მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7170.5
0.0008
flag
AZN 1.5338
-0.0001
flag
CNY 38.943
0.001
flag
EUR 2.9941
0.003
flag
GBP 3.4895
0.008
flag
KZT 58.1
-0.0022
flag
TRY 0.0534
0
flag
USD 2.6074
0.0003
news banner

ჩვენი მიზანია, საქართველო გადავიდეს ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემაზე - დავით სონღულაშვილი

news image
mbc image

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა სამედიცინო ნარჩენების გადამმუშავებელი საწარმოს „სკრაპი“ გახსნის ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

ახალი ეკომეგობრული საწარმო სახიფათო სამედიცინო და ინფექციური ნარჩენების დაწვის გარეშე უსაფრთხო გაუვნებელყოფას უზრუნველყოფს, რაც საქართველოში სამედიცინო ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის განვითარებასა და გარემოსდაცვითი სტანდარტების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

„ნარჩენების მართვა სპეციფიკური და კომპლექსური პროცესია, რომელიც სისტემურ მიდგომას, თანამედროვე ინფრასტრუქტურასა და მუდმივ მონიტორინგს საჭიროებს. სამინისტრო ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებისა და განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვან ღონისძიებებს ახორციელებს, მათ შორის, ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სახიფათო ნარჩენების მართვისთვის საჭირო ობიექტების შექმნის მიმართულებით. ჩვენი მიზანია, საქართველო გადავიდეს ნარჩენების მართვის ისეთ სისტემაზე, სადაც ნარჩენი განიხილება რესურსად, რომლის შემცირება, ხელახალი გამოყენება, გადამუშავება და უსაფრთხო მართვა მწვანე და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ნაწილია. ამ პროცესში მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ინიციატივები და ინვესტიციები, რასაც სახელმწიფოს მიერ შექმნილი სტაბილური და პროგნოზირებადი გარემო უწყობს ხელს“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

საქართველოში და ამიერკავკასიის რეგიონში პირველად ინერგება ECOSTERYL-ის თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც სამედიცინო და ინფექციური ნარჩენების უსაფრთხო გაუვნებელყოფისა და შემდგომი მართვისთვის გამოიყენება. პროექტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია სამედიცინო ნარჩენების მართვის სისტემის მოდერნიზებისა და გარემოსდაცვითი პრაქტიკის გაუმჯობესების მიმართულებით.

ECOSTERYL-ის ტექნოლოგია ნარჩენების დამუშავებას ინსინერაციისგარეშე, მიკროტალღური ტექნოლოგიის გამოყენებით უზრუნველყოფს. სისტემა სრულად ელექტროენერგიაზე მუშაობს და პროცესის შედეგად მიიღება მშრალი, სტერილური და უსაფრთხო მასალა, რაც ამცირებს ტოქსიკური გამონაბოლქვის წარმოქმნის რისკებს და ხელს უწყობს ნარჩენების შემდგომი მართვის უსაფრთხოებას.

ახალი საწარმოს ამოქმედება ხელს შეუწყობს სამედიცინო ნარჩენების მართვის პროცესის მოდერნიზებას, ოპერაციული უსაფრთხოების გაუმჯობესებას და თანამედროვე გარემოსდაცვითი სტანდარტების დანერგვას. პროექტი ეფუძნება ევროპულ და საერთაშორისო პრაქტიკას და საქართველოში ნარჩენების მართვის სფეროში თანამედროვე, ეკოლოგიურად უსაფრთხო ტექნოლოგიების გამოყენების კიდევ ერთ შესაძლებლობას ქმნის.

საწარმოს გახსნის ღონისძიებაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი მიხეილ გოგოლიძე იმყოფებოდნენ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image 2026 წლის აგვისტოში შპს ბლექ სი პეტროლიუმი TOP-10 უმსხვილეს ექსპორტიორთა შორისაა

22.09.2026.16:34

2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 17 926.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.4 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 5 422.5 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 22.1 პროცენტით), ხოლო იმპორტი 12 504.4 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 3.4 პროცენტით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ- აგვისტოში 7 081.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.5 პროცენტია.

Business Insider Georgia-ს მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი ინფორმაციით,

TOP 10 უმსხვილესი ექსპორტიორი 2026 წლის აგვისტოში:

ორგანიზაციის კოდი - ორგანიზაციის დასახელება

204870844   აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი
404519794 სს რუსთავის აზოტი
206284705 შპს აირზენა
225359947 შპს არ ემ ჯი გოლდი
405572394 შპს ბლექ სი პეტროლიუმ
402353591 შპს ესაითისი სოლუშენს
415083778 შპს კავკასიან მეტალს ტერმინალი
236089273 შპს ტოიოტა კავკასია
404906731 შპს ჯეი თი აი კავკასუს
208205360 შპს ჯორჯიან ეარვეისი

შენიშვნა: ექსპორტიორები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა