მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7172
-0.0088
flag
AZN 1.5298
-0.0007
flag
CNY 38.855
0.0037
flag
EUR 2.9154
0.0054
flag
GBP 3.4415
0.0073
flag
KZT 57.3
-0.0048
flag
TRY 0.0527
-0.0002
flag
USD 2.6005
-0.0014
news banner

ჩვენი ამოცანა არის, რომ საქართველოსა და უზბეკეთს შორის უახლოეს პერიოდში ვაჭრობის მოცულობამ 1 მილიარდ დოლარს მიაღწიოს - მარიამ ქვრივიშვილი

news image
mbc image

„ჩვენ ძალიან კონკრეტული გადაწყვეტილებები მივიღეთ, თუ როგორ უნდა მოხდეს უზბეკეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავება" - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველო-უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის დასრულების შემდეგ.

„გვაქვს ძალიან კონკრეტული ამოცანები და შესაბამისად, კონკრეტული გეგმა, პირველ რიგში იმისთვის, რომ გაიზარდოს ქვეყნებს შორის ვაჭრობა, საქართველოდან გაიზარდოს ქართული პროდუქციის ექსპორტი და ფაქტობრივად, ჩვენი ამოცანა არის, რომ ორ ქვეყანას შორის უახლოეს პერიოდში ვაჭრობის მოცულობამ 1 მილიარდ დოლარს მიაღწიოს", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ სხდომის მიმდინარეობისას მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების, ასევე ინვესტიციების მიმართულებით სხვადასხვა საკითხები.

„ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ ინვესტიციების ხელშეწყობაზე, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორზე, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზე არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ, ზოგადად, რეგიონისთვის და ყველა ქვეყნისთვის, რომელიც შუა დერეფნის კონტექსტში არის ჩართული", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

საქართველო-უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომა მარიამ ქვრივიშვილის თანათავმჯდომარეობით გაიმართა. უზბეკეთის მხრიდან სხდომა ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრ ლაზიზ კუდრატოვის თანათავმჯდომარეობით ჩატარდა.

სხდომაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, საგარეო საქმეთა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების, ასევე საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლებმა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას უზბეკურ მხარესთან, რომ გვქონდეს მეტი პირდაპირი ფრენა, რათა ჩვენ ქვეყანაში ვიხილოთ კიდევ უფრო მეტი ტურისტი ამ ქვეყნიდან - მარიამ ქვრივიშვილი

12.10.2026.15:28

„ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას უზბეკურ მხარესთან, რომ გვქონდეს მეტი პირდაპირი ფრენა, რათა ჩვენ ქვეყანაში ვიხილოთ კიდევ უფრო მეტი ტურისტი ამ ქვეყნიდან", - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

საქართველო-უზბეკეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხები ორი ქვეყნის წარმომადგენლებმა ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის ფარგლებში განიხილეს.

„საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის არსებულ თანამშრომლობას უშუალოდ ტურიზმის სფეროში. აღინიშნა, რომ ტურიზმს უდიდესი როლი აქვს ქვეყნების დაკავშირებადობის, ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით და, რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას უზბეკურ მხარესთან", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა