მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7174.9
-0.0034
flag
AZN 1.5354
-0.0002
flag
CNY 38.917
-0.0018
flag
EUR 3.0342
-0.0022
flag
GBP 3.5336
-0.0014
flag
KZT 58.29
0.0088
flag
TRY 0.0538
0
flag
USD 2.6101
-0.0003
news banner

CIFTIS-ზე საქართველოს წარდგენა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა დავაპოზიციონიროთ არა მხოლოდ როგორც სატრანსპორტო და ლოგისტიკური დერეფანი, არამედ როგორც ჰაბი, რომელიც ამ დერეფანს შესაბამისი ციფრული, საფინანსო და სხვა ტიპის მნიშვნელოვანი სერვისებით უზრუნველყოფს - ირაკლი ნადარეიშვილი

news image
mbc image

ირაკლიპეკინში, მომსახურებით ვაჭრობის ჩინეთის საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს წარდგენა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა დავაპოზიციონიროთ არა მხოლოდ როგორც სატრანსპორტო და ლოგისტიკური დერეფანი, არამედ როგორც ჰაბი, რომელიც ამ დერეფანს შესაბამისი ციფრული, საფინანსო და სხვა ტიპის მნიშვნელოვანი სერვისებით უზრუნველყოფს", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა, რომელიც პეკინში მიმდინარე მომსახურებით ვაჭრობის ჩინეთის საერთაშორისო გამოფენაში (China International Fair for Trade in Services – CIFTIS) მონაწილეობს.

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა რეგიონული სატრანსპორტო მარშრუტების განვითარების დინამიკასა და ამ პროცესში თანამედროვე სერვისების ინტეგრირების აუცილებლობაზე.

„ბოლო წლების განმავლობაში, შუა დერეფნის სატრანსპორტო მნიშვნელობის ზრდის პარალელურად, დღის წესრიგში დგება შესაბამისი მომსახურების მიწოდების საკითხი, როგორც სატრანსპორტო, ისე ლოგისტიკური და სასაწყობო მიმართულებებით. ეს ასევე მოიცავს საფინანსო და ციფრულ სერვისებს. შესაბამისად, საქართველოს, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშის როლი, სწორედ ამ სფეროშიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და პერსპექტიულია", - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

CIFTIS მომსახურებით ვაჭრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც სახელმწიფო უწყებებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს აერთიანებს.

წლევანდელი გამოფენის თემაა „გლობალური მომსახურებები, საერთო კეთილდღეობა". ღონისძიებაში წარმოდგენილია 90 ქვეყანა, რეგიონი და საერთაშორისო ორგანიზაცია, ხოლო ადგილზე მონაწილეობას 1,800-ზე მეტი კომპანია იღებს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა

10.09.2026.17:02

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0342 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6101 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6101 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6104 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.0342 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0364 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0022 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა