ჩვენი თანამშრომლობა სსფ-თან არასოდეს შეწყვეტილა, მიუხედავად პროგრამის შეჩერებისა - ნათია თურნავა
„ჩვენი თანამშრომლობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან არასოდეს შეწყვეტილა, მიუხედავად იმისა რომ პროგრამა შეჩერებულია. ჩვენ უამრავი ერთობლივი ტექნიკური დახმარების პროგრამა გვაქვს, სადაც სსფ-ი ბანკისთვის აქტუალური მიმართულებების განვითარებაში გვეხმარება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სსფ-ს ბოლო ანგარიშში საქართველო როგორც ძალიან სწრაფად მზარდ ეკონომიკად შეფასებული. ეს შეფასება სსფ-ს ბოლო მისიის დროს მიღებულ მონაცემებს ეფუძნება.
„სსფ-ს მისიების ვიზიტის მიზანია უტყუარი ინფორმაცია ჰქონდეთ ჩვენს მაკროეკონომიკურ მაჩვენებელზე. სწორედ ამის საფუძველზე აქვეყნებენ შეფასებებს. ჩვენ ვთვლით და პრინციპში სსფ ამას აღიარებს და გვეთანხმება, რომ საქართველო მათთვის ყოველთვის არის და მომავალშიც შეიძლება იყოს რეფორმებისა და ეკონომიკური განვითარების წარმატებული მაგალითი“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის უახლოეს მომავალში საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში გამოიკვეთება მათთან შემდგომი თანამშრომლობის ფორმატი და პრიორიტეტული მიმართულებები.
პ
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826