მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ComCom-მა სატელეკომუნიკაციო ბაზრის კვლევის მეთოდოლოგია დაამტკიცა

news image
mbc image

კომუნიკაციების კომისიამ „ბაზრის კონკურენტუნარიანობისა და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრის მეთოდოლოგია და პროცედურები" დაამტკიცა, რომელიც  ევროკავშირში მოქმედ სატელეკომუნიკაციო ბაზრის ანალიზის მიდგომებთან სრულ შესაბამისობაშია და ევროპულ საუკეთესო პრაქტიკას ეყრდნობა. აღნიშნული მეთოდოლოგიით სატელეკომუნიკაციო ბაზრის კვლევა ევროკავშირში მოქმედი სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება, რაც ხელს შეუწყობს ტელეკომ ბაზრის განვითარებას და კონკურენტული პირობების ჩამოყალიბებას,  ეს კი, თავის მხრივ, ქართველი მომხმარებლისთვის შეთავაზებული სატელეკომუნიკაციო მომსახურებების პირობების გაუმჯობესებას განაპირობებს.

კერძოდ, დოკუმენტი სატელეკომუნიკაციო ბაზრის წინასწარი რეგულირების მიზნით, მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრის, აღნიშნულ სეგმენტებზე კონკურენციის კვლევის, ასევე, მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე პირების გამოვლენისა და მათთვის სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრების გამჭვირვალე პროცედურებს და სტანდარტებს ადგენს. მეთოდოლოგიის მიხედვით, პოტენციურად რეგულირებას დაქვემდებარებადი ბაზრის შესაბამისი სეგმენტი განისაზღვრება ე.წ. სამი კრიტერიუმის ტესტზე დაყრდნობით, რაც ევროკავშირის სატელეკომუნიკაციო სფეროს რეგულირების მთავარი საფუძველია და ბაზრის ანალიზს ყველა არსებითი გარემოებისა თუ სექტორის მუშაობის სრული მექანიზმის გათვალისწინებით უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია, რომ კომუნიკაციების კომისიამ ბაზრის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების ცვლილებების პროექტზე მუშაობა ჯერ კიდევ 2018 წელს, ევროკავშირის საჯარო სამსახურების „დაძმობილების პროგრამის" (Twinning) ფარგლებში დაიწყო, სადაც შეიქმნა ცვლილებების პირველადი პროექტი, ხოლო, 2019 წელს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროექტის ფარგლებში, შემუშავდა პროექტის განახლებული ვერსია. აღნიშნული დოკუმენტი Twinning Review Mission-ის ფარგლებში, კიდევ ერთხელ გადაიხედა, რის შემდეგაც, 2022 წელს, ევროკომისიის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) ფარგლებში, ევროპელმა ექსპერტებმა პროექტთან დაკავშირებით დამატებითი რეკომენდაციები წარმოადგინეს. საბოლოოდ, დოკუმენტის რევიზია 2023 წელს, „ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დახმარება II"-ის (AA Facility II) ექსპერტების მიერ განხორციელდა, რის შემდეგაც, კომუნიკაციების კომისიამ დაინტერესებულ მხარეებს პროექტის გაცნობის, მოსაზრებების წარმოდგენისა და მათი განხილვის შესაძლებლობა როგორც არაოფიციალური კონსულტაციების, ასევე, საჯარო კონსულტაციების მიმდინარეობისას მისცა.

 

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის 2014 წელს ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობა სრულფასოვნად უნდა დაუახლოვდეს ევროპულს, რისთვისაც აუცილებელია ჩატარდეს სატელეკომუნიკაციო ბაზრის ანალიზი და რეგულირების მიზნით, სავალდებულოდ შესასწავლი ბაზრები ევროპული რეკომენდაციებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისი მეთოდოლოგიით შეფასდეს, რაც საცალო ბაზარზე კონკურენციის ეფექტიანობის გაზრდასა და საბითუმო სეგმენტზე დაშვების პირობების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა