მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ჩვენი საფინანსო ბაზარი ინვესტორებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველია - ნათია თურნავა

news image
mbc image

„ჩვენი საფინანსო ბაზარი ინვესტორებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველია. არსებობს ინტერესი, როგორც უკვე არსებულ საბანკო ინსტიტუტებში ახალი ინვესტორების შემოსვლის, ისე საქართველოში ახალი საბანკო და საფინანსო ინსტიტუტების შექმნის მიმართულებით. დარწმუნებული ვართ, კანონმდებლობის გამარტივება საქართველოში ახალი ბანკების შემოსვლას შეუწყობს ხელს", - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, ბოლო წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებისა და საგარეო გამოწვევების გათვალისწინებით, კანონმდებლობის გამარტივება საქართველოს საბანკო სექტორში ახალი ინვესტორების მოზიდვასა და ბაზარზე კონკურენციის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

საუბარია „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე, რომელთა საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში 3 ნოემბერს დარეგისტრირდა. ინიციატივა საქართველოში უცხოური ბანკების ფილიალების, შვილობილი კომპანიების დაფუძნებისა და მათთვის საბანკო ლიცენზიის მიღების პროცედურების გამარტივებას ითვალისწინებს.

ცვლილებების მიზანია საქართველოში მაღალი რეპუტაციის მქონე უცხოური ბანკების შემოსვლის წახალისება, საბანკო სექტორში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მრავალფეროვნების გაზრდა და კონკურენციის გაძლიერება.

ნათია თურნავას განცხადებით, სანდო ქვეყნების ან საბანკო ინსტიტუტების კონკრეტული ჩამონათვალი განსაზღვრული არ არის. ეროვნული ბანკი ინვესტორებს შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე შეაფასებს. კერძოდ, ყურადღება გამახვილდება მათ საზედამხედველო პოლიტიკის ჩარჩოზე, ქვეყნისა და კონკრეტული საბანკო ინსტიტუტის საკრედიტო რეიტინგებზე.

კანონპროექტის მიხედვით, გამარტივებული წესით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ უცხოურ ბანკებს, რომლებიც სანდო ქვეყნის ტერიტორიაზე საქმიანობენ და საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აქვთ ეროვნული ბანკისთვის მისაღები ან უფრო მაღალი საკრედიტო რეიტინგი. ამასთან, გათვალისწინებული იქნება ბანკის ცნობადობა და რეპუტაცია, ფინანსურ სექტორში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება, მდგრადი ფინანსური მაჩვენებლები და მფლობელობის სტრუქტურის გამჭვირვალობა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეფასებით, აღნიშნული მიდგომა საქართველოს ბაზარზე წვდომას გაამარტივებს და ინვესტორებისთვის უფრო მოქნილ გარემოს შექმნის. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ბაზარზე კონკურენციის გაძლიერება გამჭვირვალე და ძლიერი საზედამხედველო ჩარჩოს პირობებში მოხდეს.

კანონპროექტის ამოქმედებიდან 12 თვის ვადაში ეროვნულმა ბანკმა უნდა განსაზღვროს სანდო ქვეყნების იდენტიფიცირების პრინციპები, მისაღები საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციების ჩამონათვალი და საკრედიტო რეიტინგის მინიმალური დონე.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა