ჩვენი შეფასებით, [აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის რეფორმის ფარგლებში] ცვლილება გრძელვადიანად პოზიტიურია - Galt & Taggart
Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა” აქვეყნებს.
აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა 2026 წლის 1 ივლისს ამოქმედდა. განახლებული პროგრამა სახელმწიფო თანადაფინანსებას ერთიან ჩარჩოში აქცევს და ამავე დროს ამკაცრებს პროექტების შესრულების, მონიტორინგის, აუდიტისა და აღრიცხვის მოთხოვნებს.
Galt & Taggart-ის შეფასებით, ცვლილება გრძელვადიანად პოზიტიურია - გაზრდის პროექტების ხარისხს, სექტორის კორპორატიზაციას და სახელმწიფო რესურსების მიზნობრივ გამოყენებას. თუმცა, გრანტის ჩარიცხვის ვალდებულებების შესრულების შემდეგ ჩარიცხვამ და აგროკრედიტის სუბსიდიის შემცირებამ, შესაძლოა შეანელოს საინვესტიციო აქტივობა, განსაკუთრებით მცირე და საშუალო პროექტებში.

Galt & Taggart-ის შეფასებით, მოქმედი მოდელის ფარგლებში, ინვესტორს პროექტის დაფინანსება თვითონ უწევს, რის შემდეგაც ერიცხება გრანტი (ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 18 ან 24 თვეში). ამასთან, აგროკრედიტის პროცენტის სუბსიდია 11%-დან სებ-ის რეფინანსირების განაკვეთზე (8.25% ივლ-26) გადავიდა და პერიოდი 48 თვიდან 36 თვემდე შემცირდა. ამან შესაძლოა ინვესტიციაზე უკუგება შეამციროს, განსაკუთრებით დაბალი საწყისი კაპიტალის შემთხვევაში, რამაც შესაძლოა ჯამური საინვესტიციო აქტივობა შეანელოს.
სხვა სიახლეები
ქვეყნები, სადაც საქართველო ნუშის ექსპორტს ახდენს
23.10.2026.19:00
საქართველოდან ნუშის ექსპორტი მზარდია. საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ 125.2 ათასი დოლარის ღირებულების 66.4 ტონა ნუში გაიტანა ექსპორტზე, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 13.0 ტონა. შესაბამისად, ქვეყნიდან ნუშის ექსპორტი 410.8%-იან ზრდას აჩვენებს.
საქართველოსთვის ნუშის მთავარი ექსპორტიორი ქვეყანა უზბეკეთია.
TOP 2 ბაზარი, სადაც საქართველო ნუშს ყიდის:
• უზბეკეთი - 65.0 ტონა - 119.0 ათასი დოლარი;
• რუსეთი - 1.4 ტონა - 6.2 ათასი დოლარი;
რაც შეეხება ნუშის იმპორტს, აქ 138.9%-იანი ზრდა ფიქსირდება.
არსებული სტატისტიკური მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ საქართველოში ნუშის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა აზერბაიჯანია.
2026 წლის 9 თვეში საქართველოში ნუშის იმპორტი 3 ბაზრიდან განხორციელდა:
• აზერბაიჯანი - 286.0 ტონა - 492.7 ათასი დოლარი;
• აშშ - 40.8 ტონა - 203.7 ათასი დოლარი;
• თურქეთი - 33.3 ტონა - 176.5 ათასი დოლარი.