მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ჩვენ ვავითარებთ ანაკლიის პორტს, ვავითარებთ პასუხისმგებლობით - ლევან დავითაშვილი

news image
mbc image

„იმის მიუხედავად, რომ ჩვენ დღეს ჯერ არ გვაქვს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, საქართველოს საპორტო, სარკინიგზო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა სრულად ჯერ კიდევ არ არის ათვისებული.  გვაქვს პოტენციალი, რომ ქვეყანაში არსებული საპორტო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით არათუ უარი ვთქვათ ახალ ტვირთებზე, არამედ ვიმუშაოთ ტვირთბრუნვის ზრდაზე, ახალი ბაზრების განვითარებაზე, ახალი ტვირთების მოზიდვაზე", - განაცხადა დღეს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას, სადაც ის ინტერპელაციის წესით დეპუტატთა კითხვებს პასუხობს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

როგორც ლევან დავითაშვილი აცხადებს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ანაკლიის პროექტი, თუმცა, მისი  წარმატებით განხორციელება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ სწორად არის ჩამოყალიბებული პირობები და სწორად და პასუხისმგებლობით ხდება გადაწყვეტილებების მიღება, ასევე კონტექსტი არის სათანადოდ აღქმული და გათვალისწინებული. „სხვა შემთხვევაში რთულია, რომ ეს პროექტი განხორციელებულიყო და ჩვენ ვნახეთ, რომ ის აქამდე ვერ განხორციელდა", - აღნიშნა მან.

ამასთან, მინისტრის თქმით, საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას ზრდა-განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. მათ შორის, ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ბოლო წლებში შთამბეჭდავია ტრანსპორტის და დასაწყობების წილი და როლი ეკონომიკაში - 2021 და 2022 წლებში ის განსაკუთრებით გაიზარდა, 2022 წელს მთლიან შიდა პროდუქტში 6.5%-მდე.

„თავად ტრანსპორტის დარგის ზრდა იყო ძალიან შთამბეჭდავი - 2021 წელს გვქონდა 28.9%, 2022 წელს - 28.4% და მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს 2023 წლის პირველ ნახევარშიც. ანუ, ის პოზიტიური ტენდენცია, რომელიც შეიძლება საქართველოს ეკონომიკისთვის ტვირთბრუნვის ზრდას ჰქონდეს, ასეც მიმდინარეობს და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვახერხებთ არსებული ინფრასტრუქტურით. თუმცა, განვაახლეთ პროგნოზები, რომელიც გაკეთებულია წამყვანი და ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტური საერთაშორისო კომპანიის მიერ და როდესაც ვსაუბრობთ ანაკლიის პროექტის საჭიროებაზე, რა თქმა უნდა, ეს საჭიროა, მაგრამ საჭიროა გრძელვადიან პერსპექტივაში, რომ  გრძელვადიან ზრდას ვუპასუხოთ განახლებული ინფრასტრუქტურით" - აცხადებს ეკონომიკის მინისტრი.

კიდევ ერთ ფაქტორი, რომელსაც ლევან დავითაშვილი აღნიშნავს, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს -  მნიშვნელოვანია კოორდინაცია ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან ერთად. მისი განმარტებით, ანაკლიის პროექტიც, ფოთის და ბათუმის პორტებიც და ქვეყნის სარკინიგზო ინფრასტრუქტურაც ემსახურებიან ე.წ. შუა თუ ცენტრალურ დერეფანს, რომელიც საქართველოს აკავშირებს ევროპასთან და ცენტრალური აზიის და აღმოსავლეთის ქვეყნებთან. შესაბამისად, ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, გათვალისწინებულ იქნას დერეფნის გამტარუნარიანობა და შესაძლებლობები.

„შუა დერეფნის განვითარებაში ჩვენთან ერთად ჩართული მეზობელი და პარტნიორი ქვეყნების გეგმები და ჩვენი გეგმები დროში სრულიად თანხვედრაშია.  ჩვენ ვავითარებთ ანაკლიის პორტს, ვავითარებთ პასუხისმგებლობით საქართველოს ეკონომიკისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში - იმ დროს, როცა საქართველოს შესაძლებლობები კიდევ უფრო განვითარდება და დერეფანში კიდევ უფრო მეტი ტვირთი გვექნება" - აცხადებს ვიცე-პრემიერი.

რაც შეეხება ვადებს - ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ნავსადგურის ოპერირების დაწყება უნდა მოხდეს საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანიის (კონცესიონერის) მიერ მშენებლობის დაწყებიდან 3 წლის ვადაში. მშენებლობის დაწყების ვადად განსაზღვრულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 9 თვე. მინისტრის განცხადებით, ამ პერიოდში ყველა მოსამზადებელი სამუშაო დასრულებული იქნება და მშენებელი კომპანია იურიდიულად მზად იქნება სამუშაოების დასაწყებად.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა