მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7216.6
-0.0159
flag
AZN 1.5845
-0.0004
flag
CNY 39.41
-0.0063
flag
EUR 3.1464
-0.0188
flag
GBP 3.6334
-0.0086
flag
KZT 57.99
-0.0021
flag
TRY 0.06
0
flag
USD 2.6936
-0.0002

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად შევისყიდით ახალ ლოკომოტივებს - ეს გადაწყვეტილება სრულად გარდაქმნის საქართველოს რკინიგზას, მნიშვნელოვნად გაზრდის სისწრაფეს, საიმედოობას და ქვეყნის ტრანზიტულ შესაძლებლობებს l თამარ იოსელიანი

news image

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რკინიგზის სექტორის განვითარება ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად განისაზღვრა, რადგან ჩვენ მას ვუყურებთ როგორც ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკური სისტემის საკვანძო ელემენტს. სწორედ ამ ხედვიდან გამომდინარე, საქართველოს რკინიგზამ 2026–2028 წლების განვითარების ამბიციური გეგმა შეიმუშავა, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რკინიგზის განვითარების გეგმის ფარგლებში, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ახალი ლოკომოტივების შესყიდვა მოხდება - 50-მდე ახალი ლოკომოტივის შესაძენად მთავრობა დაახლოებით 1 მლრდ ლარის დახარჯვას გეგმავს. 

„შედეგად, გაიზრდება სისწრაფე, საიმედოობა და ქვეყნის ტრანზიტული შესაძლებლობები. ამასთან, შევისყიდით 1,500 ახალ ვაგონს და თანამედროვე სარკინიგზო სისტემებს დავნერგავთ, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საოპერაციო პროცესებს და პრაქტიკულად, გააორმაგებს რკინიგზის გამტარუნარიანობას“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ამასთან, თამარ იოსელიანის განცხადებით, 2026 წელს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სამგზავრო მიმართულებასაც, რაც საერთო ჯამში, საქართველოს რკინიგზას თანამედროვე, ეფექტიან და ახალი შესაძლებლობებით აღჭურვილ სისტემად აქცევს.

„მოდერნიზებული, თანამედროვე რკინიგზა კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანსპორტო ჰაბის პოზიციას და მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენს კონკურენტუნარიანობას“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ლარის კურსი დოლართან გამყარდა

24.04.2026.17:01

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1505 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6932 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6932 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6936 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.1505 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.1464 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0041 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა