მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7213.3
0.0036
flag
AZN 1.5625
-0.0011
flag
CNY 39.307
0.0008
flag
EUR 3.0848
0.008
flag
GBP 3.5674
0.0016
flag
KZT 54.24
-0.001
flag
TRY 0.0574
0
flag
USD 2.6563
-0.0014
news banner

ჩვენი ეკონომიკის წინა ხაზს ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ენერგეტიკა, მშენებლობა და დეველოპმენტი, ტურიზმი და IT წარმოადგენს, სადაც ხელოვნური ინტელექტის გამოყენება პროდუქტიულობის ზრდას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს - შოთა ბერეკაშვილი

news image
mbc image

9.3%-იანი საშუალო ეკონომიკური ზრდა, 7 მილიარდ აშშ დოლარამდე გაზრდილი რეზერვები და შპ-სთან მიმართებით 35%-იანი საგარეო ვალის მაჩვენებელი საქართველოს ეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს. ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, შოთა ბერიკაშვილის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკის წინა ხაზს ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ენერგეტიკა, მშენებლობა და დეველოპმენტი, ტურიზმი და IT წარმოადგენს, სადაც ხელოვნური ინტელექტის  ელემენტების ინტეგრაცია პროდუქტიულობას კიდევ უფრო ზრდის.

„მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა აჩვენა და არსებით პროგრესს მიაღწია. ბოლო ხუთი წლის განმავლობბაში რეალური ეკონომიკის საშუალო წლიურმა ზრდამ 9.3% შეადგინა. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ხუთი წლის წინ ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი საქართველოში 4 200 აშშ დოლარი იყო, 2025 წლის ბოლოს ამ მაჩვენებელმა 10 200 აშშ დოლარს მიაღწია. მიმდინარე წლის პირველი კვარტალიც საკმაოდ შთამბეჭდავი აღმოჩნდა - რეალური ეკონომიკის ზრდამ 9.1% შეადგინა.

რას ნიშნავს ეს ყველაფერი ჩვენი მოსახლეობისთვის? პირველ რიგში, ქვეყანაში იქმნება ახალი სამუშაო ადგილები და ვითარდება ეკონომიკის წამყვანი მიმართულებები. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია იმაზე, თუ რა წარმოადგენს ჩვენი ეკონომიკის წინა ხაზს. ესაა ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ენერგეტიკა, მშენებლობა და დეველოპმენტი, ტურიზმი და IT. განსაკუთრებით საინტერესოა ამ სექტორებში ხელოვნური ინტელექტის (AI) ელემენტების გამოყენება, რაც თითოეულ სფეროს უფრო ეფექტურსა და პროდუქტიულს ხდის. ხოლო ამ ყველაფრის საიმედო ზურგს ძლიერი ფინანსური და განათლების სისტემები წარმოადგენს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დღეის მდგომარეობით საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საგარეო ვალის მაჩვენებელი აქვს - საგარეო ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) მიმართებით 35%-ს შეადგენს. ამასთანავე, ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ მაჩვენებელს, 7 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი საკმაოდ დაბალი - დაახლოებით 2.6%-ია მშპ-თან მიმართებით.  ეს მაჩვენებლები ქვეყნის ეკონომიკური განვითარების უფრო სტაბილურ საფუძველს ქმნის და გვაძლევს შესაძლებლობას, შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს რეალური ეკონომიკა 6.5%-ით გაიზრდება. თუ ქვეყანა სწორი მიმართულებით, რეფორმებითა და გააზრებული ნაბიჯებით გააგრძელებს განვითარებას, შესაძლებელი იქნება უახლოეს წლებში მაღალშემოსავლიანი ქვეყნების ჯგუფში გადასვლა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალპროდუქტიული სექტორების განვითარება და სწორედ ამ სფეროებში ახალი სამუშაო ადგილების შექმნა“, - აღნიშნა გადაცემა „იმედის დილაში“, რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას  შოთა ბერეკაშვილმა.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image უმნიშვნელოვანესია სამუშაო ძალის გადამზადება და მათი ინტეგრაცია თანამედროვე ეკონომიკურ სექტორებში, რაც პირდაპირ გულისხმობს მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნას - შოთა ბერეკაშვილი

15.06.2026.21:15

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, შოთა ბერიკაშვილის განცხადებით, ბიზნესში კადრების დეფიციტისა და სამუშაოს მაძიებელთა ერთდროული არსებობის პარადოქსის დაძლევა ამუშაო ძალის კვალიფიკაციის ამაღლებით არის შესაძლებელი. მისი თქმით, სამუშაო ძალის გადაყვანა დაბალპროდუქტიული სექტორებიდან მაღალტექნოლოგიურში პირდაპირ აისახება მოსახლეობის ხელფასების ზრდაზე.

 „ეს უაღრესად მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელიც ერთდროულად ეხება როგორც ბიზნესს, ისე სამუშაო ბაზარს. ბიზნესის მთავარი ამოცანაა თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, ეფექტიანობის ამაღლება და პროდუქტიულობის ზრდა. ამ მიმართულებით შეინიშნება, რომ კერძო სექტორი მნიშვნელოვან რესურსებს ხარჯავს კვლევასა და განვითარებაზე.

თუმცა, მეორე მხრივ, ვხედავთ, რომ ახალი სამუშაო ადგილების პარალელურად, პროფესიული კადრების დეფიციტი არსებობს. ამიტომ, უმნიშვნელოვანესია სამუშაო ძალის გადამზადება და მათი ინტეგრაცია თანამედროვე ეკონომიკურ სექტორებში. ეს პირდაპირ ნიშნავს მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებსა და ჩვენი მოქალაქეების შემოსავლების ზრდას.

ხშირად ისმის კითხვა: როგორ შეიძლება გავხადოთ ეკონომიკა ინკლუზიური? ეკონომიკის ინკლუზიურობა სწორედ სამუშაო ძალის მომზადებასა და გადამზადებას გულისხმობს, რათა ის გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი და პროდუქტიული, რაც პირდაპირ აისახება მათ კეთილდღეობაზე. სწორედ ამიტომ, ბოლო პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პროფესიულ განათლებას. ეს მნიშვნელოვანი პროცესია ჩვენი სამუშაო ძალის ტრანსფორმაციისთვის - კადრების დაბალპროდუქტიული სექტორებიდან მაღალპროდუქტიულ სექტორებში გადანაცვლების მიმართულებით. ეს არის ჩვენი მთავარი გამოწვევა და ჩვენ უნდა შევძლოთ მისი წარმატებით დაძლევა“, - განმარტავს ბერეკაშვილი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა