ჩვენ ვუსმენდით ეკონომიკის მინისტრს - მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველო უფრო სწრაფად იზრდება | ერიკ ტრამპი
ევროპაში ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან, მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველო უფრო სწრაფად იზრდება, - განაცხადა Trump Organization-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ერიკ ტრამპმა, რომელიც თბილისში „Trump Tower Tbilisi“-ის პროექტის პრეზენტაციაზე ვიდეომიმართვით ჩაერთო.
„ეს ყველაფერი დაიწყო მარალაგოში, ფლორიდაში, როცა ჩვენ ვსაუბრობდით საქართველოზე, როგორც წარმოუდგენლად კარგ ქვეყანაზე. ქართველ ხალხს უყვარს ამერიკა და ამერიკას უყვარს ქართველი ხალხი.
ჩვენ ვუყურებთ ეკონომიკას, ვუსმენდით ეკონომიკის მინისტრს და ასეთი, მზარდი, 10% მშპ ყოველწლიურად და ევროპაში ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან, მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველო უფრო სწრაფად იზრდება.
ვუყურებთ ჩვენ საქართველოს კულტურულ ასპექტს, ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობას, იმიტომ, რომ ეს არის გზაჯვარედინი, ვუყურებთ ბუნებრივ სილამაზეს და თბილისი არის ქალაქი, სადაც ყველას უნდა ყოფნა. როცა პროექტებს ვახორციელებთ ხოლმე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მთლიანად ეს კლიმატი იმიტომ, რომ ჩვენ საუკეთესო შენობებს ვაშენებთ ქვეყნებში, სადაც არის ძალიან დიდი სტუმართმოყვარეობა, ძალიან პრესტიჟულია ეს შენობები და ეს მართლაც არის უმნიშვნელოვანესი, ნამდვილად გვინდა, რომ გამორჩეული შენობები გვქონდეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ამას მხარს უჭერს ჩემი მამა. ჩვენ ნამდვილად გვინდა, რომ გვქონდეს ასეთი პრესტიჟული შენობები", - განაცხადა ერიკ ტრამპმა ღონისძიების მონაწილეებისადმი ვიდეომიმართვისას.
სხვა სიახლეები
საქართველოდან ფეროშენადნობების ექსპორტი 60%-ით გაიზარდა
08.10.2026.13:00
საქართველოს საგარეო ვაჭრობაში ფეროშენადნობების ექსპორტის ზრდა ფიქსირდება. 2026 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყნიდან 219 010.1 ათასი დოლარის ღირებულების 184 914.9 ტონა ფეროშენადნობი გავიდა ექსპორტზე, რაც ნიშნავს, იმას რომ მიმდინარე წლის რვა თვეში ქვეყნიდან 59.74%-ით მეტი ღირებულების ფეროშენადნობები გავიდა, მოცულობის კუთხით კი ზრდამ 46.32% შეადგინა.
2026 წლის იანვარ-აგვისტოში ქართული ფეროშენადნობების მთავარი მომხმარებელი ამერიკის შეერთებული შტატები იყო, სადაც 32 279.4 ტონა 38 108.6 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია გაიყიდა.
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ფეროშენადნობების ექსპორტს ახორციელებს:
• აშშ - 32 279.4 ტონა;
• თურქეთი - 31 320.6 ტონა;
• ალჟირი - 15 000.0 ტონა;
• იტალია - 13 709.1 ტონა;
• ირანი - 13 412.8 ტონა;