტრანსფორმაციის პროცესი საქართველოში,  რაც საშუალებას იძლევა, მთავრობა იყოს უფრო ღია, ხოლო კერძო სექტორი იყოს არა მხოლოდ მომსახურების სერვისის კონტრაქტორი, არამედ ინოვაციური პროცესის ნაწილი, რომ უფრო მეტი ღირებულება შეიქმნას ჩვენს ქვეყანაში მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის. ეს უზრუნველყოფს მეტ კომფორტს, ხელმისაწვდომობას და უკეთეს სამუშაო პროცესს ჩვენი ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის" - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა ლისაბონში გამართულ ტექნოლოგიურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში სახელწოდებით „Innovate or regulate." 

 

Web Summit 2023 მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიებაა, რომელსაც  160 ქვეყნიდან 70 000-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა. სამიტზე, სადაც მთელი მსოფლიოს ტექნოლოგიური კომპანიები იყრიან თავს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" და  ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, ქართული კომპანიებიც მონაწილეობენ.

 

ლევან დავითაშვილმა ხაზი გაუსვა  საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას ციფრული ტრანსფორმაციისადმი, ასევე აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებთან იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ქვეყნის ტექნიკური ეკოსისტემის გლობალურ სტანდარტებთან შესაბამისობა. მისი თქმით, ქვეყანამ მიიღო ისეთი ტექნოლოგიები, რომლებიც ინოვაციებისა და ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი ძალაა.

 

„ჩვენ ვაშენებთ  ცოდნაზე ორიენტირებულ ეკონომიკას და ვფიქრობ, Web Summit ეფექტური პლატფორმაა ერთმანეთთან ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად. კარგად ვაცნობიერებთ, რომ სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მჭიდრო პარტნიორობით, საერთო ხედვის ჩამოყალიბების ხელშეწყობით  და თანამშრომლობის კულტურის განვითარებით ჩვენ შეგვიძლია ერთობლივად გავუხსნათ გზა ტრანსფორმაციულ ცვლილებებს კრეატიულობისა და რესურსების სიმდიდრისკენ, რაც ყველასთვის პროგრესისა და კეთილდღეობის მომტანია" - აღნიშნა მინისტრმა.

 

ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა აქტიურად უჭერს მხარს და მიესალმება ინოვაციურ გადაწყვეტილებებს კერძო სექტორისგან.

 

„ჩვენ ვაღიარებთ იმ ფასდაუდებელ წვლილს, რომელიც კერძო საწარმოებს შეუძლიათ შემოგვთავაზონ გამოწვევების დასაძლევად, ასევე, მდგრადი ზრდისა და განვითარების შესაძლებლობების შესაქმნელად" - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

 

ეკონომიკის მინისტრმა ღონისძიების მონაწილეებს გააცნო ის ინიციატივები, მათ შორის საგადასახადო შეღავათები საერთაშორისო IT კომპანიებისთვის, რომელთა შედეგად საქართველოში შემოვიდა 100-ზე მეტი IT კომპანია და  დასაქმდა 10 000-ზე მეტი ადგილობრივი თუ რეგიონალური სპეციალისტი. მისი შეფასებით,  საქართველო ქმნის მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ბიზნესგარემოს, რაც  საერთაშორისო რეიტინგებითაც დასტურდება.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა