ჩვენთვის ყველასთის მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, ამისათის ბიზნესი აქტიურად მზად არის თანამშრომლობისთვის - ლევან ვეფხვაძე
ჩვენ ყველამ ერთად უნდა მოვახერხოთ ის, რომ ის მაჩვენებლები, რომელიც 2024 წელს გვქონდა შევინარჩუნოთ, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა.
მისივე განმარტებით, როდესაც ეკონომიკა იზრდება მისი გარკვეული ნაწილი ბიუჯეტში მისი, საიდანაც შემდგომ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის დაფინანსება ხდება
„მსგავსი კონსერვატიული რიცხვები ჩვენ 2023 წელსაც ვნახეთ და 2024 წელსაც ვნახეთ. ზოგადად საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ყოველთვის კონსერვატიულად ცდილობენ ზრდის რიცხვების პრეზენტაცია გააკეთონ, მაგრამ ჩვენ იმედი უნდა ვიქონიოთ და ყველამ ერთად უნდა მოვახერხოთ ის, რომ ის მაჩვენებლები, რომელიც 2024 წელს გვქონდა რომელიც 9%-ზე მეტი იყო, ეს მაჩვენებლები შევინარჩუნოთ. იმიტომ, რომ როცა ეკონომიკა იზრდება მისი გარკვეული ნაწილი 25%-მდე მიდის ბიუჯეტში და ბიუჯეტი ნიშნავს სოციალურ მხარდაჭერას, ნიშნავს ახალ გზებს და ძალიან ბევრ მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც ჩვენი მოქალაქეებისთვის აუცილებელია. მაგრამ თავის მხრივ ეკონომიკური ზრდა რისგან შედგება ხომ? მისი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილის ბიზნესის ზრდა, ეს არის ბიზნესის აქტივობა, ბიზნესის ტრანზაქციები. და შესაბამისად დამატებითი ღირებულება, რომელსაც ბიზნესი ქმნის, ეს არის გადასახადები, რომელიც ბიუჯეტში მიდის და ხელფასები, რომელიც უკვე ახალ სამუშაო ადგილებზე, დასაქმებულების ოჯახებში მიდის. ამიტომ მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდა, ზრდის ტემპი და ამისათვის ბიზნესი ძალიან აქტიურად მზადაა თანამშრომლობისთვის, ჩვენი მოსაზრებების შეთავაზებისთვის და ასე შემდეგ. რატომ? იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში გარკვეული ცოდნა, კომპეტენცია იმ კომპანიებში, რომლებიც მსხვილი კომპანიები არიან საქართველოში მნიშვნელოვნად არის წარმოდგენილი. და პროფესიული ადამიანები, რომელთაც მაღალი პროფესიული სტანდარტების დონე აქვთ მათი მოსაზრებების მიტანა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826