მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ჩვენი მთავარი ამოცანაა, შუა დერეფნის გაძლიერება, გამჭვირვალე ტარიფები და ტვირთების გადაზიდვის დროის შემცირება - დავით ფერაძე

news image
mbc image

რა ეტაპზეა რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, როგორია არსებული ვითარება და მოლოდინები, შუა დერეფანი და საქართველოს როლი, პროგნოზები, რა მნიშვნელობა აქვს იუჯითი • UGT-თან ერთად კონტეინერული დატა ცენტრის მოწყობას და რა ახალი შესაძლებლობები ექნება „საქართველოს რკინიგზას“, როგორც სამგზავრო ასევე სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით. ამ და სხვა საკითხებზე „სხვა ინტერვიუს“ ფორმატში გიორგი აბაშიშვილი საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორს დავით ფერაძეს ესაუბრა.

  • საქართველოს რკინიგზის ირგვლივ სასაუბრო ყოველთვის საინტერესოა და ბევრია. არის რამდენიმე საკითხი რაზეც ყურადღება გვინდა გავამახვილოთ თქვენთან საუბარში. აქვს კითხვები საზოგადოებას, პროფესიულ წრეებს და იმედი მაქვს ჩვენ ამ თემებზე ვისაუბრებთ. ერთ-ერთი კითხვა შეეხება სარკინიგზო მაგისტრალის რეაბილიტაციის საკითხს, ისევე როგორც მოდერნიზაციას მთლიანობაში. ამ კუთხით როგორი ვითარებაა და მოლოდინები გაქვთ ამ პროცესის დასრულების შემდეგ ტექნიკურ-ეკონომიკური და იმ ახალი შესაძლებლობების თვალსაზრისით, რომელიც ჩნდება ქვეყანაში?

საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი უღელტეხილის მონაკვეთზე, საკმაოდ ისტორიული და მასშტაბურია ჩვენი ქვეყნისა და რეგიონისთვის. მსგავსი მასშტაბური პროექტი „საქართველოს რკინიგზას“ ბოლო ათწლეულების განმავლობაში არ განუხორციელებია. როგორც მოგეხსენებათ მსოფლიოსა და ჩვენს რეგიონში არაერთი გეოპოლიტიკური ცვლილება განხორციელდა. შესაბამისად შუა დერეფანთან მიმართებით, სატრანსპორტო პოტენციალის კუთხით საკმაოდ გაზრდილია ინტერესი. არაერთი სუბიექტია ჩართული ჩვენი დერეფნის განვითარებაში, არაერთი სარკინიგზო ადმინისტრაცია, მათ შორის სანაოსნო ტერმინალები და პორტები. ამათ აქვთ ყველას ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა - გამტარუნარიანობა. შესაბამისად, საქართველოს რკინიგზას ვიწრო ყელი ჰქონდა უღელტეხილზე. წლების წინ კომპანიამ დაიწყო მოდერნიზაციის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა ამ ვიწრო ყელის გაფართოებას და ზრდას გამტარუნარიანობის კუთხით, როგორც სატვირთო მატარებლების დანიშნულებით, ისე სამგზავრო გადაყვანებთან მიმართებით. მთავარი შედეგი, რაც იქნება წლის ბოლოს, როდესაც დასრულდება ჩვენი მოდერნიზაციის პროექტი, ეს არის გაზრდილი გამტარუნარიანობა. დაახლოებით 27 ტონაა დღეის მდგომარეობით და მოსალოდნელია ზრდა 48 ტონამდე.

  • ეს შედეგი დადგება წლის ბოლოს?

დიახ, წლის ბოლოს ვფიქრობთ ამ პროექტის დასრულებას. ასევე მინდა ხაზი გაუსვა ამ პროექტთან მიმართებით, რომ 42 კილომეტრი ახალი სამშენებლო მანძილი დაიგო. მათ შორის იყო 6 სარკინიგზო გვირაბი, 10 ხიდი, რამდენიმე სადგურის გარემონტება მოხდა, სამი ახალი აშენდა. ყველაზე მთავარი რა თქმა უნდა არის გამტარუნარიანობის გაზრდა და მეორე მხრივ, საქართველოს რკინიგზის საოპერაციო ხარჯები პროექტის დასრულებიდან 1 წლის თავზე შემცირდება დაახლოებით 10%-ით. შემცირდება მატარებლის მსვლელობის დრო დაახლოებით 30 წუთით. გაიზრდება უსაფრთხოების სტანდარტები და რთული ქანობები და რადიუსების მოცულობა შემცირდება. ეს არის ყველაზე რთული და ულამაზესი მონაკვეთი საქართველოს რკინიგზაზე.

  • ჩვენ როცა ვსაუბრობთ მოდერნიზაციის შედეგებზე, თქვენ ტვირთების გამტარუნარიანობის მაღალი შესაძლებლობა ახსენეთ. ბუნებრივია, დღეს რა ვითარებაც <
banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა