მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ჩვენი მიზანი არის ისეთი განვითარების უზრუნველყოფა, სადაც ეკონომიკური ზრდა ეფუძნება უფრო მაღალ პროდუქტიულობას, ტექნოლოგიურ განვითარებასა და ადამიანურ კაპიტალს - შოთა ბერეკაშვილი

news image
mbc image

სწორმა და გონივრულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ, რომელიც დაფუძნებული იყო სტაბილურობაზე, პროგნოზირებადობასა და პრაგმატულ ეკონომიკურ ინტერესებზე, ხელი შეუწყო საქართველო ინვესტორებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გამხდარიყო. ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩვენ შევძელით ჩვენი ნომინალური ეკონომიკის 2.3-ჯერ გაზრდა და 2026 წლის ბოლოს საქართველოს ეკონომიკა 118 მილიარდ ლარს მიაღწევს.

განვითარების შემდეგი ეტაპი არის, რომ არსებული ეკონომიკური ზრდა მაქსიმალურად ინკლუზიური გავხადოთ. ამისთვის აუცილებელია, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდეს სექტორების პროდუქტიულობის ზრდაზე, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვასა და, ამავდროულად, სამუშაო ძალის გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე, ისე რომ მათ შეძლონ ეკონომიკის მაღალპროდუქტიულ და ტექნოლოგიურად განვითარებულ სექტორებში ჩართვა. ეს ნიშნავს, რომ რაც უფრო მაღალპროდუქტიული ად კონკურენტუნარიანია ბიზნესი, ის ქმნის უფრო მეტ დამატებით ღირებულებას, რაც პირდაპირ ნიშნავს ჩვენი მოსახლეობისთვის მეტ შემოსავლებს.

ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია იმაზე, თუ რა არის ჩვენი ეკონომიკის წინა ხაზი, სად შეიძლება ეს დამატებითი ღირებულება შეიქმნას - ენერგეტიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ლოგისტიკა, ტრანსპორტი, გადაზიდვები, დეველოპმენტი, სამშენებლო სექტორი და ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ხელოვნური ინტელექტის სისტემების ინტეგრაციას ამ ეკონომიკურ სექტორებში. სწორედ ეს არის ჩვენი ეკონომიკის წინა ხაზი. თუმცა, ყოველივე ეს შეუძლებელია ‘ძლიერი ზურგის’ გარეშე - ეს არის ფინანსური სექტორი და ძლიერი განათლების სექტორი.

უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ განათლების სექტორმა შეძლოს მაღალკვალიფიციური, ცოდნაზე დაფუძნებული სამუშაო ძალის მომზადება. ჩვენ, როდესაც ვსაუბრობთ პროფესიულ განათლებაზე, ჩვენ ვსაუბრობთ თანამედროვე ინოვაციური ტექნოლოგიების ცოდნაზე და გამოცდილებაზე. სწორედ ეს პროფესიული ცოდნა აძლევს ეკონომიკას მაღალი დამატებითი ღირებულების შექმნის შესაძლებლობას, რაც, თავის მხრივ, ნიშნავს უფრო კონკურენტუნარიან და მაღალპროდუქტიულ ბიზნესს.

საბოლოო ჯამში, რომ შევაჯამოთ, ჩვენი მიზანი არის ისეთი განვითარების უზრუნველყოფა, სადაც ეკონომიკური ზრდა ეფუძნება უფრო მაღალ პროდუქტიულობას, ტექნოლოგიურ განვითარებასა და ადამიანურ კაპიტალს. ჩვენთვის სწორედ ეს არის ინკლუზიური ზრდის საზომი და ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარების მოდელი“, - აცხადებს შოთა ბერეკაშვილი.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა