მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.2
0.012
flag
AZN 1.532
-0.0002
flag
CNY 38.827
-0.0005
flag
EUR 2.9257
-0.015
flag
GBP 3.4392
-0.0033
flag
KZT 57.93
-0.0082
flag
TRY 0.053
-0.0001
flag
USD 2.6039
-0.0003
news banner

ჩვენი მოლოდინები თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის დასრულების შემდეგ ძალიან პოზიტიურია - მარიამ ქვრივიშვილი

news image
mbc image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი შეაფასა. მინისტრის თქმით, ფორუმზე თითოეულ ქვეყანას, განსაკუთრებით კი საქართველოს, ჰქონდათ შესაძლებლობა, კიდევ უფრო დეტალურად ესაუბრათ იმ მიღწევებზე, შედეგებსა და გეგმებზე, რომლებიც უშუალოდ ტრანსპორტის, ლოგისტიკის და ინვესტიციების მიმართულებით გააჩნიათ.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოვიყენეთ ეს შესაძლებლობა და ბევრი ვისაუბრეთ იმ მიღწევებზე, რომლებიც ჩვენს ქვეყანას აქვს უშუალოდ ეკონომიკის განვითარების კუთხით, ასევე მიმდინარე და დაგეგმილ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. ისინი მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებისთვის როგორც უშუალოდ შუა დერეფანში, ასევე ტრანზიტული ლოგისტიკური ჰაბის ფუნქციის გაძლიერებისთვის," - აღნიშნა მინისტრმა.

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025 წლის 22-23 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით გაიმართა და მასში 70-ზე მეტი ქვეყნის 2300-ზე მეტმა დელეგატმა მიიღო მონაწილეობა. 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მოლოდინები ფორუმის დასრულების შემდეგ ძალიან პოზიტიურია, რომ საქართველოს ექნება არაერთი ხელშესახები შედეგი, რადგან ფორუმის ფარგლებში უმნიშვნელოვანესი შეხვედრები გაიმართა.

„ფორუმზე გამართული შეხვედრების ფარგლებში ჩვენ ვისაუბრეთ კონკრეტულ პროექტებზე, მათი შესრულების გეგმებსა და ვადებზე, რაც, რა თქმა უნდა, აისახება ასევე კონკრეტულ შედეგებში. აღნიშნული პროექტები უზრუნველყოფს საქართველოს ეკონომიკის, მისი როლისა და ფუნქციის გაძლიერებას შუა დერეფანში და მისი პოზიციონირების  კიდევ უფრო მეტად გამყარებას, როგორც ტრანზიტული - ლოგისტიკური ჰაბის," - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ეკონომიკა იქნება ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი მომავალშიც - პრემიერი

03.10.2026.23:46

დოლარში ჩვენი ეკონომიკა 2020 წელს იყო 16 მლრდ და ამ წლის ბოლოს გახდება დაახლოებით 43 მლრდ. საუბარია ძალიან დიდ ნახტომზე, რაც საბოლოო ჯამში აისახება მოსახლეობის საშუალო ხელფასზე. საშუალო ხელფასი, მაგალითად იყო 2012 წელს 712.5 ლარი, მაშინ, როდესაც გვეუბნებოდნენ, რომ ეკონომიკა ყვაოდა. დღეს არის 2 283 ლარი, დაახლოებოთ 2 300 ლარი, - მის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში" განაცხადა.
 
მთავრობის მეთაურის თქმით, უმუშევრობა შემცირდა 26.7-დან 13.9%-მდე 2012 წელთან შედარებით. 
 
„სიღარიბის მაჩვენებელზეც ეს ყველაფერი აისახა. სიღარიბის მაჩვენებელი 2012 წელს იყო 1 120 000. 1 120 000-ზე მეტი ადამიანი საქართველოში 2012 წელს ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა. კიდევ ერთი საინტერესო დეტალია, რომ 34%-დან მხოლოდ 30%-მდე მოახერხეს სიღარიბის შემცირება 2003 წლიდან 2012 წლამდე. მას შემდეგ გვაქვს რადიკალური ცვლილება. 30% იყო 2012 წელს, 21.3% იყო ჯერ კიდევ 2020 წელს სიღარიბე და სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ გამოიწვია ის, რომ დღეს სიღარიბის მაჩვენებელი არის 2020 წელთან შედარებითაც კი 3-ჯერ ნაკლები, 7.1%. ესეც არის ერთ-ერთი შედეგი, რაც მოიტანა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამ, დემოკრატიულმა გარდატეხამ, ეკონომიკური წინსვლაც. თუ 1 120 000-ზე მეტი ადამიანი  ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა, წელს ეს მაჩვენებელი არის 280 000. მთავარია, რომ ეს ტემპი შევინარჩუნოთ. ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია 4-წლიან პერსპექტივაში გავანულოთ სიღარიბე. ის 280 000 ადამიანიც, რომელიც დღეს ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა, დააღწევს თავს სიღარიბეს. ყველა მიმართულებით გვაქვს პროგრესი. ერთადერთი მიმართულება, ძალიან მტკივნეულია, არის დემოგრაფია, სადაც გვაქვს გამოწვევები და ამაზე ვაგრძელებთ მუშაობას, თუმცა ბევრ კომპლექსურ, მათ შორის გლობალურ პრობლემებთან არის დაკავშირებული დემოგრაფიული საკითხის მოგვარება, თუმცა ამაზეც აქტიურად ვმუშაობთ. 
მთლიანობაში, ეკონომიკა არის გადამწყვეტი იმისათვის, რომ გავაძლიეროთ ქვეყნის პოზიციები ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ ვიყოთ უფრო მყარად, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდეს, სიღარიბე აღმოიფხვრას, მიგრაციის კუთხით ტენდენციები კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდეს. მხოლოდ ბოლო 2 წელია, მანამდე გვქონდა ყოველ წელს უარყოფითი მიგრაციული სალდო. იმაზე მეტი ადამიანი გადიოდა ქვეყნიდან, ვიდრე შემოდიოდა. ბოლო 2 წელია მხოლოდ, როდესაც მოქალაქეების ნაწილშიც, ანუ აქ არ შედიან უცხოელები, იმაზე მეტი შემოდის, ბრუნდება საქართველოში, ვიდრე გადის. ეკონომიკური ზრდა არის ამის მთავარი განმაპირობებელი. ჩვენ თუ გავაგრძელეთ ამ ტემპით ეკონომიკის განვითარება, ამ შემთხვევაში მიგრაციის კუთხითაც გვექნება სრულიად სხვა მაჩვენებლები და ყველა სხვა  მიმართულებით გვექნება მუდმივი პროგრესი, ევროინტეგრაციის მიმართულებითაც უფრო ძლიერი პოზიციები გვექნება და ა.შ. ეკონომიკა იქნება ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი მომავალშიც", -  განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა