მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ჩვენი ამოცანა იყო შემდეგი 4 წლის განმავლობაში 40 მილიარდი ლარით ეკონომიკის გაზრდა, EMAAR ჯგუფის ინვესტიციის პირობებში დამატებით მილიარდობით ლარით შეგვიძლია გავზარდოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა - ირაკლი კობახიძე

news image
mbc image

ირაკლი კობახიძე - ჩვენი ამოცანა იყო შემდეგი 4 წლის განმავლობაში 40 მილიარდი ლარით ეკონომიკის გაზრდა, EMAAR ჯგუფის ინვესტიციის პირობებში დამატებით მილიარდობით ლარით შეგვიძლია გავზარდოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა

 

ჩვენი ამოცანა იყო შემდეგი 4 წლის განმავლობაში 40 მილიარდი ლარით ეკონომიკის გაზრდა, 90 მილიარდი ლარიდან 130 მილიარდ ლარამდე, EMAAR ჯგუფის ინვესტიციის პირობებში დამატებით მილიარდობით ლარით შეგვიძლია, გავზარდოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა "იმედის კვირაში" განაცხადა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს არის კლასიკური საინვესტიციო შეთანხმება, სადაც საუბარია კონკრეტულ პროექტზე, რომელიც ქვეყანაში არაბული ინვესტიციით უნდა განხორციელდეს.

 

„საუბარია თბილისში და აჭარაში ორი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული სივრცის  განვითარებაზე. მთლიანობაში საუბარია 3 მილიონ კვ.მ-ზე სივრცეზე, რაც უნდა აშენდეს ორივე ლოკაციაზე. აქ საუბარია არა მხოლოდ საცხოვრებელ სივრცეებზე, არამედ განვითარდება სასტუმრო ინფრასტრუქტურა, ასევე სამედიცინო-სპორტული-სარეკრეაციო ინფრასტრუქტურა, სკოლები მათ შორის, საბავშვო ბაღები, ასევე იქნება შოპინგ მოლები ამ ტერიტორიაზე. იქნება ძალიან დიდი რეკრეაციული სივრცე თბილისში, მაგალითად ტერიტორიის 34 პროცენტი დაეთმობა გამწვანებას და რეკრეაციას. 

 

უნდა ითქვას ის, რომ თავად EMAAR ჯგუფის დამფუძნებელმა ბატონმა ალაბარმაც განაცხადა, რომ 6 მილიარდიანი ინვესტიცია ნიშნავს იმას, რომ დაახლოებით ერთი ამდენი შემოვა დამატებითი ინვესტიციის სახით ჩვენს ქვეყანაში. ეს არის სტანდარტული, მათი ერთ-ერთი გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც ჰქონია EMAAR-ის ინვესტიციებს სხვადასხვა ქვეყანაში. ჩვენი ამოცანა იყო შემდეგი 4 წლის განმავლობაში 40 მილიარდი ლარით ეკონომიკის გაზრდა - 90 მილიარდი ლარიდან 130 მილიარდ ლარამდე. რა თქმა უნდა, ამ ინვესტიციის პირობებში დამატებით მილიარდობით ლარით შეგვიძლია, გავზარდოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა", - განაცხადა პრემიერმა. 

 

მისივე თქმით,  EMAAR ჯგუფის მიდგომით,  ასეთი მასშტაბური პროექტები ყოველთვის ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით ხორციელდება.

 

„ეს არის ძალიან კარგი მიდგომა, რაც განსაკუთრებით მომგებიანია ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, როგორც ეკონომიკური ზრდის დაჩქარების, ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით. ამ პროექტს ექნება განსაკუთრებული დატვირთვა ჩვენი ქვეყნისთვის. ამ გადაწყვეტილების მთავარი მოტივაცია იყო, რომ ჩვენ გვყავს გამორჩეული ეკონომიკური გუნდი. არაჩვეულებრივი მენეჯმენტი ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით და მისი ფაქტორი ამ მოლაპარაკებებში იყო ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც შენ იცი, რომ მეორე მხარეს პროფესიონალები არიან, ბუნებრივია, ასეთ დროს იზრდება შენი მოტივაცია, რომ შესაბამის ქვეყანაში განახორციელო ინვესტიცია. გარდა ამისა, იცით, რომ ჩვენ გვაქვს შესაბამისი საინვესტიციო ბიზნესგარემო ჩვენს ქვეყანაში, შესაბამისი კანონმდებლობა, მათ შორის ძალიან კარგი, მარტივი საგადასახადო სისტემა, დაბალი გადასახადებით, ლიბერალური ეკონომიკური გარემო, ეს არის მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელმაც განაპირობა ამ ინვესტიციის შემოტანა ჩვენს ქვეყანაში. მესამე, რასაც პირდაპირ ალაბარი აღნიშნავდა, მას აქვს განსაკუთრებული ემოციური დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, განსაკუთრებულად ემოციურად საუბრობდა თბილისსა და ბათუმზე", - განაცხადა პრემიერმა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა