ჩვენი 10-წლიანი გეგმა ითვალისწინებს რკინიგზის გამტარუნარიანობის გაორმაგებასა და ტვირთის გადაზიდვის დროის განახევრებას, ნავსადგურების გამტარუნარიანობის გაორმაგებას და საერთაშორისო აეროპორტების გამტარუნარიანობის გასამმაგებას, ამ ხედვას უკვე მოჰყვა კონკრეტული ნაბიჯები და მნიშვნელოვანი ინვესტიციები - ირაკლი კობახიძე
საზღვაო ფორუმის ჩატარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გლობალური ეკონომიკის ახალი გამოწვევების ფონზე, როდესაც მარშრუტების დივერსიფიკაციის, მიწოდების ჯაჭვების მდგრადობისა და ევროპასა და აზიას შორის საიმედო კავშირების როლი სულ უფრო იზრდება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ბათუმში, საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით, საქართველო საუკუნეების განმავლობაში იყო ადგილი, სადაც ერთმანეთს ხვდებოდა აღმოსავლეთი და დასავლეთი, ევროპა და აზია და დღეს არის შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილი, რომელსაც დიდი პოტენციალი და სტრატეგიული დატვირთვა აქვს.
„მოხარული ვარ, რომ დღეს ბათუმში, საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე, პარტნიორი სახელმწიფოების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და საზღვაო დარგის პროფესიონალებს ვმასპინძლობთ.
საზღვაო ფორუმის ჩატარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გლობალური ეკონომიკის ახალი გამოწვევების ფონზე, როდესაც მარშრუტების დივერსიფიკაციის, მიწოდების ჯაჭვების მდგრადობისა და ევროპასა და აზიას შორის საიმედო კავშირების როლი სულ უფრო იზრდება. საქართველო საუკუნეების განმავლობაში იყო ადგილი, სადაც ერთმანეთს ხვდებოდა აღმოსავლეთი და დასავლეთი, ევროპა და აზია და დღეს ჩვენ ვართ შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილი, რომელსაც დიდი პოტენციალი და სტრატეგიული დატვირთვა აქვს. მსოფლიო ბანკის შეფასებით, შესაბამისი ინვესტიციებისა და ეფექტიანობის ზრდის შემთხვევაში, 2030 წლისთვის შუა დერეფანში ტვირთნაკადები შესაძლოა გასამმაგდეს, ხოლო გადაზიდვის დრო - განახევრდეს.
ჩვენ ამ შესაძლებლობის ასათვისებლად გრძელვადიანი გეგმა შევიმუშავეთ. 2032 წლამდე ვგეგმავთ დაახლოებით 7 მილიარდი აშშ დოლარის მობილიზებას ძირითადი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.
ჩვენი 10-წლიანი გეგმა ითვალისწინებს რკინიგზის გამტარუნარიანობის გაორმაგებასა და ტვირთის გადაზიდვის დროის განახევრებას, ნავსადგურების გამტარუნარიანობის გაორმაგებას და საერთაშორისო აეროპორტების გამტარუნარიანობის გასამმაგებას.
ამ ხედვას უკვე მოჰყვა კონკრეტული ნაბიჯები და მნიშვნელოვანი ინვესტიციები. დავიწყეთ საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლება - მხოლოდ მიმდინარე წელს, რკინიგზის ინფრასტრუქტურისა და მოძრავი შემადგენლობის განახლებისთვის, ერთ მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება. უკვე დასრულებულია აღმოსავლეთ–დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის 75%-ის მშენებლობა“, - აღნიშნა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
ხაზი უნდა გაესვას ეროვნული ბანკის ეფექტიან მუშაობას - 600 მილიონ დოლარზე მეტით გაზარდა მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში სავალუტო რეზერვები სებ-მა და ისტორიულ მაქსიმუმზეა, მადლობას გადავუხდი ეროვნულ ბანკს - ირაკლი კობახიძე
07.09.2026.12:03
ხაზი უნდა გაესვას ეროვნული ბანკის ეფექტიან მუშაობას - 600 მილიონ დოლარზე მეტით გაზარდა მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში სავალუტო რეზერვები სებ-მა და ისტორიულ მაქსიმუმზეა, მადლობას გადავუხდი ეროვნულ ბანკს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ეს ყველაფერი არის, რა თქმა უნდა, სწორი ფისკალური და ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი. ჩვენ გამოვირჩევით ფისკალური კონსოლიდაციის ძალიან მაღალი ხარისხით. ყველა პარამეტრი არის დაცული და ეკონომიკური ზრდის ტემპი არის მაღალი.
წლევანდელი პირველი თვეების მაჩვენებელი, 7 თვის მაჩვენებელი არის 7.9%, რაც არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი არამარტო ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იძლევა იმის საშუალებას, რომ გავზარდოთ სავალუტო რეზერვები და აქ ხაზი უნდა გაესვას, ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკის ძალიან ეფექტიან მუშაობას.
600 მილიონ დოლარზე მეტით გაზარდა მხოლოდ გასული ერთი თვის განმავლობაში სავალუტო რეზერვები ეროვნულმა ბანკმა და ისტორიულ მაქსიმუმზეა დღეს, 8 მილიარდ დოლარს გადააჭარბა ჩვენმა საერთო სავალუტო რეზერვებმა.
მადლობას გადავუხდი, რა თქმა უნდა, ეროვნულ ბანკს და მთლიანად ჩვენი მთავრობის ეკონომიკურ გუნდს ეფექტიანი მუშაობისთვის. სწორედ ამის შედეგია რეკორდულ ნიშნულზე არსებული სავალუტო რეზერვები", - განაცხადა პრემიერმა.