ჩვენ ვმუშაობთ, რათა ხელი შევუწყოთ ბიზნესს ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის ამაღლებაში - IFC
IFC - International Finance Corporation საქართველოში კერო სექტორისთვის ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით აქტიურად აგრძელებს მუშაობას. როგორც Business Insider-ს IFC-ში განუცხადეს ამ ეტაპზე IFC-ის მიერ ლარში დენომინირებული ობლიგაციების გამოშვება არ იგეგმება.
“IFC-მ მიმართა საქართველოს მთავრობას ობლიგაციების პროგრამის ნებართვის მოთხოვნით, რაც სტანდარტულ პროცედურას წარმოადგენს. უახლოეს მომავალში IFC-ის მიერ ლარში დენომინირებული ობლიგაციების გამოშვება არ იგეგმება, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ განვახორციელოთ ემისია. ზოგადად, IFC მხარს უჭერს საქართველოში კერძო სექტორის განვითარებას. ამ სტრატეგიის ფარგლებში, ჩვენ ვმუშაობთ, რათა ხელი შევუწყოთ ბიზნესს ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის ამაღლებაში. IFC-ის მიერ ობლიგაციების გამოშვება ხელს უწყობს ფინანსური რესურსის მოზიდვას ადგილობრივ ვალუტაში ინვესტიციების განხორციელებისათვის და მხარს უჭერს კაპიტალის ბაზრების განვითარებას”, - აღნიშნულის შესახებ Business Insider Georgia-ს IFC-ში განუცხადეს.
შეგახსენებთ, რომ დღეს მთავრობის სხდომაზე საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) მიერ საქართველოს ბაზარზე ლარში დენომინირებული ობლიგაციების გამოშვების შესახებ” განიხილეს.
IFC-ის შესახებ
IFC-ი, მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი და განვითარებაზე ორიენტირებული ყველაზე მსხვილისაერთაშორისო ინსტიტუტია, რომელიც განვითარებად ქვეყნებში კერძო სექტორს უწყობს ხელს.ჩვენ ვმუშაობთ 2,000 ბიზნეს კომპანიასთან მსოფლიოს მასშტაბით და ვიყენებთ სამოცწლიანგამოცდილებას განვითარებისთვის საჭირო შესაძლებლობების შესაქმნელად იქ, სადაც ამისსაჭიროება ყველაზე მწვავეა. 2017 ფინანსურ წელს, ჩვენმა გრძელვადიანმა ინვესტიციებმაგანვითარებად ქვეყნებში რეკორდულ 19.3 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც მიმართულიაკერძო სექტორის ხელშეწყობისკენ იმისათვის, რომ მან გადამწყვეტი როლი შეასრულოს უკიდურესისიღარიბის დაძლევასა და საყოველთაო კეთილდღეობის ამაღლებაში. დამატებითი ინფორმაციისმიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე: www.ifc.org .
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826