მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ჩვენი მიზანია საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება და მომხმარებლის უფლებების მექანიზმების გაუმჯობესება - ირაკლი ლექვინაძე

news image
mbc image

„ვაგრძელებთ კონკურენციის პოლიტიკის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით დაწყებულ რეფორმებს და უკვე მეორედ ვმასპინძლობთ საერთაშორისო კონფერენციას სახელწოდებით „კონკურენცია და მომხმარებლის უფლებები". ჩვენი მიზანია საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება და მომხმარებლის უფლებების მექანიზმების გაუმჯობესება. ასევე,  საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე მიღებული შედეგების, გამოწვევების და მიღწევების ერთობლივ ფორმატში განხილვა და ევროპული სტანდარტების დანერგვა, რაც ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისთვის უმნიშვნელოვანესია"- ამ განცხადებით გახსნა საერთაშორისო კონფერენცია  საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ. 
 

კონფერენციაზე მოწვეულ სტუმრებს ირაკლი ლექვინაძემ 2023 წელს, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ დეტალური ანგარიში წარუდგინა. მათ შორის, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა საწვავის, ფარმაციის და საბანკო-სადაზღვევო სექტორებზე, ასევე,  მომხმარებლის უფლებების  და ანტიდემპინგის მიმართულებით მიღებულ შედეგებზე. ირაკლი ლექვინაძემ სამომავლო გეგმების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ 2024 წლიდან, უწყების სახელწოდებაში ცვლილება შევა და მას   კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტო ეწოდება.

როგორც ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა,  კონკურენციისა და მომხმარებელის უფლებებისადმი მიძღვნილი  ღონისძიება  საქართველოში  უკვე მეორედ იმართება და ყოველწლიური აღნიშნვნის ფორმატი აქვს. მისივე განმარტებით, კონფერენციაზე 9 თემატური სესია გაიმართება,  სადაც მონაწილეები, სამი დღის განმავლობაში, ერთობლივ ფორმატში,  კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების, კარტელების, კონცენტრაციების კონტროლის, მომხმარებლის უფლებების დაცვის და ვაჭრობაში სამართლიანი პოლიტიკის ეფექტიან მექანიზმებზე იმსჯელებენ.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით წარსდგნენ: საქართველოს  ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი; პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი; პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე; კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, UNCTAD - ტერესა მორეირა; კონკურენციის განყოფილების ხელმძღვანელი, OECD- ორი შვარცი. 

კონფერენცია ხუთი მარეგულირებელი უწყების - კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული ბანკის, სემეკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და კომუნიკაციების კომისიის  ერთობლივი  ორგანიზებით იმართება

კონფერენციაში მონაწილეობენ:  20-მდე ქვეყნის დელეგაცია და 10-მდე სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის და მომხმარებლის სექტორში მომუშავე უწყების პირველი პირები, სამთავრობო და საპარლამენტო გუნდის წევრები, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, საჯარო უწყებების, მარეგულირებელი ორგანოების, აკადემიური წრის და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.
 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა