ჩვენი მხრივ, საქართველოს მთავრობა განვაგრძობთ ისეთი საინვესტიციო გარემოს შექმნას, სადაც საერთაშორისო კაპიტალი, ქართული ბიზნესი და საქართველოს გრძელვადიანი ეკონომიკური ინტერესები ერთმანეთს ბუნებრივად უკავშირდება და უზრუნველყოფს ქვეყნის რეგიონულ ეკონომიკურ ცენტრად ჩამოყალიბებას - მარიამ ქვრივიშვილი
„მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო პროექტები კონკრეტული ინვესტიციის ფარგლებს სცდება - აძლიერებს ნდობას საქართველოს ეკონომიკური პოტენციალისა და გრძელვადიანი პერსპექტივების მიმართ და საერთაშორისო საინვესტიციო საზოგადოებას უგზავნის მკაფიო სიგნალს, რომ საქართველოში მასშტაბური პროექტების წარმატებით განხორციელებისთვის ყველანაირი პირობა არსებობს" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პრეზენტაციაზე, რომელსაც მარიამ ქვრივიშვილი პრემიერ-მინისტრთან ერთად დაესწრო.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, პროექტი უკვე დღეიდან შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, ხელს შეუწყობს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას და ახალ სიმაღლეზე აიყვანს ქართულ და საერთაშორისო კომპანიებს შორის თანამშრომლობას. მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ასევე მადლობა გადაუხადა ტრამპის ორგანიზაციას და პროექტის პარტნიორებს.
„მსურს, მადლობა გადავუხადო პროექტის პარტნიორებს: ტრამპის ორგანიზაციას, არქი ჯგუფს, ინვიას და საფირ ორგანიზაციას საქართველოსადმი გამოცხადებული ნდობისა და ასეთი მასშტაბური საინვესტიციო გადაწყვეტილებისთვის. ჩვენი მხრივ, საქართველოს მთავრობა განვაგრძობთ ისეთი საინვესტიციო გარემოს შექმნას, სადაც საერთაშორისო კაპიტალი, ქართული ბიზნესი და საქართველოს გრძელვადიანი ეკონომიკური ინტერესები ერთმანეთს ბუნებრივად უკავშირდება და უზრუნველყოფს ქვეყნის რეგიონულ ეკონომიკურ ცენტრად ჩამოყალიბებას" - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
სხვა სიახლეები
ქართველ ხალხს უყვარს ამერიკა და ამერიკას უყვარს ქართველი ხალხი - ერიკ ტრამპი
15.09.2026.22:01
ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს პროექტი განხორციელდება და ეს ყველაფერი ხდება საქართველოში, სადაც ადამიანები ზრუნავენ ერთმანეთზე, - განაცხადა „ტრამპის ორგანიზაციის“ აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ერიკ ტრამპმა ???????????????????? ???????????????????? ????????????????????????????-ის პროექტის პრეზენტაციაზე ვიდეოჩართვისას.
ერიკ ტრამპმა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ეკონომიკის მინისტრს მადლობა გადაუხადა.
„ეს ყველაფერი დაიწყო მარ-ა-ლაგოში, ფლორიდაში, როცა ჩვენ ვსაუბრობდით საქართველოზე, როგორც წარმოუდგენლად კარგ ქვეყანაზე. ქართველ ხალხს უყვარს ამერიკა და ამერიკას უყვარს ქართველი ხალხი. ევროპასა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა უფრო სწრაფად იზრდება. ვუყურებთ ჩვენ საქართველოს კულტურულ ასპექტს, ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობას, ეს არის გზაჯვარედინი, ვუყურებთ ბუნებრივ სილამაზეს და ეს არის ქალაქი, სადაც ყველას აქ უნდა ყოფნა.
როცა პროექტებს ვახორციელებთ ხოლმე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მთლიანად ეს კლიმატი, იმიტომ რომ ჩვენ საუკეთესო შენობებს ვაშენებთ ქვეყნებში, სადაც არის ძალიან დიდი სტუმართმოყვარეობა და ძალიან პრესტიჟულია ეს შენობები. ნამდვილად გვინდა, რომ გამორჩეული შენობები გვქონდეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ამას მხარს უჭერს მამაჩემი. ჩვენ ნამდვილად გვინდა, რომ გვქონდეს ასეთი პრესტიჟული შენობები“, - განაცხადა ერიკ ტრამპმა.