მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7131.7
0.003
flag
AZN 1.5409
-0.0002
flag
CNY 38.826
-0.0016
flag
EUR 3.0214
-0.006
flag
GBP 3.536
-0.0005
flag
KZT 56.15
-0.0003
flag
TRY 0.0549
0
flag
USD 2.6191
-0.0007
news banner

ჩვენ ვინარჩუნებთ შუა დერეფანში კონკურენტუნარიანი, ეფექტიანი და სანდო პარტნიორის პოზიციებს - თამარ იოსელიანი

news image
mbc image

„2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ნავსადგურებში საოპერაციო ეფექტიანობის ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა. მისი თქმით, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში ქვეყნის ნავსადგურებმა უფრო მსხვილტონაჟიანი გემების მიღება შეძლეს. 

„საერთო ტვირთამწეობის თვალსაზრისით, დაახლოებით 20%-იანი ზრდა გვაქვს. ეს ხელს უწყობს როგორც პორტების გამტარუნარიანობის გაუმჯობესებას, ისე ეფექტიანობის ზრდას. ამ კუთხით, აღსანიშნავია კერძო და საჯარო სტრუქტურებს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა. შესაბამისად, ეს არის ნათელი და წარმატებული მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა იმართებოდეს საჯარო ინფრასტრუქტურა", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ამ მიმართულებით შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგა, როგორც საზღვაო ადმინისტრაციამ, ისე საპორტო ოპერატორებმა.

„ მუდმივად ღრმავდება, როგორც ნავსადგურის აკვატორია, ასევე შესაბამისი არხი და რა თქმა უნდა, საოპერაციო ნაწილი ბიუროკრატიისგან დაცლილია. თუ აქამდე გემების მოცდენის დრო 24 საათი იყო, ახლა ის მინიმუმამდე, ერთ საათამდეა დაყვანილი. ამაში ნამდვილად გვიწყობს ხელს დანერგილი სისტემები, კერძოდ, „ერთი ფანჯრის" პრინციპი. ეს კი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ჩვენ ვინარჩუნებთ შუა დერეფანში კონკურენტუნარიანი, ეფექტიანი და სანდო პარტნიორის პოზიციებს", - განაცხადა იოსელიანმა.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს სტასტისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2026 წლის 6 თვეში საქართველოს პორტებში მიღებული გემების ჯამური ტვირთამწეობა (გროს ტონაჟი) წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19%-ით გაიზარდა და 10.7 მილიონს მიაღწია.

2026 წლის სამ თვეში ტვირთამწეობის ზრდამ ტონებში 4.4% შეადგინა. ამასთანავე, გაიზარდა პორტების მიერ დამუშავებული ტვირთების მოცულობაც, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს პორტები არსებული ინფრასტრუქტურის უფრო ეფექტიან გამოყენებასა და ოპერაციების პროდუქტიულობის ზრდას წარმატებით ახორციელებენ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა

11.08.2026.17:03

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0214 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6191 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6191 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6198 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0007 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.0214 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0274 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0006 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა