დარწმუნებულები ვართ, რომ ენერგეტიკის სექტორში გვექნება ხელშესახები შედეგები, რაც საქართველოს ეკონომიკას და ზოგადად ჩვენს ქვეყანას ძალიან გააძლიერებს - მარიამ ქვრივიშვილი
დარწმუნებულები ვართ, რომ ენერგეტიკის სექტორში გვექნება ხელშესახები შედეგები, რაც საქართველოს ეკონომიკას და ზოგადად, ჩვენს ქვეყანას ძალიან გააძლიერებს“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.
„ენერგეტიკის სექტორის განვითარებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის. ეს მნიშვნელობა რა თქმა უნდა არა მხოლოდ ეკონომიკურ გაძლიერებაზე გადის, არამედ ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაზეც.
რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია რომ ჩვენ მაქსიმალური პასუხისმგებლობა და ყურადღება გამოვიჩინოთ აღნიშნული პროექტებისადმი, ისევე როგორც სხვა პროექტებისადმი იმისთვის რომ ყოველწლიურად, სახელმწიფომ კერძო სექტორთან ერთად უზრუნველყოს საქართველოში გენერირებული ელექტროენერგიის ზრდა.
ამას აქვს ობიექტურად სტრატეგიული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს საქართველოში გენერირებული ელექტროენერგია იმ მოცულობის, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს ჩვენსავე საჭიროებას.
ჩვენ დარწმუნებულები ვართ რომ ენერგეტიკის სექტორში ჩვენ გვექნება ძალიან ხელშესახები შედეგები, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას და ზოგადად ჩვენს ქვეყანას ძალიან გააძლიერებს", - აღნიშნა მინისტრმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826