მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.6
0.0007
flag
AZN 1.5345
-0.0005
flag
CNY 38.866
-0.0024
flag
EUR 3.0097
-0.0015
flag
GBP 3.5155
-0.0034
flag
KZT 58.27
0.0008
flag
TRY 0.0536
-0.0001
flag
USD 2.6085
-0.0006
news banner

ჩვენი „პოზიტიური“ პერსპექტივა ეფუძნება შეფასებას, რომ საქართველოს მაკროეკონომიკური ფუნდამენტური მაჩვენებლების მდგრადი გაძლიერების ტენდენცია შესაძლოა გაგრძელდეს - S&P

news image
mbc image

S&P-მ საქართველოს რეიტინგი 'BB' დონეზე დაადატურა, ხოლო პერპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა. 

S&P-ს „პოზიტიური“ პერსპექტივა ეფუძნება შეფასებას, რომ საქართველოს მაკროეკონომიკური ფუნდამენტური მაჩვენებლების მდგრადი გაუმჯობესება შესაძლოა გაგრძელდეს. ბოლო სამი წლის განმავლობაში რეალური მშპ-ის ზრდამ საშუალოდ 8.3% შეადგინა, რაც გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 

ანგარიშის თანახმად, სარეიტინგო სააგენტომ საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.4%-დან 6.4%-მდე გააუმჯობესა.  

,,საკრედიტო ფუნდამენტური მაჩვენებლები კვლავ გაძლიერდა, რასაც მდგრადი და ძლიერი ეკონომიკური ზრდა,  მაკროეკონომიკური მართვა და მდგრადი შიდა მოთხოვნა განაპირობებს. საერთაშორისო რეზერვების დაგროვებამ მნიშვნელოვნად გააძლიერა საქართველოს საგარეო პოზიცია, რის შედეგადაც ქვეყანა საგარეო შოკების მიმართ ნაკლებად მოწყვლადი გახდა", - აღნიშნულია S&P-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.  

სარეიტინგო სააგენტოს შეფასებით, საქართველოს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოები რეგიონულ კონტექსტში კვლავ შედარებით გონივრული და ფრთხილი რჩება, რაც მაკროეკონომიკური მართვის კონსერვატიულ პრაქტიკას ასახავს. ამავე შეფასებით, პრაქტიკამ ხელი შეუწყო ეკონომიკის მდგრადობას და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ ნდობის შენარჩუნებას. ანგარიშში აღნიშნულია ისიც, რომ ხელისუფლება კვლავ ინარჩუნებს კონსტრუქციულ ურთიერთობებს მრავალმხრივ ინსტიტუტებთან, მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF), რის გამოც რეფორმების განხორციელება რამდენიმე მიმართულებით კვლავ გრძელდება.

,,საქართველო კვლავ აფიქსირებს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ეკონომიკური ზრდის ტემპს. ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 8.3%-ით იზრდებოდა წელიწადში. 2026 წლის დასაწყისშიც ეკონომიკური ზრდა კვლავ მაღალი იყო, რასაც ძირითადად მდგრადი კერძო მოხმარება განაპირობებდა, ხოლო რეგიონში გაზრდილი დაძაბულობის შედეგად ეკონომიკაზე გადამდები ეფექტები ჯერჯერობით შეზღუდული იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში დაფიქსირებულ განსაკუთრებულად მაღალი ზრდის ტემპებთან შედარებით ეკონომიკური ზრდის გარკვეულ შენელებას ველოდებით, ჩვენი პროგნოზით, 2026 წელს ზრდა კვლავ მაღალ დონეზე, დაახლოებით 6.4%-ზე, შენარჩუნდება, რასაც ძირითადად მოხმარება განაპირობებს, რის შემდეგაც ზრდის ტემპი საშუალოვადიან პოტენციურ დონეს, დაახლოებით 5.0%-ს, დაუახლოვდება.

ჩვენი საბაზისო პროგნოზი არ ითვალისწინებს Eagle Hills-ის პოტენციურ ინვესტიციას, რომლის მოცულობაც შესაძლოა 6 მლრდ აშშ დოლარამდე იყოს (მშპ-ის დაახლოებით 15%). თუმცა, პროექტის განხორციელების შემთხვევაში, იგი მნიშვნელოვან დადებით შესაძლებლობას შექმნის ეკონომიკური ზრდის, ინვესტიციებისა და საშუალოვადიანი ნდობისთვის, განსაკუთრებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და სამშენებლო აქტივობის ზრდის გზით", - აღნიშნავს S&P.

სარეიტინგო სააგენტოს S&P-ს შეფასებით, საქართველოს ფისკალური ჩარჩო კვლავ ფრთხილი და გონივრულია, რასაც ხელს უწყობს კონსერვატიული პოლიტიკის პოზიცია. ამასთან S&P-ს მოლოდინით, დაფინანსების საჭიროებები კვლავ დაკმაყოფილდება ადგილობრივი ბაზრიდან სესხებისა და ოფიციალური კრედიტორებისგან მიღებული გრძელვადიანი შეღავათიანი საგარეო დაფინანსების კომბინაციით, რაც ხელსაყრელი ვალის პროფილის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს. საქართველოს საგარეო პოზიცია ბოლო წლებში კვლავ გაუმჯობესდა, რაც აისახა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის 2025 წელს რეკორდულად დაბალ, მშპ-ის 2.6%-მდე შემცირებაში. გაუმჯობესება განაპირობა მომსახურების ექსპორტის ზრდამ (IT, ტურიზმი და ლოგისტიკა), ფულადი გზავნილების შემოდინებამ და საქონლის ექსპორტის ზრდამ. 

