მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.4
-0.0026
flag
AZN 1.5254
0
flag
CNY 38.893
-0.0001
flag
EUR 2.8447
-0.0048
flag
GBP 3.4159
-0.0035
flag
KZT 58.29
-0.0007
flag
TRY 0.0514
0
flag
USD 2.5927
-0.0001
news banner

ჩვენი შეფასებით, მიმდინარე CfD ტარიფით მზის სადგურების უკუგება 15.2%-ია, ქარის სადგურების 12.5%, ხოლო მოდინებაზე ჰესის კი 8.5% | Galt & Taggart

news image
mbc image

გალტ & თაგარტმა ენერგეტიკის სექტორის შესახებ ახალი მნიშვნელოვანი ანგარიში გამოსცა "ზაფხულში სიჭარბე, ზამთარში დეფიციტი: რა უნდა მოგვცეს ახალმა აუქციონმა?"

,,დღევანდელი წახალისება და სისტემის საჭიროება - დღეს ყველაზე კარგი პირობები მზის სადგურებს აქვს, ქვეყანას კი ყველაზე მეტად ჰესები და ქარის სადგურები სჭირდება. ჩვენი შეფასებით, მიმდინარე CfD ტარიფით მზის სადგურების უკუგება 15.2%-ია, ქარის სადგურების 12.5%, ხოლო მოდინებაზე ჰესის კი 8.5%. ამასთან, მზის სადგურის CfD მთელი წელი მოქმედებს, ქარის სადგურის 9 თვე, ხოლო მოდინებაზე ჰესის 8 თვე. სისტემის საჭიროება თითქმის საპირისპიროა: ზამთრის დეფიციტს წყალსაცავიანი ჰესები და ქარის სადგურები ამცირებენ, მზის სადგურები კი ენერგიას ძირითადად მაშინ გამოიმუშავებს, როცა სისტემაში ისედაც სიჭარბეა. 2026 წელს ზაფხულში ენერგიის სიჭარბე პირველად გახდა შესამჩნევი, ზამთარში კი მიწოდების მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ იმპორტითა და თბოსადგურებით დაიფარა.

ახალი აუქციონი სეზონური დისბალანსის შემცირების შესაძლებლობაა

ჩვენი შეფასებით, აუქციონზე მიზანშეწონილია იმ ტექნოლოგიების წახალისება, რომლებიც ქვეყანას მეტად სჭირდება. წინასწარ ცნობილი წესები ინვესტორის რისკს შეამცირებს, ახალ სიმძლავრეს კი ქვეყნისთვის უფრო იაფს გახდის. ამ მიზნით მნიშვნელოვანია:

1. ზამთრის გენერაციის წახალისება: უპირატესობა წყალსაცავიან ჰესებსა და ქარის სადგურებს, შემდეგ მოდინებაზე ჰესებს; ამ ტექნოლოგიებისთვის CfD-ის პირობების გადახედვა; მზის სადგურების განვითარება ქსელის ლიმიტების ფარგლებში.

2. გამჭვირვალობა: შეზღუდვის წესების რიგითობის წინასწარ განსაზღვრა; მიმდინარე პროექტების სიისა და 10-წლიანი პროგნოზის გამოქვეყნება.

3. მოთხოვნა და ექსპორტი: ადგილობრივი მოხმარებისა და ექსპორტის ხელშეწყობა.

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ რეკომენდირებული წესების შემუშავებამ აუქციონი არ დააყოვნოს: ძირითადი პრინციპები შეიძლება აუქციონის პირობებშივე აისახოს, დეტალური რეგულირება კი პარალელურად დაიხვეწოს", - აღნიშნულია ანგარიშში.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი გერმანიის ბუნდესტაგის დელეგაციას შეხვდა

19.11.2026.13:19

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი გერმანიის ბუნდესტაგის დელეგაციას შეხვდა, რომლის შემადგენლობაშიც გერმანიის საკანონმდებლო ორგანოში პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) წარმომადგენელი შტეფენ კოტრე (დამე-შპრეევალდის AfD-ის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე) და გერმანიის ბუნდესტაგის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ანდრეას ტრამპე იყვნენ.

შეხვედრაზე თამარ იოსელიანმა საქართველოსა და გერმანიას შორის ორმხრივ ურთიერთობებზე, ასევე სატრანსპორტო და ციფრულ სფეროებში არსებულ პერსპექტივებზე ისაუბრა.

მინისტრის მოადგილემ საქართველოსა და გერმანიის მრავალწლიან პარტნიორობაზე გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ გეოგრაფიული მდებარეობისა და ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ფუნქციის გათვალისწინებით, საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონული დაკავშირებადობის, უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მდგრადობის განმტკიცებაში.

ბუნდესტაგის დელეგაციასთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნის სატრანსპორტო-ლოგისტიკურ პოტენციალს და შუა დერეფნის მზარდ როლს. თამარ იოსელიანის თქმით, 10-წლიანი გეგმის ფარგლებში საქართველო მიზნად ისახავს საპორტო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობის გაორმაგებას, ხოლო აეროპორტების გამტარუნარიანობის გასამმაგებას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა