ჩვენი მოლოდინია, რომ ეროვნული ბანკი 29 ივლისის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 8.25%-ზე, უცვლელად შეინარჩუნებს - Galt & Taggart
Galt & Taggart-ი გნახლებულ პუბიკაციას აქვეყნებს ცენტრალური ბანკის შესახებ, რომელშიც განსაკუთრებული აქცენტი 29 ივლისის მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებასა და აღნიშნულზე მოქმედ პოტენციურ ფაქტორებზე კეთდება.
,,საქართველოს ეროვნული ბანკმა (სებ) ივნისში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25%-ზე უცვლელად დატოვა, მაისში განხორციელებული 25 საბაზისო პუნქტით ზრდის შემდეგ. ივლისის შუა რიცხვებში ჰორმუზის სრუტე კვლავ დაიხურა, რის შედეგადაც Brent-ის ნავთობის ფასი ივნისის ბოლოს არსებული 72 აშშ დოლარიდან გასულ კვირას 100 აშშ დოლარამდე გაიზარდა. თუმცა, ამჯერად ფასების ზრდა ეტაპობრივად განვითარდა და არა მკვეთრი ნახტომის სახით. ამასთან, შემოსული მონაცემები, რომლებიც საბაზო და შიდა ინფლაციის შემდგომ შენელებას აჩვენებს, ამ ეტაპზე ზომიერ მიდგომას ამართლებს. ჩვენი მოლოდინია, რომ სებ-ი შეინარჩუნებს მომლოდინე („wait-and-see“) პოზიციას და 29 ივლისის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 8.25%-ზე უცვლელად დატოვებს. თუმცა, თუ ნავთობის მაღალი ფასები უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შენარჩუნდება, ინფლაციური წნეხის განახლება შესაძლოა მეორე რაუნდის ეფექტების რისკს გაზრდის. სწორედ ასეთ სცენარზე მიუთითა ეროვნულმა ბანკმა მაისში, როდესაც განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში მონეტარული პოლიტიკის დამატებით გამკაცრებისთვის მზად იყო. ასეთ შემთხვევაში, სექტემბერში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის კიდევ 25 საბაზისო პუნქტით ზრდა გამორიცხული არ არის”, - წერს Galt & Taggart-ი.
სხვა სიახლეები
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში ინდოეთის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
06.10.2026.19:29
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ამით ქუმარ მიშრასთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
მინისტრმა ინდოეთის ელჩს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.
საუბარი შეეხო თანამშრომლობის პერსპექტივებს ვაჭრობის, ინვესტიციების, ინოვაციების, ტურიზმის, სამოქალაქო ავიაციის, ციფრული ტექნოლოგიებისა და ლოგისტიკის მიმართულებით.
შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და თამარ იოსელიანი ესწრებოდნენ.