ჩვენი ამბიციაა, რომ რეგიონში საავიაციო ჰაბი გავხდეთ - პრემიერი
ჩვენი ამბიციაა, რომ გავხდეთ რეგიონული საავიაციო ჰაბი და მოვემსახუროთ არამხოლოდ პირდაპირ რეისებს არამედ ტრანზიტული მგზავრების დიდი ნაკადებს, - ამის შესახებ განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
როგორც პრემიერმა განაცხადა, ამ მიზნის მისაღწევად მთავრობა ამ დროისთვის ორ ვარიანტზე მუშაობს, ესაა არსებული აეროპორტის გაფართოება ან ახალი აეროპორტის აშენება
„ჯამურად აეროპორტების მგზავრთნაკადი დაუბრუნდება პანდემიამდელ მონაცემებს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით ჩვენ განვიხილავთ ახალი აეროპორტის აშენებს შესაძლებლობას. ვამუშავებთ ორ ვარიანტს: ერთია არსებული აეროპორტის გაფართოება, თუმცა ამ ვარიანტს აქვს უფრო მეტი მინუსები და გვაქვს მეორე ალტერნატიული ვარიანტი, რომელიც დამუშავების პროცესშია, საუბარია ვაზიანის ტერიტორიაზე ახალი თანამედროვე, საერთაშორისო კლასის აეროპორტის აშენებაზე.
ახლა მიმდინარეობს მსოფლიოში წამყვანი საუკეთესო არქიტექტორთა ჯგუფების შერჩევა, კომპანიების შერჩევა და ჩვენ გვინდა, რომ სამუშაოები დავიწყო 2024 წელს. მანამდე რა თქმა უნდა პროექტირებას დასჭირდება დრო.
ჩვენი ამბიციაა, რომ გავხდეთ რეგიონში საავიაციო ჰაბიც და მოვემსახუროთ არამხოლოდ პირდაპირ რეისებს არამედ ტრანზიტული მგზავრების დიდი ნაკადებსაც. ამ მიზნით მისაღწევად აუცილებელია გვქონდეს რეგიონში საუკეთესო საერთაშორისო კლასის აეროპორტი.რომელიც იქნება ასევე ტრანზიტულ-ლოგისტიკური ცენტრი. მაღალი დონის სამგზავრო და სატვირთო ტერმინალები“, - განაცხადა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826