ჩვენი პროგნოზით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის ახალ ისტორიულ მინიმუმს მიაღწევს 2026 წელს | Galt & Taggart
Galt & Taggart ბაზრის ყოველკვირეულ მიმოხილვას ქვეყნებს, რომლის თანახმადაც გამოკვეთილია შემდეგი აქცენტები:
ეკონომიკური ზრდა: საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის მაისში რეალური მშპ წლიურად 6.4%-ით გაიზარდა, რაც ჩვენს მოლოდინებთან თანხვედრაშია. ჯამურად, 2026 წლის იანვარ-მაისში საქართველოს ეკონომიკა 7.8%-ით გაიზარდა. მაისის ზრდა ძირითადად განაპირობა საფინანსო საქმიანობის, ინფორმაცია & კომუნიკაციის, დამამუშავებელი მრეწველობის და ტრანსპორტის დარგებმა. ამასთან, კლება დაფიქსირდა მშენებლობის სექტორში. ჩვენი მოლოდინით აღნიშნული სექტორი წლის მეორე ნახევარში გააქტიურდება.
ჩვენი პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა 7.0%-ით გაიზრდება 2026 წელს, ხოლო 6.0%-ით 2027 წელს (იხილეთ უახლესი მაკრო პროგნოზები აქ).
ინფლაცია: 2026 წლის ივნისში წლიური ინფლაცია, მცირედით, 5.8%-მდე გაიზარდა, წინა თვის 5.7%-დან, რაც ნავთობპროდუქტების ფასების განგრძობითი ზრდით იხსნება. აგრეგირებულ დონეზე, ივნისში იმპორტირებული და შერეული საქონლის ფასების წლიური ზრდის ტემპები დაჩქარდა და, შესაბამისად, 6.1%-სა და 6.2%-ს მიაღწია (+5.8% წ/წ და 5.6% წ/წ წინა თვეში). ამასთან, ადგილობრივად წარმოებული საქონლისა და მომსახურების ფასების წლიური ზრდა 5.7%-მდე შენელდა ივნისში, წინა თვის 6.0%-დან. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, რომელიც კალათიდან გამორიცხავს სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს, 3.2%-მდე შემცირდა 2026 წლის ივნისში, წინა თვის 3.5%-ის შემდეგ.
სასაქონლო ჯგუფების მიხედვით, 2026 წლის ივნისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (+5.6% წ/წ, +1.92პპ), ტრანსპორტი (+16.5% წ/წ, +1.87პპ), კომუნალურები (+7.2% წ/წ, +0.69პპ), ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (+5.4% წ/წ, +0.35პპ), ჯანდაცვა (+4.7% წ/წ, +0.40პ), სასტუმროები და რესტორნები (+8.4% წ/წ, +0.28პპ), ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა (-2.2% წ/წ, -0.12პპ) და კავშირგაბმულობა (-6.4% წ/წ, -0.20პპ).
იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამად გლობალურ ბაზრებზე ნავთობის ფასები ახლო აღმოსავლეთში ესკალაციამდელ ნიშნულს დაუბრუნდა, ვინარჩუნებთ 2026 წლის საშუალო წლიური ინფლაციის პროგნოზს 4.8%-ის დონეზე.
მიმდინარე ანგარიში: 2026 წლის I კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მკვეთრად შემცირდა მშპ-ის 3.8%-მდე, 2025 წლის I კვარტლის 7.9%-დან. აღნიშნული შემცირება განაპირობა მომსახურების დადებითი ბალანსის 9.8%-იანმა ზრდამ (რასაც ხელი შეუწყო ICT ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების წლიურმა 59.5%-იანმა ზრდამ 479 მლნ აშშ დოლარამდე), უარყოფითი შემოსავლების ბალანსის შემცირებამ (-20.2% წ/წ, -423 მლნ აშშ დოლარამდე) და ტრანსფერტების ბალანსის გაუმჯობესებამ (+7.0% წ/წ, 901 მლნ აშშ დოლარამდე). ამასთან, ამავე პერიოდში საქონლით სავაჭრო დეფიციტი წლიურად 1.8%-ით შემცირდა და 1.7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ვინაიდან საქონლის ექსპორტი მკვეთრად, 23.8%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტის ზრდამ 11.4% შეადგინა.
დაფინანსების მხრივ, 2026 წლის I კვარტალში წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაორმაგდა და 160.9 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო წმინდა პორტფელური ინვესტიციები თითქმის ხუთჯერ გაიზარდა 452.7 მლნ აშშ დოლარამდე. ორივე წყაროდან შემოდინებამ ერთობლივად მნიშვნელოვნად გადააჭარბა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს, რამაც განაპირობა სარეზერვო აქტივების 147.5 მლნ აშშ დოლარით ზრდა.
ჩვენი პროგნოზით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის ახალ ისტორიულ მინიმუმს - 2.4%-ს მიაღწევს 2026 წელს.
სხვა სიახლეები
ჩვენი პროგნოზით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის ახალ ისტორიულ მინიმუმს მიაღწევს 2026 წელს | Galt & Taggart
07.07.2026.10:00