,,საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეზერვების სწრაფი ტემპით დაგროვება განაგრძო და 2026 წლის ივლისში მათი მოცულობა წლიურად დაახლოებით 52%-ით გაიზარდა, შესაბამისად რეკორდულ, დაახლოებით 7.1 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია. რეზერვების ზრდა ძირითადად ეროვნულ ბანკის მიერ უცხოური ვალუტის მნიშვნელოვანი წმინდა შესყიდვებით იყო განპირობებული, რომელთა მოცულობამ 2025 წელს 2.4 მლრდ აშშ დოლარი, ხოლო 2026 წლის იანვარ-ივნისში დამატებით 2.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამ პროცესს ხელი შეუწყო ტურიზმიდან მიღებულმა მაღალმა შემოსავლებმა, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და სხვა მომსახურების ექსპორტის  ზრდამ, ფულადი გზავნილების მაღალმა შემოდინებამ და დოლარიზაციის შემცირების პროცესმა, რამაც ადგილობრივ ბაზარზე უცხოური ვალუტის მიწოდება გაზარდა. რეზერვების ღირებულებაზე ასევე დადებითად იმოქმედა ოქროს ფასების ზრდამ. საერთო ჯამში, რეზერვების დაგროვებამ გააძლიერა საქართველოს საგარეო ლიკვიდობის ბუფერები და გაზარდა ხელისუფლების შესაძლებლობა, მართოს გაცვლითი კურსის მერყეობა. ჩვენი მოლოდინით, რეზერვები ძირითადად სტაბილურ დონეზე შენარჩუნდება. ჩვენი მოლოდინით, ინფლაციური წნეხი თანდათან შემცირდება საბაზო ეფექტების ამოწურვისა და შიდა მოთხოვნის ნორმალიზების ფონზე", - წერს S&P. 

სარეიტინგო სააგენტოს S&P-ს შეფასებით, საქართველოს საბანკო სისტემა კვლავ მომგებიანი, კაპიტალით კარგად უზრუნველყოფილი და მაღალლიკვიდურია, რასაც ხელს უწყობს ზედამხედველობის ფრთხილი პოლიტიკა, საკრედიტო პორტფელის ძლიერი ზრდა და დაკრედიტების კონსერვატიული სტანდარტები. ფინანსური დოლარიზაციის თანდათანობითი შემცირების მიუხედავად, საბანკო ბალანსები კვლავ მგრძნობიარეა გაცვლითი კურსის ცვლილებების მიმართ. ეროვნულმა ბანკმა განაგრძო მაკროპრუდენციული ჩარჩოს გაძლიერება, რაც ხელს უწყობს ფინანსურ სტაბილურობას და დოლარიზაციის შემდგომ შემცირებას. 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მოემსახურება როგორც საქართველოს, ასევე რეგიონს და შესაბამისად, უმნიშვნელოვანესი პროექტია, ზოგადად, შუა დერეფნის კონტექსტშიც - თამარ იოსელიანი

15.09.2026.23:39

„მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, შუა დერეფანში უნდა გასამმაგდეს ტვირთების რაოდენობა, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საქართველოს თავისი კონტრიბუცია აქვს ამ მიმართულებით. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მოემსახურება როგორც საქართველოს, ასევე რეგიონს და შესაბამისად, უმნიშვნელოვანესი პროექტია ზოგადად შუა დერეფნის კონტექსტშიც" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა გადაცემაში „ბიზნეს პარტნიორი". 

მინისტრის მოადგილემ მსხვილი სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე ისაუბრა და ამ კუთხით აღნიშნა საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე განახლებები თამარ იოსელიანის თქმით, მხოლოდ  წელს დაახლოებით 1 მლრდ ლარის ინვესტიცია იდება საქართველოს რკინიგზაში შესაბამისი შემადგენლობების გასაახლებლად.

„ზოგადად, ეს სინერგია და ეს ჯაჭვი ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე მნიშვნელოვანია ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს გზების მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მოცულობა - პირველი ფაზა მოემსახურება დაახლოებით 10 მილიონ ტონა ნაყარ და გენერალურ ტვირთს და ასევე 600 000 TEU კონტეინერს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი სიმძლავრის დამატება იქნება, როგორც საქართველოსთვის, ასევე ზოგადად რეგიონისთვის", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ამასთან, თამარ იოსელიანმა ხაზი გაუსვა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პროცესი გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს.

„აქ არის უმნიშვნელოვანესი ორი პროექტი - როგორც გზის მშენებლობა, ასევე სარკინიგზო ხაზის მშენებლობა. როგორც რამდენიმე დღის წინ ითქვა და გაცხადდა, ანაკლიასთან დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის ტენდერი  დაახლოებით ოქტომბრის თვეში გამოცხადდება და ესეც იქნება შესაბამისი წინგადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ანაკლიის პორტმა 2029 წელს სრულფასოვნად შეძლოს ფუნქციონირება" - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა