დაიწყება თუ არა ბაქო-სუფსის მარშრუტით ყაზახური ნავთობის გადაზიდვა
SOCAR (აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია) სს KazMunayGas-ს (KMG, ყაზახეთის ნავთობისა და გაზის ეროვნული კომპანია) წინადადებებს ბაქო-სუფსის მარშრუტით ნავთობის შესაძლო გადაზიდვებზე ერთი თვის განმავლობაში მიაწვდის.
ამის შესახებ სს KazMunayGas-ის გამგეობის თავმჯდომარემ მაგზუმ მირზაგალიევმა, ბაქოში ვიზიტისას Trend-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
„როვშან ნაჯაფოვთან (სოკარის პრეზიდენტი) შეხვედრაზე ჩვენ შევთანხმდით, რომ ერთი თვის განმავლობაში „სოკარი“ მოგვაწვდის წინადადებებს ბაქო-სუფსის მარშრუტზე, მათ შორის სატარიფო პოლიტიკაზე“, - განაცხადა KazMunayGas-ის გამგეობის თავმჯდომარემ.
მანამდე ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით გავვრცელდაინფორმაცია, რომ აზერბაიჯანულ მხარესთან ერთად განიხილება ბაქო-სუფსის ნავთობსადენით 3 მილიონ ტონამდე ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირების შესაძლებლობა.
ეს ინფორმაცია ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალმასადამ სატკალიევმა დაადასტურა.
„გაანალიზებულია ბაქო-სუფსის მილსადენის გამოყენების შესაძლებლობა, რომლის გამტარუნარიანობა წელიწადში 5 მილიონი ტონაა. ზოგადად, ამ მიმართულებით დისკუსიები ყველა დაინტერესებულ მხარესთან გრძელდება", - განაცხადა მან მთავრობის სხდომაზე.
ჯერ კიდევ 2022 წელს აზერბაიჯანმა შესთავაზა ყაზახეთს ბაქო-სუფსის მილსადენის გამოყენება. ბაქო-სუფსის გამტარუნარიანობა წელიწადში 5-6 მილიონი ტონა ნავთობია.
იმავდროულად, 2023 წელს ყაზახეთმა ბაქოს გავლით 1,39 მილიონი ტონა ნავთობი გადაიტანა, რომელიც გადიოდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენზე.
ბაქო-სუფსით ხდებოდა კასპიის ნავთობის ტრანსპორტირება ბაქოს მახლობლად მდებარე სანგაჩალის ტერმინალიდან კასპიის ზღვაზე საქართველოს სუფსის პორტამდე, რომელიც მდებარეობს შავ ზღვაზე.
ბაქო-სუფსით ნავთობის გადატუმბვა 2022 წლის გაზაფხულზე შეწყდა. მთელი აზერბაიჯანული ნავთობი ახლა ექსპორტზე გადის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენით. ყაზახეთისთვის მთავარი საექსპორტო მარშრუტი არის კასპიის მილსადენის კონსორციუმი, რომელიც მთავრდება რუსეთის საზღვაო ტერმინალთან ნოვოროსიისკის მახლობლად.
BTC არის მილსადენი, რომელიც შექმნილია კასპიის ნავთობის ტრანსპორტირებისთვის თურქეთის პორტ ჯეიჰანში, რომელიც მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. ყაზახეთი ცდილობს გაზარდოს ნავთობის ექსპორტი რუსეთის გვერდის ავლით და BTC-ით 2023 წელს 1,5 მილიონი ტონის ექსპორტს გეგმავდა.
იგივე თემაზე:
ბაქო-სუფსით ყაზახეთს ნავთობის ტრანსპორტირების განახლება სურს
სხვა სიახლეები
საქართველოდან მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი 6%-იან ზრდას აჩვენებს
22.05.2026.19:00
საქართველოში ჩამოსხმულ წყლებზე მოთხოვნა მზარდია. საქსტატის მაჩვენებლების მიხედვით, 2026 წლის იანვარ-აპრილში ექსპორტზე 63 859.8 ათასი დოლარის ღირებულების 93 435 926 ლიტრი მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი განხორციელდა, მაშინ როდესაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში საექსპორტო ბაზრებზე 88 259 746 ლიტრი წყლები გადაიზიდა. შესაბამისად ქვეყნიდან წყლების ექსპორტი 6%-იან ზრდას აჩვენებს.
საქართველოში ჩამოსხმული მინერალური და მტკნარი წყლები მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთია.
TOP 5 ქვეყანა ქვეყანა, სადაც საქართველო მინერალურ და მტკნარ წყლებს ყიდის: