ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პენსიონერების, საზოგადოების ამ ჯგუფის სოციალური სტატუსი, ცხოვრების პირობები - ნათია თურნავა
მადლობას მოგახსენებთ, პენსიონერების და პენსიით უზრუნველყოფილი სესხების პრობლემატიკით დაინტერესებისთვის, ეს ჩვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია. ზოგადად, როგორც არა მხოლოდ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, არამედ როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე მოგახსენებთ, - ამის შესახებ ნათია თურნავამ პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.
„ბუნებრივია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პენსიონერების, საზოგადოების ამ ჯგუფის სოციალური სტატუსი, ცხოვრების პირობები, მათთან მიმართებით კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი მექანიზმის და მათი უფლების დაცვის ნაწილში არსებული ყველა გარანტიის ზედმიწევნით აღსრულება და ჩვენ, როგორც ეროვნული ბანკი ჩვენს ნაწილში მუდმივად ვმუშაობთ“, - განაცხადა თურნავამ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ასევე მადლობა გადაუხადა იმ დეპუტატებს, ვინც სებ-თან სამუშაო ჯგუფის ფორმატში ამ თემაზე თანამშრომლობდა.
გუშინ, ცნობილი გახდა, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს, რომლებმაც სესხი აიღეს 2023 წლამდე, სესხის პროცენტი შეუმცირდებათ და გაუტოლდება იმ პროცენტს, რომელიც დაწესებულია 2023 წლიდან.
დღეს პარლამენტში დეპუტატები ინტერპელაციის წესით ეროვნული ბანკის პრეზიდენტისმოვალეობის შემსრულებელ ნათია თურნავას უსმენენ.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 149-ე მუხლის პირველი პუნქტით მონიჭებულიუფლებამოსილების საფუძველზე ინტერპელაციის წესით ნათია თურნავას 7-მა დეპუტატმა ალექსანდრე ელისაშვილმა, თეონა აქუბარდიამ, იაგო ხვიჩიამ, ალექსანდრე რაქვიაშვილმა, ჰერმანსაბომ, ვახტანგი მეგრელიშვილმა და ქეთევან თურაზაშვილმა მიმართა.
სხვა სიახლეები
საქართველოდან მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი 6%-იან ზრდას აჩვენებს
22.05.2026.19:00
საქართველოში ჩამოსხმულ წყლებზე მოთხოვნა მზარდია. საქსტატის მაჩვენებლების მიხედვით, 2026 წლის იანვარ-აპრილში ექსპორტზე 63 859.8 ათასი დოლარის ღირებულების 93 435 926 ლიტრი მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი განხორციელდა, მაშინ როდესაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში საექსპორტო ბაზრებზე 88 259 746 ლიტრი წყლები გადაიზიდა. შესაბამისად ქვეყნიდან წყლების ექსპორტი 6%-იან ზრდას აჩვენებს.
საქართველოში ჩამოსხმული მინერალური და მტკნარი წყლები მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთია.
TOP 5 ქვეყანა ქვეყანა, სადაც საქართველო მინერალურ და მტკნარ წყლებს ყიდის: