მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7158.7
0.0047
flag
AZN 1.5369
-0.0002
flag
CNY 38.864
-0.0002
flag
EUR 3.0585
0.001
flag
GBP 3.5684
0.0024
flag
KZT 56.79
-0.0052
flag
TRY 0.0544
-0.0001
flag
USD 2.6125
-0.0005
news banner

ჩვენ ვერ ვხედავთ რომ ქვეყანა რუსეთისკენ მიდის, თუნდაც იმ კანონით - ლაშა პაპაშვილი

news image
mbc image

ჩვენ ვერ ვხედავთ რომ ქვეყანა რუსეთისკენ მიდის, თუნდაც იმ კანონით, - ამის შესახებ მედიასთან საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ლაშა პაპაშვილმა განაცხადა.

პაპაშვილი მედიასთან აშშ-ს მიერ დაწესებულ სანქციებს გამოეხმაურა და მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრა:

„ვფიქრობ, რომ ფაქიზი თემებია და ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ქვეყნის პრობლემა. ზოგადად მსოფლიოში ურთულესი ვითარებაა და ორი საომარი პროცესი მიმდინარეობს. აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტზე დონალდ ტრამპზე მომხდარი თავდასხმაც გასათვალისწინებელია. აშშ მსოფლიოს ფლაგმანი ქვეყანაა და ასეთი ტრაგიკული მოვლენები ხდება. ამ მოვლენების ფონზე, [საქართველოსს] მთავრობის ვალდებულებაა, რომ ბეწვის ხიდზე გაგვატარონ. ყველაფერი უნდა გააკეთოს მთავრობამ რომ ეს სანქციები არ გაღრმავდეს“, - აღნიშნა ლაშა პაპაშვილმა.

მისი თქმით, ბანკები დასანქცირებულ პირებს უბრალოდ ვერ მოემსახურებიან, რადგან საკორესპონდენტო ბანკები არ მისცემენ ამის საშუალებას.

„რაც ეს პროცესი დაიწყო ჩვენ ვემუშავებით ხელისუფლებას და ჩვენი რჩევა იყო, როდესაც კრიზისი პიკზე იყო მეტი პიარი ყოფილიყო ქვეყანაში არსებული ვითარების და მეტი კომუნიკაცია. ჩვენ ვერ ვხედავთ რომ ქვეყანა რუსეთისკენ მიდის, თუნდაც იმ კანონით.

პოლიტიკური რყევების გამო მგონია სანქციები და არა რაღაცა ერთი კანონიდან გამომდინარე. კანონი გარდამტეხი ვერ იქნება ამაში. ჩვენ ვერ ვხედავთ რომ ქვეყანა რუსეთისკენ მიდის, თუნდაც იმ კანონით კანონი არის საბაბი, მიზეზი სხვაა, მსოფლიოში მიმდინარე ღრმა პოლიტიკური სიტუაციები“, -  აღნიშნა პაპაშვილმა.

პაპაშვილის შეფასებით, სანქციები ბიზნესზე ცუდად აისახება.

„სამი თვის წინ ვნახეთ, რომ მხოლოდ ორი კვირის განმავლობაში ლარის დევალვაცია იყო 90%-იანი. შესაძლოა, საათებით ჩამოიშალოს ეკონომიკა. ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს. როცა მე ვარ ჩიხში და ვიღაცა მასანქცირებს ყველაფერი უნდა გავაკეთო რომ არ დამასანქციროს. მეტი მუშაობაა საჭირო“, - აღნიშნა პაპაშვილმა.

აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა "ხარება", იგივე ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური და პარტია ალტ-ინფოს ლიდერები, კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე დაასანქცირა.აშშ-ს სახელმწიფო ხაზინის მიერ დაწესებული სანქციების გარდა, სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო სანქციები დაუწესა 60 პირსა და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში მონაწილეობდნენ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების ციფრული ნებართვების სისტემა ამოქმედდა

22.08.2026.19:18

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებისთვის ციფრული სანებართვო დოკუმენტების გაცემისა და გაცვლის მექანიზმი წარმატებით აამოქმედა.

ახალი სისტემა გადამზიდველებს შესაძლებლობას აძლევს, სანებართვო დოკუმენტებით სრულად ელექტრონულ ფორმატში ისარგებლონ. ციფრული მექანიზმი უზრუნველყოფს ნებართვების სწრაფ და უსაფრთხო გაცვლას, აღრიცხვასა და კონტროლს, ამცირებს ადმინისტრაციულ და ტექნიკურ ბარიერებს და ზრდის გადაზიდვების პროცესის ეფექტიანობას.

„ციფრული სანებართვო სისტემის დანერგვა საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ადმინისტრირების თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. აზერბაიჯანთან, თურქეთთან და ყაზახეთთან მსგავსი სისტემების წარმატებით ამოქმედების შემდეგ, უზბეკეთთან ციფრულ ფორმატზე გადასვლა ამ პროცესის ლოგიკური გაგრძელება და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინსვლაა. აღნიშნული თანამშრომლობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს შუა დერეფნის მზარდი როლის ფონზე, რადგან სწრაფი, უსაფრთხო და ციფრული სანებართვო პროცედურები ხელს უწყობს დერეფნის კონკურენტუნარიანობის ზრდას, ტვირთების შეუფერხებელ გადაადგილებასა და საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი სატრანზიტო და ლოგისტიკური რგოლის, პოზიციების განმტკიცებას. პარტნიორ ქვეყნებთან სატრანსპორტო პროცესების ციფრული ტრანსფორმაცია სააგენტოს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს“, – განაცხადა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ბაკურ მიქაძემ.

სააგენტო ციფრულ სანებართვო სისტემაზე ეტაპობრივ გადასვლას სხვა პარტნიორ ქვეყნებთანაც გეგმავს. აღნიშნული პროცესი ხელს შეუწყობს საავტომობილო ტრანსპორტის კავშირების გაძლიერებას, სავაჭრო და ლოგისტიკური პროცედურების გამარტივებასა და საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო და ლოგისტიკური ჰაბის, როლის შემდგომ განმტკიცებას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა