მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ჩვენი მთავრობის პოლიტიკა არის, რომ დივერსიფიკაცია მოვახდინოთ საექსპორტო პროდუქტების ბაზრების და ჩინეთი ამ კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია - გენადი არველაძე

news image
mbc image

„მას შემდეგ, რაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობა ძალაში შევიდა, ახალი პროდუქტების ექსპორტმა, ჯამურად, შეადგინა დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის ექსპორტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ გადაცემაში „დებატები რუსთავი2-ზე".

მინისტრის მოადგილემ საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობისა და მათი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, 2015 წელს საქართველო იყო ერთ-ერთი ის ქვეყანა, რომელიც მიუერთდა ინიციატივას „ერთი გზა, ერთი სარტყელი" - ამ ინიციატივის ფარგლებში კი საქართველოს ჩინეთთან გრძელვადიანი პარტნიორობის დაწყების შესაძლებლობა მიეცა.

„ამის შემდეგ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ჩინეთის ხელისუფლებასთან ერთად, რომ დაგვეწყო მოლაპარაკებები თავისუფალ ვაჭრობაზე, 2015 წელს და წარმატებით დავასრულეთ. ეს იყო ყველაზე მოკლევადიანი მოლაპარაკებები, რომელიც ჩინეთს უწარმოებია, მათ შორის საქართველოს ისტორიაშიც, სადაც მივაღწიეთ ძალიან ამბიციურ შედეგს - საქართველოში წარმოებული პროდუქციის 96% გათავისუფლებულია და ნულოვანი ტარიფით თავსდება ჩინეთის ბაზარზე", - განაცხადა გენადი არველაძემ.

მინისტრის მოადგილის თქმით, მნიშვნელოვანი იყო ასევე 2018 წლის 1 იანვრის შეთანხმება, რომლის შედეგად, თუ 2025 და 2026 წლების შედარება მოხდება, 2017 წელთან შედარებით საქართველოს დაახლოებით 140%-იანი ზრდა აქვს ექსპორტის მიმართულებით.

„ასევე გვაქვს ახალი პროდუქტები, რომლებიც განთავსდა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ. ჩვენ ამ კუთხით ასევე გვაქვს სხვადასხვა ღონისძიებები, რითაც ხელს ვუწყობთ საექსპორტო პოტენციალის გაზრდას. ზოგადად, ჩვენი მთავრობის პოლიტიკა არის, რომ დივერსიფიკაცია მოვახდინოთ ჩვენი საექსპორტო პროდუქტების ბაზრების და ჩინეთი ამ კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია, ვისთანაც ჩვენ გვაქვს დაგეგმილი, რომ აღნიშნულ ბაზარზე მოვახდინოთ უფრო მეტი ცნობადობის ამაღლება საქართველოში წარმოებულ პროდუქტზე", - განაცხადა გენადი არველაძემ.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა